ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : “მოვიგოთ ისე, როგორც “იუვეს” შეეფერება”

იტალიის ჩემპიონატის გახსნით მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ტუტოსპორტი ანდრეა პირლოს ძალიან საინტერესო თემეზე გაესაუბრა.

– გასულ წელს, როცა “იუვენტუსში” გადმობარგდი, თქვი – მინდა ამ გუნდს კვლავ გამარჯვებაში დავეხმაროო, მისია შესრულებულია.რა შთაბეჭდილება დატოვა შენში 30 – ე სკუდეტომ ?

“ჩემპიონობა დაუმარცხებლად, ახალ სტადიონზე.გუნდს ჰქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემპიონობა ეზეიმა.”

– ახლა რა მიზნები გაქვთ ?

“თითქმის იგივე – წარმატება იტალიაში და თავის გამოჩენა ევროპაში.ნათელი მომავლის მოლოდინში ვართ.შესაძლებელია, მუდმივად გამარჯვებამ პრობლემებიც კი შექმნას, მაგრამ გარკვეულ სირთულეებს მაინც ვაწყდებით და ამიტომ, მოდუნების საშუალება უბრალოდ არ გვაქვს.საკუთარ ძალებსა და პოტენციალში დარწმუნებულნი ვართ.”

– ისლა, ასამოა, ჯიოვინკო, ლუსიო და სხვა ახალწვეულები.როგორ მოგწონთ ?

“შესანიშნავი არჩევანია.გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა.ხელმძღვანელობას სურდა, რაოდენობასთან ერთად კლასიც მომატებულიყო, ეს გამოგვივიდა.მათ ადაპტაცია უკვე გაიარეს, მიუხედავათ იმისა, რომ დიდი დრო არ გასულა.თითოეულ მათგანს იუვენტინოდ ვთვლი.”

– ლორენტე, ჯეკო – საუბრები არ წყდება…

“უმჯობესია, 31 აგვისტოს დაველოდოთ.თუ ვინმე დაგვემატება, მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს, თუ არადა, მზად ვართ.”

– როგორ ფიქრობთ, რა არის “იუვენტუსის” ძლიერი მხარე ?

“ჩვენი უპირატესობა – ძლიერი მწვრთნელია, რომელიც მთელი წლის მანძილზე იდეებით ავსებდა კოლექტივს.მინდა ავღნიშნო, რომ შესანიშნავად გამოუვიდა.ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ მოედანზე, ეს საქმეს აადვილებს.მან მენტალიტეტი აგვიმაღლა : შემტევი სტილი, აქტიური და ხისტი პრესინგი, ბურთის ფლობა.საერთო ჯამში მივიღეთ ფეხბურთი, რომელიც საინტერესოდ გამოიყურება და სიამოვნებას მანიჭებს.”

– საზღვარგარეთ თამაშის სურვილი არ გაქვთ ?

“ამის შანსი ორჯერ მქონდა, თუმცა პირველად “მილანი” და მეორედ “იუვე” ავირჩიე.იტალია ჩემი სამშობლოა და მეამაყება, რომ აქ ვარ.”

– კრიტიკოსებს რას უპასუხებდით ?

“იუვენტუსი – იტალიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, მსოფლიო მასშტაბით გულშემატკივრების დიდი რაოდენობით გამოირჩევა.ვფიქრობ, ნორმალურია : გამარჯვებულები არ უყვართ.”

– 10 თვიანი დისკვალიფიკაცია კონტეს, გამართლებული პეპე და ბონუჩი.როგორ იმოქმედა გუნდზე ამ ყველაფერმა ?

“მთლიანად კონცენტრირებულნი ვიყავით იმაზე, რაც გვევალებოდა.”იუვეს” თითოეულმა წევრმა იცის მათი უდანაშაულობის შესახებ, ამიტომ ემოციებთან გამკლავება შედარებით ადვილია.თამაშებზე ვფიქრობთ.”

– ანდრეა ანიელი ?

“პრეზიდენტი მწვრთნელთან ერთად ვინოვოზე მოვიდა და გვითხრა, უნდა გავიმარჯვოთ, ისე – როგორც “იუვენტუსს” შეეფერება.მოედანზე მაქსიმუმს დავდებთ.”

– რას ფიქრობთ ზდენეკ ზემანზე ?

“სპეციფიკური მწვრთნელია, კამათი უყვარს.მისი გუნდები მაღალ დონეზე თამაშობენ, მოედანს მიღმა და კრიტიკა უყვარს.”

– ვალტერ მაცარი ?

– “როცა აგებ, გასაგებია, ზედმეტად აგრესიული ხარ.ეს ფეხბურთია და გამარჯვება სიამოვნებას გვანიჭებს, მარცხი კი იმედგაცრუებას.”

– წინ “პარმასთან” მატჩია…

“ოდნავ უცნაურია, ჩემპიონატს ისევ მათ წინააღმდეგ ვიწყებთ.იმედი მაქვს, კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდება.ამ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, გასულ წელს გოლის გატანის შემდეგ, ისინი ჩაკეტილ თამაშს ამჯობინებდნენ, ყველანაირად შეეცდებიან, პრობლემები შეგვიქმნან.”

– რას იტყოდი პოლ პოგბაზე ?

“ეს ბიჭი მაოცებს, საოცრად პერსპექტიულია.”იუვენტუსმა” უნდა იამაყოს, რომ მანჩესტერ “იუნაიტედს” ასეთი ტალანტი აართვა.”

– დელ პიერო გენატრება ?

“მასთან კავშირი სმს – ით მაქვს, ძალიან მაინტერესებს, სად განაგრძობს კარიერას.”

– სიყვარული “იუვეს” ტიფოზების მიმართ…

“უმჯობესია ასე ვიტყვი, ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა.მათი მხარდაჭერა, გვერდით დგომა საკუთარი თავის აღმოჩენაში დამეხმარა, ტურინი ხომ ჩემთვის ახალი ქალაქი იყო.ამას კი მილანში გატარებული ათი წლის შემდეგ ვლაპარაკობ, ხომ გესმით.”

– ჩემპიონატის სხვა გუნდებზე რას იტყოდი…

“მთავარ კონკურენტს გულისხმობ ? – “მილანი”, “რომა”, “ნაპოლი”, “ინტერი”, მათ წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით.არ გამიკვირდება, თუ ამ წლის აღმოჩენა “ფიორენტინა” გახდება, მათ ისეთი ფეხბურთელები დაიმატეს, როგორც ვალერო და აკვილანი არიან, მონტელა კი – შესანიშნავია.რაც შეეხება იოვეტიჩს, იებს მასთან ერთადაც და მის გარეშეც კარგად გამოსვლა ძალუძთ.”

– ჩემპიონთა ლიგა…

“როცა დიდ კლუბში თამაშობ, შენი მიზანი გამარჯვებაა, მნიშვნელობა არ აქვს რომელ გათამაშებაზეა საუბარი.თითოეული ჩვენთაგანი მაღალ მწვერვალებს უმიზნებს, მთავარი ადრენალინია – სისხლში.ამას უნდა დაემატოს ძლიერი შემადგენლობა და კონცენტრაცია.”რეალი”, “ბარსა” და ბრიტანული გრანდები ? – ვფიქრობ, ესპანელები ყოველთვის წინ იქნებიან.”

– ევროპის ჩემპიონატი – გული გწყდება ?

– როცა ხელიდან უშვებ ტიტულს, რომლისთვისაც ასე იბრძოდი, ბუნებრივია, დიდ ტკივილს განიჭებს.ფაქტია : რაც არ უნდა კარგად ითამაშო, თუ ვერ მოიგებ, ე.ი საუკეთესოდ არ გიასპარეზია.ბრაზილია ? – იქ არასდროს ვყოფილვარ, იმედი მაქვს, ყველაფერი შესანიშნავად გამოუვათ.

– საკუთარ მომავალს როგორ ხედავ  ?

“რას გულისხმობ, როდემდე ვაპირებ თამაშს ? – მანამ, სანამ პრობლემები არ შემექმნება.ახლა კი…თამაშს და მისგან სიამოვნების მიღებას ვაპირებ.მწვრთნელობა ? – ამაზე არასდროს მიფიქრია, ჯერ ხომ ფეხბურთელი ვარ.”

წყარო : Tuttojuve

 

 

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giortgi
12 years ago

გენაცვალეეე ანდრეა :love: ჯიგრულად ჩამოაყალიბა ყველაფერი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giortgi
12 years ago
Reply to  giortgi

საგოლ ავტორ მაგრად ვისიმოვნე ამს წაკითხვიდ კაი იყო :forza:

mamuka makharadze
12 years ago

მაგარი კაცია. :forza:

levani davitadze
12 years ago

გენაცვალე დზმაა მაგარი კაციი ხარ მეამაყებიიი…
მარა ერტი ტხოვნაა მაქვს წვეიი გაიპარსეე კაცურაად რააა
] :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

BuA SeBo
12 years ago

სად შეიძლება სერია ა_ს ყურება ხო არ იცით ?

Claudio Marchisio
12 years ago

ჯიგაააააარ :love:

d a v i d
12 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x