Live Ata Hotel …
TuttoJuve.com კვლავინდებურად ყურადღებით აკვირდება მოვლენებს , რომელიც მილანში მდებარე სასტუმრო Ata Hotel- ში მიმდინარეობს სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლებს შორის . ბიანკონერის მთავარი ინტერესი დღევანდელ დღეს იყო ალბინ ეკდალის საკითხის გარკვევა , რომლის კონტრაქტს ორი კლუბი თანაბრად ფლობს , საუბარია რა თქმა უნდა ” იუვეზე ” და შესაბამისად ” ბოლონიაზე ” . თუმცა , უმთავრესი საკითხი მარკო ვერატი და მატეა დესტროა …
10:35 – ” პესკარამ ” დროებით საერთოდ მოხსნა ტრანსფერიდან მარკო ვერატი . ამიტომ ყველანაირი მოლაპარაკებები ჯერ ჯერობით დაბლოკილია .
10:40 – ბიანკონერის ხელმძღვანელობას სურს გაარკვიოს იმ ფეხბურთელების ბედი , რომლებიც საერთო თანამფლობელობაში იმყოფებიან .
12:20 – სიენას გენერალურმა დირექტორმა სტეფანო ანტონელიმ შემდეგი სახის კითხვებს უპასუხა :
მას შემდეგ რაც დესტროს კონტრაქტის მეორე 50 % – ი გამოისყიდეთ , გქონდათ თუ არა კონტაქტი რომასთან ?
” არა , მათთან არანაირი შეხვედრა არ გაგვიმართავს ” .
დესტრო იმისთვის გამოისყიდოთ , რომ გუნდში დატოვოთ თუ გაყიდოთ ?
” ჯერ ჯერობით ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგცემთ ” .
12:35 – ერთმანეთს კალიარის და იუვენტუსის წარმომადგენლები ხვდებიან , რომლებიც ალბინ ეკდალის საკითხს განიხილავენ . ორივე კლუბის მიზანია , თავიდან აიცილონ კონვერტებით მოთამაშის მომავლის გადაწყვეტა .
12:40 – ამ წუთებში დასრულდა მოლაპარაკება ჯენოასა და სიენას შორის დესტროს საკითხზე . მალე კი განახლდება მოლაპარაკებები ეკდალზე .
14:50 – ოთხი საათი აქვთ კლუბების იმისთვის , რომ გადაწყვიტონ თანამფლობელობაში მყოფი მოთამაშეების ბედი . იუვე დარწმუნებულია , რომ კონვერტებით ეს საკითხი არ გადაწყდება . ვერატისთან დაკავშირებით კი იმის თქმა შეგვიძლია , რომ მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის არ მიმდინარეობს . მარკო ელოდება ტურინელთა წინადადებას . პარატიჩი თავს მშვიდად გრძნობს , მაგრამ ამასობაში ნაპოლი და კონკრეტულად დე ლაურენტისი ერთვებიან თამაშში . დესტრო ? ჯენოა და სიენა კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს , მაგრამ კონკრეტული არაფერია .
16:55 – პესკარას პრეზიდენტის მცირე კომენტარი ვერატისთან დაკავშირებით : ” ვერატით ორი კლუბია დაინტერესებული , ესენი არიან ნაპოლი და იუვენტუსი . თუ რამდენიმე დღის წინ , ფავორიტი იუვე იყო , ეხლა სიტუაცია შეიცვალა . ნეაპოლიტანელები სერიოზულ კონკურენციას უწევენ ბიანკონერის . რაც შეეხება თავად ვერატის , მას უარით ნაპოლი არ გაუშვია . დიახ , მან რამდენიმეჯერ გამოხატა სიმპატია იუვეს მიმართ , მაგრამ არ ავიწყდება ის გარემობაც რომ პროფესიონალია და ბედნიერია დიდი კლუბების ინტერესით . ერთი რამ ფაქტია , მომავალ სეზონს მარკო პესკარაში გაატარებს , თუმცა ტრანსფერი უკვე მომავალი კვირისთვის იქნება განხორციელებული , იმ შემთხვევაში თუ კლუბების ინტერესი ასეთივე იქნება . ყველაფერს უახლოეს ხანებში შეიტყობთ , დავამატებდი მხოლოდ იმას , რომ ფავორიტი ნაპოლია .
17:20 – მომავალ სეზონს , პრიმავერას კაპიტანი ალბერტო ლიბერტაცი ნოვარაში გაატარებს . მოკრძალებული კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია , რომლის მტკიცებითაც ნოვარამ ფეხბურთელის 50 % – ი გამოისყიდა ტურინული გრანდისგან .
17:56 – კალიარი და იუვენტუსი ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ეკდალის საკითხზე . შესაძლოა მათ თანამფლობელობა კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივონ .
18:00 – ჯენოას პრეზიდენტი : ” ჩემს გარეშე მატეა დესტრო არსად არ გადავა სიენადან და ამიტომ უმჯობესი იქნება თუ საქმეს ჩემთან დაიჭერთ ” .
სიენას გენერალური დირექტორი : ” ის კლუბები რომლებიც დაინტერესებულნი არიან დესტროთი , ამაზე კონკრეტული რეაგირებები უნდა მოახდინონ . უახლოეს ხანებში ფორვარდის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება . მასსზე პრეტენზიას ჯერ ჯერობით ინტერი , რომა და იუვენტუსი აცხადებენ . სამი გრანდი როგორც ხედავთ . ახალგაზრდა ფორვარდს კი იქ სურს ასპარეზობა სადაც მეტი სათამაშო პრაქტიკა და სრულყოფილების საშუალება ექნება . სტრამაჩიონი ან კონტე ან ზემანი , მათ ძალუძთ მისთვის იმის მიცემა რასაც დესტრო ითხოვს . მაგრამ ჯერ ჯერობით უმჯობესი იქნება თუ ყველანი სიმშვიდეს შეინარჩუნებთ ” .
18:27 – კარეზემ ჯუზეპე ჯიოვინკო გამოისყიდა . დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით.
18:36 – მაროტამ ისე დატოვა სასტუმროს ტერიტორია , რომ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ არ მიუცია .
18:37 – ეკდალი რჩება კალიარის რიგებში .
გთავაზობთ სებასტიან ჯიოვინკოს აგენტის , ანდრეა დ’ამიკოს მცირე ინტერვიუს …
ისტორია ჯიოვინკოსთან დაკავშირებით დასრულებულია , თუმცა კონტრაქტი გასახანგრძლივებელია …
” უახლოეს ხანებში ვისაუბრებთ იუვესთან ამ თემაზე . ჩინებული ურთიერთობა გვაქვს , ამიტომ ვფიქრობ ამ საკითხზე პრობლემებს არ წავაწყდებით ” .
ფეხბურთელი ბედნიერია . კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით , რაიმე გარანტიებს ხომ არ მოითხოვთ ?
” ის მართლაც ბედნიერია და კმაყოფილია შექმნილი სიტუაციით . ვფიქრობ . თანამედროვე ფეხბურთში მას იმის გაკეთება მოუწევს , რასაც ყოველთვის ძალიან კარგად აკეთებდა . სწორედ ამის მერე დაიმსახურებ გულშემატკივრების , პარტნიორების და მწვრთნელის ნდობას . ის რასაც აქამდე აკეთებდი , უკვე წარსულია . ეხლა უკვე აუცილებელია ხარისხის კიდევ უფრო აწევა . მუშაობა და კიდევ უფრო მეტი მუშაობა . სწორედ ასე მოდის შედეგი ” .
18:57 – დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ” იუვენტუსი ” ბრუნო ალვეშის შეძენას გეგმავს . ზენიტში მოთამაშე პორტუგალიელს ჯერ კიდევ იანვარში შეეძლო ბიანკონერიში გადასვლა , თუმცა მაშინ რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა . ეხლა კი როგორც ჩანს ტრანსფერის განხორციელება მეტ ნაკლებად რეალური ხდება . კონტრაქტის მიხედვით ის კიდევ ორი სეზონი უნდა დარჩეს ზენიტში , თუმცა ლუჩანო სპალეტის თავის მხრივ სიმონე პეპეს ხილვა სურს თავისთან , რომელიც 4-3-3 სქემაში იდეალურად ჯდებოდა კონტეს გეგმებში , მაგრამ მას შემდეგ რაც გუნდი 3-5-2 ტაქტიკურ მოდულზე გადავიდა , პეპე თანდათანობით სათადარიგოთა სკამს მიეჩვია …
რომას არც უნდა ვერატი და ეს დე ლაურენტისი ხო ყველგან ეჩრება რაა.. და ამათაც რა 2 ზედმეტი მილიონი ვერ გაიმეტეს რაა.. და ეს ალვეში რა ჯანდაბად უნდათ.. თუ მაინც და მაინც არ ყიდულობენ დედეს როლანდო მაინც იყიდონ ეს 31 წლის ალვეში და თან სკანზე კაი რაა… და დედე ან როლანდო რო იყიდონ პეპს ისედაც გაყიდიან და ფულიც მორჩებათ კიდე.. კაი რაა.. და ამ დესტროსაც დააყენონ საშველი..
I-Lupi
ხო რომას რათუნდა სიმპლისიო ყავთ, ვერატის პოზიციაზე რომას არააქ პრობლემა
აბა აბა
კაი რა თუ ძმა ხარ რა სიმპლისიო კაცი პირლოს მემკვიდრეთაა დასახელებული და მგელი ფეხბურთელია ძაანაც უნდა რომას თვითონ ვერარტის არ უნდა თუ არა ვერარტი იუვეშიი გადმოვა და კიდე დესტროსაც მივაყოლებთ
მოკლედ ორი დღეა არგუმენტად იმას მეუბნებიტ იუვეს ფანიაო :D იყოს მერე იუვეს ფანი მაგით რა როო?? :)) რომას არ უნდა თორე დარწმუნებული ვარ ზემანი დაკერავს :))
კარგად მიდის სიტუაციები მიაწექი მაროტა
რაო დაგახიეს ვერატი? :-P :-P
ვინ დაგვახია კაცურად თქვი
რომამ აგვახია
ვერარტიმ იუვეს გულშემატკივარი ვარო თქვა და იუვეს გარდა არცერთი წინადადება არ მაინტერესებსო. და რომამ თუ შეიძლება აგვახიოს ეგ სულ სხვა საქმეა

აბა თქვენ იციტ ბიჩებო სეგეწიოთ უპალიიი მე არ ვიციი ხვალ ცოცხალი ვიქნები თუ არა ან ზეგ ეს არ ვიციი ამიტომ კარგატ იყავით გემშვიდობებით სუყველას ცარმატებებს გისურვებტ სუყველას ცხოვრებაშო და ასვეე წარმაეჰებიი იუვეს აბა ტქვენ იციტ

რა ხდება?
???

რა ხდება გვითხარი
მცირე ტრავმა აქვს მოტას, ორი დღე დავაკვირდებითო გუნდის ექიმმა თქვა..ჯერჯერობით საგანგაშო არაფერიაო..
მოტამაც ტრამვა მიიღოვო და მართალია? დიდი დანაკლისი იქნება იტალიისთვის ინგლისთან თამაშში
ინგლისს ეშლი იანგი არ ეყოლებათ
აუ რა ამ ნაპოლის რა მაინც დაითრევს იუვე

ეუფ ))) კაი კი იქნება მაგრამ დრო არ მაქვს ეხლა ნაღდად .
ძან დიდია
არაუშავს
კასანოზე თქვა მაგარი რაღაც
ძლიერი ჩუვაკი არიო ))) აქვს ლიდერის თვისებაო ) სიამოვნებას გვანიჭებს როცა მოედანზე არისო
გოლსაც თუ გაიტანს კაი იქნებაო არ დაუყოლებია ბოლოს?
მეც მომწონს კასანო მარა უკეთესადაც შეუძლია
თუმცა ერთი კი შეაგდო
ახალი რამ უთქვამს ჯიჯის

დათკა
http://www.tuttonazionali.com/?action=read&idnotizia=3613
დათკა
ჯიჯის ინტერვიუს თუ დადებ კაი იქნება
სალვატორეს გვარს რატო ვერ ვწერ?
უცენზურო გვარი აქვს )))
სად დევს ჯიჯის ინტერვიუ ?
რა ამბები უნდა ატყდეს ) პესკარას ტუზივით დაეცა ვერატი და ეგრე ადვილად არ დათმობს
თუ ვერ დაითრია აგერ ნახე შენ
ბეპე, რო ვერატი ვერ დაიტრიოს აქ ამბები ატყდება ვუი ვუი ვუი
რა ბეპეს ბრალი იქნება თუ ვერ დაითრია? 20 მილიონი თუ მოითხოვეს გადაიხადოს თუ რაა? 
იტალიის ნაკრების მეკარის სახელს ვწერ და არ იწერება
მესამე მეკარის
რატო ვერ ვწერ?
ეგ გვაქ მართლაც პლიუსი რო ვერატს იუვეში უნდა იმედია ჩვენ დაგვრჩებაა

ვერატის უნდა პესკარას არა ))) მარტივი არითმეტიკაა
ეხლა ვერატიზეა ყველაფერი დამოკიდებული . თუ რეალურად უნდა ყველანაირ წინადადებას დაბლოკავს და იუვეში გადავა . პესკარა ფეხბურთელის სურვილის საწინააღმდეგოდ ვერ წავა
ვერატი თუ დათმოო მაგარი გამიტყდებააა რა ამ კაცს უნდა იუვეში თამაში და მაროტა რაგაც გაკეთე შენიიიიიიი

მანდ მაროტაზე არ არის საქმე . თვითონ ნაპოლი ჩაერთო მოლაპარაკებაში და იასნია რომ პესკარა მინი აუქციონს მოაწყობდა . მაგრამ მემგონი მაინც ჩვენთან გადმოვა .
ფავორიტი ნაპოლიაო????????????? მაროტა შენიიიიიიიიიიიიი
