ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონატინი – მორიგი ახალგაზრდა ტალანტი ტურინში ?

Observatorio do Esporte და Tuttosport – ის ინფორმაციით , ბიანკონერი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრაზილიურ ” კრუზეიროსთან ” 17 წლის ტალანტის , ლეო ბონატინის თაობაზე , რომელსაც იტალიური ფესვები გააჩნია . ამ ინფორმაციას ახალგაზრდა მოთამაშის მამა ადასტურებს : ” 18 ივნისს განხორციელდა შეხვედრა , რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი მე , ლეო და ფიფას აგენტი მარიო მილე – სწორედ ამ უკანასკნელმა გაგვაცნო ” იუვენტუსის ” შემოთავაზება . შემდგომ გაიმართა შეხვედრა ” კრუზეიროს ” გენერალურ დირექტორთან როჟერ გარვალოსთან და ვიცე პრეზიდენტ მარსიო როდრიგესთან , რომლებიც საქმის კურსში იმყოფებიან ბიანკონერის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე .  ამის შემდეგ კიდევ ორი სხვადასხვა შეხვედრა შესდგა , სადაც ტურინელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ფეხბურთელის გაფორმების დაუფარავი სურვილი . მოლაპარაკებები რეალურია და როდრიგესი უკვე იმყოფებოდა იტალიაში . იმედი მაქვს , რომ ჩემს შვილს საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტი და იდეალური გარემო ექნება კარიერის ასაწყობად ” .

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “ბონატინი – მორიგი ახალგაზრდა ტალანტი ტურინში ?

  1. ვერაფერი ისეთი…. ჯოვინკოს არ ეკუთვნის 10 ნომერი. მარკიზიოს კი, მაგრამ 8 უფრო უხდება. ჩემი აზრით ძაან კაი იქნება საერთოდ ამოიღონ 10 ნომერი.

    1. რა სისულელეა დელ პიერო გუნდიდან არ წასულა და მაგ კვერცხს როგორ მისცემდნენ 10 ნომერს? ხვალ რო გავიგოთ ეგ ამბავი კიდევ ჰო, მაგრამ ჯერ ფანტასტიკაა ეგ

  2. რა არის ოფიციალური ინფორმაცია ? 10 ნომრიანი მაისური ჯიოსთვის არ მიუციათ . ჯერ ჯერობით ვაკანტურია ეგ ნომერი .

  3. ბონატინი კი არა თუ გინდა ნეიმარი, განსო და ლუკასი ერთად შეიძინონ , ხვალინდელი ფინალის მეტი არაფერზე არ ვფიქრობ, … მეშინია ესპანეთის და მსაჯების

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.