ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?

შესაძლოა ტურინის ” იუვენტუსმა ” სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც კი გაიფორმოს რამდენიმე ფეხბურთელი . უმთავრესი მიზანი ტურინული კლუბის ხელმძღვანელობის , კვლავინდებურად რჩება მაღალ კვალიფიციური ფორვარდის შეძენა . იმ ინფორმაციების მიხედვით , რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და ვკითხულობთ აპენინური პრესის ფურცლებზე , მაშინ არ იქნება ძნელი იმის გაგება , თუ ვის გარშემო ტრიალებს პარატიჩი – მაროტას დუეტი . ოთხი ფორვარდი , ოთხი შესაძლო გზა გუნდის გაძლიერებისკენ , ოთხი შესაძლო კანდიდატი , რომელმაც უნდა იტვირთოს ის რაც წელს გუნდის წინა ხაზს რეალურად გაუჭირდა . ბატონებო და ქალბატონებო თქვენს წინაშე არიან რობი ვან პერსი , გონსალო იგუაინი , ედისონ კავანი და ლუის სუარესი …

გუშინ ერთხმად რამდენიმე საკმაოდ ავტორიტეტული გამომცემლობა აჟღერებდა ინფორმაციას , რომ ფაბიო პარატიჩის ნამდვილი ” რეიდი ” ჰქონდა განხორციელებული გონსალო იგუაინის წარმომადგენლებზე  . იგი შეხვდა მის მამას და ასევე ძმას . როგორც ჩანს , პარატიჩიმ მიაღწია შეთანხმებას არგენტინელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან . ანუ ის საჭირო სიტყვა რისთვისად ესპანეთის დედაქალაქში ჩავიდა ტურინული ლეგიონი მიღწეულ იქნა – ანუ ” დიახ ” . მაგრამ , პარალელურად გაჟღერდა სენსაციური ინფორმაცია , რომელიც ჯუზეპე მაროტას უკავშირდება . ბიანკონერის გენერალური დირექტორი , მაშინ როდესაც პარატიჩი იგუაინის აგენტს ესაუბრებოდა ტრანსფერზე , ჯუზეპე ლუის სუარესის საფეხბურთო აგენტს პეპე გუარდიოლას ესაუბრებოდა ( დიახ , იგი ბარსელონას უკვე ექს თავკაცის ძმა გახლავთ ) . შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს , თუმცა მას შემდეგ რაც გუნდმა სეზონი წაუგებლად დაასრულა და მოიპოვა ჩემპიონობა , იუვენტუსს ” არას ” უკვე ვერავინ ეუბნება . მაროტამ იუვენტუსს მეორე ” დიახ ” მოუტანა . მაგრამ ეხლა უკვე საქმე თავად ინგლისურ კლუბთან უნდა დაიჭირონ . მაროტა მზადაა 20 მილიონი გადაიხადოს , მაშინ როდესაც ბრიტანელები 30 – ს ითხოვენ . შესაძლოა შეთანხმება 25 მილიონზე მოხერხდეს .

რაც შეეხება რობი ვან პერსის , გამომდინარე იქიდან , რომ მისით დაინტერესდა მანჩესტერ სიტი , სავარაუდოდ ტურინელებისთვის იკეტება გზა , რადგან აუქციონზე კლუბი არაფრის დიდებით არ აპირებს ჩართვას .

და ბოლოს . იტალიური პრესის დღევანდელი ინფორმაციით , იტალიის 30 გზის ჩემპიონი პირველ ნაბიჯებს დგამს ურუგაველი მატადორის , ედისონ კავანის შესაძენად . გუნდი მზადაა 5 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს მას , წლიური 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით , რაც გაორმაგებულია იმ თანხის , რასაც ეხლა იღებს ელ მატადორი დე ლაურენტისის კლუბში .

წყარო : tuttosport ; tuttojuve

98 thoughts on “ვან პერსი , კავანი , სუარესი თუ იგუაინი ?

  1. მე აქედან 2 კაცს ვიყიდიდი კავანი და სუარესი ამ ტრანსფერებისთვის 50 ლიმონს გადავიხდიდი და დარჩენილ 30 + ელია, კრასიჩი, ციგლერი, მელო, გროსო, ესტიგარიბია, კვალიარელა
    ამათგან აღებული ფულით კი 3 ფლანგელ ნახევარ მცველს და 2 მცველს მარცხენა და ცენტრალურს ავიყვანდი
    აი ისინიც ვერტონგენი, კოლაროვი, ნაინგოლანი, ლავეცი, რამირესი.

  2. მე სუარესი ან იგუაინდან მირჩევნიე ან ორივე ერთად და სნეიდერი პირლოს შემცვლელად და რა გინდა მეტი :forza:

  3. კავანი შემძულდა შარშან თუ გახსოვთ 3-0 რომ მოგვიგეს და თავით რომ გაიტანა რაგას საწაული გოლი აი მაგის შემდეგ მDულს და არ მინდა იუვეს მაისურით მაგის ხილვა :blin: :blin: :forza: :forza: :forza:

    1. ეგ არაფერია, ასმაგად უფრო მაგარ გოლს გაუტანს ნაპოლის იუვეს მაისურით :forza: აუ ნეტა კავანი მოვიდეს და 130 % მგონია რომ გაამართლებს გაცემულ ავანსებს :forza:

  4. იგუაინის გარდა ნებიმიერს ვიხილავდი ჩემს იუვეში, მაგრამ განსაკუთრებით მატადორს.. კონტესი და ჩემი ფავორიტიც ეგ არის, მოდი ედინსონ!!!!! :forza:

      1. იგუაინზე და ვანპერსიზე სუსტია როა მაგი არაა საკამათო
        კონტე თუ მოიყვანს მერე არ ვიტყვი რო სუსტია
        ცოტა ქვევით ჩაიხედე და მიხვდები რატო დავწერე :chuvak:

      1. მართალი ხარ ძმაო, რა უნდათ კავანისტან ვერ გავიგე, მაგაზე ლამაზ,ძლიერ და საკაიფო გოლებს რომელი იტანს ერთი ?! :mda:

  5. კაია რომელიმე მოვიდეს ან ორი მათგანი.. მინიმუმ 2 კაცი გვჭირდება თავდასხმაში 1 აუცილებლად სტრაიკერი და მეორე ალბათ მეორე ფორვარდი და ალბათ სება :forza: :forza: ეს მინიმუმ.. თორე ისე 3 დამატება შეილება, ოღონდ გუნდიდან უნდა წავიდეს ან მატრი ან ბორიელო ნუ ალექსას მაინც არ იტოვებეენ

  6. მმატრი, კუალიალერა, ვუჩინიჩი, ლავეცი და იგუაინი ალბათ ესე იქნება თავდასმის ხაზი :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

  7. ის ლაპარაკობთ თითქოს, ვისაც მოიყვანენ იმის იმედზე უნდა ვიყოთ, ტრამვას მიიღებს და არ ვარგა, რა ხდება ვერ გავიგე, ჯერ აქედან დავიწყოთ ჩვენი წლევანდელი თამაში, თავისუფლად შეუძლია რამდენიმე გამოტოვებული თამაში ნახევარდაცვამ და დაცვამ შეავსოს გოლებით, ამ ყველაფერ პლიუს, სავარაუდოდ მატრი და კუალიალერა დარჩები, რაც კარგია, ხო ვუჩინიჩიც რა თქმა უნდა და ამათგან კიდე ვინმე, რომ მოვიდეს კონკურენცია ნახე მერე, ანუ საბოლოო ჯამში მომავალ სეზონში ერთერთი საუკეთესო თავდასხმაც გვეყოლება, დაუკვირდით მატრი და კუალიალერას საშუალო დონის, მაგრამ მოუმატებენ, პლიუს ვუჩინიჩი ძირითადში და ამათგან რომელიმე უფრო კავანი, მარა გამორიცხული არაა კავანი და იგუაინი, რომ ერთად იყიდონ :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee: :forza: :juvee:

  8. 99% დარწმუნებული ვარ,რომ იგუაინი ან კავანი თუ გადმოვიდა,გაამართლებენ და თან როგორ. პერსი და სუარესი ვერ წარმომიდგენია,რომ წლების განმავლობაში ჩვენი კალიბრის გუნდისთვის ნომერ პირველი შემგდები იყოს.სუარესი მითუმეტეს,პერსი უფრო ტრავმების გამო,სადმე დაიმტვრევა შუა წელს უეჭველი,კავანი ან იგუაინი შექმნიან მგონი ეპოქას.

    1. ძალიან მაგარია კი! ამ სიაში ალბათ პირველზე დავაყენებდი, მაგრა სიტის უნდა და ხვდები ალბათ რა თანხასაც გამოდის შეიხ მანსურ აქლემა

  9. აქედან ვინც არ უნდა მოიყვანონ ორი აზრი არაა იუვეს პოტენციალი ერთიორად გაიზრდება.. წელს აშკარად დამრტყმელი ფორვარდი გვაკლდა,

    ამათგან პერსი ყველაზე გიჟია მაგრამ მისი ყიდვა რისკია
    სტილის მიხედვით ალბად უფრო კავანი,
    ყველაზე საიმედო ტრანსფერი ალბად უფრო იგუაინი!!!
    ვნახოთ რა მოხდება

  10. როგორც ვამჩნევ კავანის დათრევის შანსები გაიზარდა :forza:
    ხელფას უორმაგებენ იუვე ნაპოლის ყველაფრით ჯობია რატომ უნდა თქვას უარი არ მესმის :chuvak: მაგრამ ნაპოლის პრეზიდენტი ჩაშლის ყველაფერს ალბათ :mad: ვან პერსი :down: სუარესი იგუანიდან კიდე ყველაზე დიდი შანსია სუარესი რო გადმოვიდეს და არა იგუაინი მე ასე მჯერა!

  11. d a v i d
    ძირითადში კი მარა სად? რა პოზიციაზე დააყენა გვარდიოლამ? ცენტრფორვარდი იყო ბარსაშიც?
    ისე ბოლო წელს ძირითადში ვაბშე აღარ იყო

      1. ძIრითადში იყო ჯიგარო მარა, არსენალში რო უბერავდა ისე ბარსაში ვერ იყო :c: მგონი დამეთანხმები რო ეგრე იყო :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.