ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი : ” ” იუვენტუსის ” მეტოქე კალჩოში ? ეს ” ნაპოლია ”

ლუჩიანო მოჯიმ კომენტარი გააკეთა სერია ა-ს გასულ ტურზე და ასევე გამორჩეულად ისაუბრა ” იუვენტუსისა ” და ” ნაპოლის ” დაპირისპირებაზე : ” სიმართლე გითხრათ ნეაპოლიტანელებს გუშინდელმა ასპარეზობამ იმედები გამიცრუა . მიუხედავად იმისა , რომ ევროპა ლიგაზე ფაქტიურად დუბლ შემადგენლობა ასპარეზობდა , ფეხბურთელები გადაღლილნი მომეჩვენენ . კონკრეტული ტურნირი მაინც მოქმედებს ფსიქლოგიური კუთხით და მოთამაშეები კარგავენ კონცენტრაციას . ყველაფერთან ერთად დე ლაურენტისის გუნდს არა აქვს ისეთივე მძლავრი სათადარიგოთა სკამი , როგორიც ბიანკონერის , რომელსაც თავისუფლად შეუძლია სკამზე იყოლიოს პირლოც და კუალიარელაც და სათანადოდ შეცვალონ ისინი ” …

” იუვენტუსი ” – ” ფიორენტინა ” ?  ხვალინდელი დაპირისპირება იქნება ერთ ერთი ყველაზე ურთულესი გამოცდა ტურინელებისთვის ” .

 ” ნაპოლის არ ჰყავს იმ ტიპის ფეხბურთელები , რომლებიც მძიმე მომენტში შესძლებენ საკუთარ თავზე აღებას და გუნდის გამოყვანას გამოუვალი სიტუაციიდან – ანუ ისეთივე პერსონა როგორიც სიტყვაზე პირლოა . ევროპა ლიგა გახლავთ გათამაშება , რომელიც გართმევს დროს და ენერგიას , ხოლო სამაგიეროდ მხოლოდ მცირე თანხას გაძლევს . თუმცა მეორეს მხრივ გამარჯვების სურვილი , რომელიც ნეაპოლიტანელებს გააჩნიათ , შესაძლოა რიგ ეპიზოდებში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. პრინციპში ორ თანაბარ გუნდზე ვსაუბრობთ , მაგრამ იუვეს რიგებში უბრალოდ გაცილებით მეტი ნატურით ჩემპიონი ფიგურაა . ბიანკონერიზე პრინციპში ის უნდა ითქვას , რომ ისინი დიდ მიზნებს ისახავენ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე , რაც შესაძლოა ნაპოლისთვის ხელსაყრელი გახდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ” .

 ” მილანური კლუბები ? ინტერის რიგებში მაგალითად საშუალო დონის თავდამსხმელების რაოდენობა საოცრად დიდია . როსონერიმ კი არ უნდა დაუშვას ალეგრის მოხსნა , მას მძიმე პირობებში უწევს გუნდის შენება . გუნდი შემტევ ტაქტიკას ქადაგებს , მაგრამ დაცვა უკეთესის იმედს ტოვებს . ბიანკონერის უპირველესი მეტოქე ? ნაპოლი . იმ შემთხვევაში თუ მაცარი სწორად გამოიყენებს საკუთარ დადებით მხარეებს , მაშინ მათ ძალუძთ წინააღმდეგობის გაწევა იტალიის 30 გზის ჩემპიონისთვის ” . 

 

წყარო : TuttoSport 

 

 

7 thoughts on “მოჯი : ” ” იუვენტუსის ” მეტოქე კალჩოში ? ეს ” ნაპოლია ”

  1. კაით რა. 4 ტური გავიდა ჯერ და ნაპოლი ცდილობს რომ მოგვზიოს თორე 20 ტურის მერე ნახავთ ჩვენ სად ვიქნებით და ნეაპოლიტანელი მაფიოზები სად… კვლავაც ფორცა :) :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :achuu: :achuu:

  2. კარგი მატჩი იქნება ნამდვილად რომასთან … თუმცა თხოვნა მექნება კორექტული კომენტარები დაიწეროს და ცენზურის დაცვით )

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.