ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 4-1 “რომა” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “რომასთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.

ბუფონი 6.5 – პირველი ტაიმი მაყურებლის როლში ჩაატარა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი რომაელებმა მისი კარის დალაშქვრა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან შესძლეს.

ბარძალი 7 – მთელს მის პროფესიონალიზმს, კლასსა და გამოცდილებას ჯიალოროსის მთავარი დამრტყმელი ძალის, პაბლო ოსვალდოს შესაჩერებლად იყენებს, გამოსდის კიდეც ეს.შეხვედრის მიწურულს აწყობს ფანტასტიურ რეიდს და საგოლე გადაცემას აკეთებს ჯიოვინკოზე.

ბონუჩი 6.5 – “ხიფათის ზღვარზე” – სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს ლეონარდოს მოქმედებებს.რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს ხელს უშლის, თუმცა იყო უხეში მომენტებიც, რასაც მოჰყვა კიდეც პენალტი.

კიელინი 7.5 – სწრაფადვე გაანეიტრალა ლამელა.თამაშობს როგორც საკუთარი ნახევრის სრული ბატონ-პატრონი.საიმედოობის ეტალონი.

კასერესი 6.5 – ურუგვაელი მცველის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა მართლაც სიურპრიზი გახლდათ, ისევე როგორც გენუაში.აქტიურად უტევს ფლანგიდან, სახიფათოდ აწვდის საჯარიმოში.

ვიდალი 6.5 – შესანიშნავად ანაწილებს ბურთს.ზუსტად იყენებს თერთმეტმეტრიანს, შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

პირლო 7 – ზოგჯერ საჯარიმო დარტყმების დაბალი ტრაექტორიით შესრულება უმჯობესია, ანდრეამ ეს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაადასტურა.მინდორზე შესანიშნავად გრძნობს თავს, მაქსიმალურად იყენებს “რომას” ნახევარმცველების მიერ დაშვებულ შეცდომებს.

მარკიზიო 7.5 – თამაშობს მოედნის ნებისმიერ წერტილში, საიმედოა დაცვაში და აქტიური შეტევაში.

ასამოა ( 77 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

დე ჩელიე 7 – უფრო ვინგერი, ვიდრე მარცხენა მცველი.ყოველთვის აქტიურად ცდილობს წინახაზში ჩართვას.

პოგბა ( 85 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

ვუჩინიჩი 6.5 – უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, უკიდურესად აკადემიური.

მატრი 7Welcome Back ! 7 თვიანი პაუზის შემდეგ, ალესანდრომ კვლავ მოახერხა გოლის გატანა და გუშინდელ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

ჯიოვინკო ( 77 – ე წუთიდან ) 6.5 – გოლი, “ატომური ჭიანჭველას” სტილში.

კარერა – 7.5

წყარო : La Stampa

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

28 thoughts on ““იუვენტუსი” 4-1 “რომა” ( ფეხბურთელების შეფასებები )

    1. საშუალო დონის კლუბები ასე არიან ძმა, თავიდან მაგრად უბერავენ და მერე ჭედავენ, აი ნახავ მაქსიმუმ 6-7 ტური კიდევ მაღალ დონეზე ჩაატაროს და მერე გადაიწვებიან და აურევენ :mrgreen: :mrgreen:

  1. ინტერის თამაშს უურებთ? ვივიანო მაგრად გადარჩა, ერთიმხრივ კაია რო რეაქცია არააქ, მილიტო გადაალეწა შტანგა
    კარგად უბრავს ინტერი
    :italy: :achuu: :italy:

      1. არა ძმა არ მინახია ეხლა ვნახავ, მაგრად მაინტერესებს ვინაა ეგ ბიცჰი ქარტველია არაა ქარტველი სადმე ვერ ვნახე მაგაზე ინფორმაცია :chuvak:

  2. პირლომ ბოლო 3 თამაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ითამაშა და ამ თამაშით მგონი დაბრუნდა.
    99 სიზუსტით აკეთებდა ყველა პასს. ფორცააა ანდრეა, ფორცა იუვე, ფორცაააა იტალიაააა :juvee:

  3. ბარძალიმ რა მოხია ის რომას ფეხბურთელი რა გააბრუა მგონი ტადეი იყო საღოლ ! :juvee:

    წეღან ვნახე მიკოლის გოლი აუ რა გოლი იყო ტო ძაან მაგარი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.