ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ასამოა : “იტალიის უძლიერეს გუნდში ვთამაშობ”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეული, კვადვო ასამოა მომავალს იმედიანად უყურებს.”იუვენტუსი” – კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტია, მეხუთე სეზონი აპენინის ნახევარკუნძულზე და მზადყოფნა ტიტულებისთვის საბრძოლველად : “ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, მაქსიმუმს გავიღებ იმისთვის, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო.”უდინეზეში” ყველაფერი კარგად იყო, პირველი რთული სეზონის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრე, მაგრამ ახლა “იუვეს” ფეხბურთელი ვარ და პროგრესი მჭირდება.გულშემატკივრებმა თბილად მიმიღეს და ამით ვამაყობ კიდეც, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს.ვიდალი ძალიან ძლიერი ნახევარმცველია, მის თამაშებს თვალს ვადევნებდი და ყოველთვის მომწონდა.რაც შეეხება პირლოს, იგი საოცარი კარიერის მქონე ფეხბურთელია, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.ფეხბურთს ერთი მოთამაშე არ თამაშობს, აუცილებელია თერთმეტივეს ბოლომდე დახარჯვა.იმ შემთხვევაში, თუ სათადარიგოთა სკამზე მომიწევს ჯდომა, პრობლემა არ იქნება.როგორც უკვე ვთქვი, აქ იმიტომ ვარ, რომ თანაგუნდელებს დავეხმარო.უდინეში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ როცა შემოთავაზება ისეთი გუნდისგან მივიღე, როგორიც ბებერი ქალბატონია, უარის თქმა უბრალოდ შეუძლებელი იყო.იტალიის უძლიერეს და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის წევრი ვარ, მადლობა ღმერთს, სხვა შემთხვევაში, მე შეიძლება აქ არ მოვხვედრილიყავი.”

წყარო : Juventus.com

15 thoughts on “ასამოა : “იტალიის უძლიერეს გუნდში ვთამაშობ”

  1. ikajuve1011

    კაიფობ ტო ? ლიხტშტაინერი, ისლა და კასერესი გვყავს მარჯვენა ფლანგზე )) ცენტრალურ ნახევარმცველად გვყავს ეს ფეხბურთელი..

    1. მარცხენა მცველი უნდა დამეწერა ))) ეხლა ამ წამს გადავხედე.. თურმე შეცდომით დამიწერია : DDD

    2. ცენტრში არანაირი შანსი არ აქვს.. მაშინ დარჩენილა ზამენაზე.. ან უნდა იოცნებოს რომ ვინმემ ტრავმა მიიღოს : ))

  2. Shako ფეისბუქზე დალინკა რომელიგაც იტალიურმა იუვეს ფან კლუბის საიტმა ტუტოსპორტის ლინკი , ნახე ტუტოსპორტზე ტთუ იპოვი

  3. ითამაშებ ითამაშებ.. ოღონდ პოზიციის შეცვლა მოგიწევს.. თუ მარჯვენა მცველს არ ვიყიდით

  4. :forza:
    ფიზიკურად ძაან ძლიერია მომწონს ესეთი ფეხბურთელები, იმენა შეჭამს ყველას სტადიონზე :lool: ჩხუბი თუ ატყდება სტადიონზე მაშინაც გამოგვადგება :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.