იოვეტიჩი და ლორენტე …
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს , პრესაში ისევ გააქტიურდა ხმები სტეფან იოვეტიჩის თაობაზე. მიუხედავად იმისა , რომ იების პრეზიდენტი ჯიუტად ცდილობს მის შენარჩუნებას , ბიანკონერი მზადაა გადაიხადოს ზუსტად ის თანხა რასაც ფლორენციელები ითხოვდნენ თავდაპირველად , ანუ 30 მილიონი ევრო . ტრანსფერის განხორციელებას ხელს , მაქსიმალურად უწყობს იოვეტიჩის საფეხბურთო აგენტი , რომლისთვისაც ეს ხელშეკრულება ძალზედ სარფიანი იქნება . ყველაფერთან ერთად , ჯიოვინკოს ტრავმის შემდეგ როგორც ჩანს მთავარი დარტყმა სწორედ ჩერნოგორიელზე უნდა განხორციელდეს . გუშინ , ერთმანეთს ფეხბურთელის აგენტები და იების გენერალური დირექტორი პრადე შეხვდნენ , სადაც საქმე ტრანსფერის დეტალებს ეხებოდა . მოარული ხმების თანახმად ფლორენციელები თანახმანი არიან შეელიონ იოვეტიჩს 30 მილიონ ევროდ . თუმცა , მაროტა არ ჩქარობს მის გაფორმებას , რადგან გაურკვეველია სიტუაცია ფერნანდო ლორენტეს თაობაზე . ჯუზეპე მაროტამ ნათლად დაანახა ყველას , რომ ესპანელის სანაცვლოდ მაქსიმალურ თანხას რასაც გაიღებს არის 18 მილიონი ევრო და პლიუს 3 მილიონი ევრო სხვადასხვა ბონუსების სახით , რაც ჯამში 21 -ს შეადგენს . შედეგად , ბეპემ თავად ლორენტეს მოუწოდა , რომ მაქსიმალური ზეწოლა განახორციელოს ბასკურ კლუბზე და აიძულოს ისინი დასთანხმდნენ ბიანკონერის წინადადებას .
წყარო : Football-Italia, Calcionews24, Tuttojuve, Eurosport
[…] იოვეტიჩი და ლორენტე … […]
რას ქვია არ ჩქარობს ძაან ცოტა დროა დარჩენილი.
მაროტა არ ჩქარობსო ამაზე მაგრად გამეცინა. რა ეცქარება კაცო :დ
მართლა სასაცილოა. აბა რას ელოდება ძლივს დათანხმდნენ და ეხა ელოდება სანამ უარს არ ეტყვიან თავიდან თუ ლორენტეს მოყვანა უნდა მაინც და მაინც. ლორენტეს იოიო ჯობია და 9 მილიონის ზედმეტად გადახდადაც გირს ჩემი აზრით
ეს ორი თუ მოიყვანეს (კრაინი სლუცი ერთი მაინც ) ლიგას ჩაუჯდები საკაიფოდ:)მიდი სულ რაგაც 3 დგე დარჩა!!!

მარიამობას გილოცავთ პირველ რიგში, დღევანდელი დღის მადლო შეგვეწიოს თითოეულ ქართველს და ჩვენს ოჯახებს ))
მიდი მაროტა გადაიხადე ფული და გააფორმე გიჟური ტრანსფერი..
იუვეს ადგილზე ფალკაოში გადავიხდიდი 50 მილიონს, შეიძლება მეტსაც. 3 გოლი გაიტანა გუშინ, უძლიერესი ფორვარდია
თუ ეს ორივე მოიყვანეს მაშინ კვალიარელას გაშვება მოუწევთ და შეიძლება მატრიც მიაყოლონ
ისე კი წამსვლელების სიაშია პადოინი, პაციენცა, ციგლერი, მარტინესი, იაკუინტა
ჩემზე რომ იყოს ამ სიას უფრო გავზრდიდი ასე მაგალითად დე ჩელიე, კვალიარელა, მატრი, ჯოვინკო, ლუსიო, პეპე
რატომღაც მგონია რომ ჯოვინკო ვერ გაამართლებს
იმედია ვცდები მაგრამ ასე მგონია მასზე დიდი მომავალი ჩემი აზრით პასკუატოს უფრო ქონდა იუვეში უბრალოდ დრო არ მიეცა.
გილოცავთ მარიამობას )
იუვესი
ორივე მოიყვანე მაროტა და სუპერ მენი იქნები
გილოცავთ ყველას :smile::smile:
იო იო კაი ვარიანტი იქნებაა, მომწონს ეს ფეხბურთელი მარა იმედია მაღალი დონის გუნდშიც გაქაჩავს =]
ვაა ეს რა წაიკითხა ჩემმა თვალებმა,იოიოში იხდიან 30-ს?
აბა ხელს აღარაფერი არ უშლის ფაქტიურად მაგ ტრანსფერს… 

იოიო მოიყვანეთ და ლორენტეს და ძეკოს და სხვებს თავში ქვა უხლიათ
მარიამ ღვთისმშობლის მადლი შეგეწიოთყველას
გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას,მრავალს დაესწარით
ყველას გილოცავტ მარიამობას მრავალს დაესწარით თქვენი ოჯახებით ბიწებო

იო იო ძან მაგარი იქნება ხო ნახეტ ამას რაც შეუზლია უდინეზესთენ მარტო მოიგო თამაში მაროტ იო იო დადე

გაიხარე ყველას გილოცავტ ჯუვენტინოებო, იო იო მეც მევასება მაგრამ ჩვენ უფრო ნამდვილი ცენტრფორვარდი გვჭირდება