პეპე – ბრუნო ალვეში: შედგება ბარტერი?
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ფეხბურთში გამორიცხული არაფერია. აქ მოვლენები ელვისებური სისწრაფით იცვლება. პრესტიჟული იტალიური გამოცემა, Tuttosport – ი, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბრუნო ალვეშის “ზენიტიდან” გადმობირებისთვის მთავარი გასაღები შესაძლოა სიმონე პეპე აღმოჩნდეს. გაგრძელება იხილეთ სრულიადში…
გემახსოვრებათ, შარშან ზაფხულს აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის თაობაზე, რომ “იუვენტუსის” ფეხბურთელი აუცილებლად რუსეთში გააგრძელებდა კარიერას და მისი ტურინული მომავალი ბურუსით იყო მოცული, თუმცა ანტონიო კონტე თავად ესაუბრა საკუთარ შეგირდს, სადაც მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ პეპეს არსად გაშვება არ სურდა და ამით ყველა ჭორს წერტილი დაუსვა. როგორ წარიმართა განვლილი სეზონი ამ ფეხბურთელისთვის, ყველას კარგად მოეხსენება. განსაკუთრებით სეზონის პირველი ნახევარი იყო პეპესთვის შთამბეჭდავი. იგი ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ასპარეზობდა და მნიშვნელოვან მატჩებში გადამწყვეტი გოლებიც გაიტანა. ზამთრის პერიოდში ცოტა ფორმიდან ამოვარდნა დაეტყო, რაც შეიძლება “ატალანტასთან” დაპირისპირებაში მიღებული ტრავმის ბრალიცაა, მაგრამ, ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 4-3-3 სისტემიდან 3-5-2 სქემაზე გადასვლამ, უხეშად რომ ვთქვათ, პეპე ძირითადიდან ამოაგდო. თუმცა, საერთო ჯამში, 2011/12 წლების სეზონი ამ ფეხბურთელისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა და დღევანდელი გადმოსახედიდან მისი გუნდიდან წასვლა თითქმის წარმოუდგენელი ჩანს. მაგრამ, ამის მიუხედავად, არსებობს ამ საკითხის მეორე მხარეც. ანტონიო კონტე ბოლო პერიოდში 3-5-2 სისტემას ანიჭებდა უპირატესობას, ამასთან ერთად, გუნდმა სულ ახლახანს მაურისიო ისლა გაიფორმა, რაც გვაძლევს საფუძველს იმაზე ფიქრისა, რომ “იუვენტუსის” მე-7 ნომერს შეიძლება მართლა მოუწიოს გუნდთან გამომშვიდობება. თან, “ზენიტის” მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის ძალიან სურს პეპეს საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა, თავის მხრივ “იუვენტუსი” კი ბრუნო ალვეშის გაფორმებას ცდილობს. ასე რომ, მოვლენების განვითარება ნებისმიერი კუთხითაა შესაძლებელი.
წყარო: Tuttosport
პეპეს რას ერჩიან დატოვეთ იმსახურებს რო იუვეს ფორამა ატაროს
irakla1001 სად იყავი დაკარგული ჯიგარო?????
დიდუუუუ 1juves ინფაქტი მოუვა ეს რო მოხდეს,, არადა არც მე მინდა ეს ვაბშე გადახტეს ეიფელიდან და თავი მოიკლას რა,, პეპეში არ მემეტება
მათლა გააფრენს და სებას რომ აბრუნებენ სიხაულის გულის ფეთქვა მაქვს
ეეე დაიცა ეხლა მაროტა რა. ცენტრში ალვეშზე უკეთესი ბონუჩი-კასერესი გვყავს და არ გვინდა ზედმეტი ჯართი. პეპე კი კარგი ზამენააა!!!
მარცხენა მცველზე იზრუნეთ!!!
პეპე არ იყიდება
რათ უნდათ ეს ალვეში ვერ ვიგებ რა
ბებერი ყოფილა 30 ისაა
პეპე არსად არ წავა !
პეპე თუ წავა მაშინ კონტეს რამირესის ხილვა სურს გუნდში და მაგ პონტში შეიძლება შეელიოს სიმონეს ნუ ცუდი ვარიანტი არაა პეპეს ადგილზე გასტონა
shansi araa pepes makratelas uyurebs yoveldge conte da ar gaushvebs tan aramgonia portugalielebi mis yuradgebas iqcevdnen italielebze aketebs aqcents an italiur gundebshi motamashe fegburtelebze da zenitis bruno alveshi rashi unda yvelas da yvelafers miuchveveli amastan ertad arc patara araa 32wlis motamashe ki juventuss ar chirdeba tu martla pirlos nairi araa :twisted::twisted::twisted::smile::smile::smile:
კონტე თვითონ წავა და პეპეს არ გაუშვებს
+1
წასვლით პეპე ნამდვილად არ წავა, ერთი ვარიანტია რო გუნდი გაუშვებს თვითონ
ამ უნიჭOს აღარ ჯობია პეპინიო
არ გაუშვათ რაააააააააააააააააააააააააააააააა
ჰუმელსი რატო არავის გინდათ ? ბარძალი, კიელინი, ჰუმელსი წარმოგიდგენიათ ? :shock: ნუ ტიაგო სილვა და კომპანი უკეთესი ვარიანტი კია მარა ..
მიყვარს პეპე, იმედია არ წავა
არა
ბრუნო ალვეში მაგრად არ მევასება უნიჭო