ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი: ” დიდი ტვირთი ჩამომცილდა “

ალესანდრო მატრიმ დიდი პაუზის შემდეგ ისევ შეძლო გოლის გატანა და თავისი გუნდის გუშინდელ შთამბეჭდავ გამარჯვებაში შეიტანა წვლილი. მაგრამ რაც მთავარია, ეს გოლი “იუვენტუსზე” მეტად სწორედ მატრის დაეხმარება: ” ნამდვილად დიდი ტვირთი ჩამომცილდა მხრებიდან, რადგან თებერვლიდან არ ამეღო მეტოქის კარი. მიხარია, როგორც გოლის ავტორს და მიხარია, როგორც “იუვენტუსის” ფეხბურთელს. ბრწყინვალე შეხვედრა ჩავატარეთ, ისეთივე, როგორიც შარშან. ადრევე შევძელით გოლის გატანა და მალევე დავამთავრეთ თამაში. “რომასთან” გამარჯვებას სამ ქულასთან ერთად ფსიქოლოგიური მუხტი მოაქვს. წინ უმნიშვნელოვანესი გამოცდები გველოდება და ისეთივე შემართებით უნდა გავიდეთ მოედანზე, როგორც დედაქალაქელებთან. “ჩემპიონთა ლიგა”? თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტურნირი ბევრი ჩვენგანისთვის სადებიუტოა, მიზანი ჯგუფური ეტაპის გადალახვა იქნება. ” -აცხადებს მატრი.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

6 thoughts on “მატრი: ” დიდი ტვირთი ჩამომცილდა “

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.