ზემანი : ” მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა ”
” ვისი ბრალია ? ვცდილობდით საკუთარი კარნახით წაგვემართა შეხვედრა , მაგრამ პირველივე წუთებიდან არაფერი გამოგვდიოდა . ტურინელები მთელი ერთი თავით მაღლა იდგნენ ჩვენზე სრული 90 წუთის განმავლობაში . ორი აზრი არაა , ეს იყო ჩვენი მხრიდან საშინელი ასპარეზობა , არც კარს ვიცავდით და თავს შეტევითაც მაინც და მაინც არ ვიკლავდით “ – ქებას არ იშურებს მეტოქის მიმართ ” რომას ” მთავარი მწვრთნელი ზდენეკ ზემანი , რომელიც საკუთარი კლუბის პრობლემებზეც ღიად საუბრობს : ” ჯერ ჯერობით ვერაფრით ვერ ვახერხებთ საკუთარი რითმის დაჭერას : თუ არ დავიწყებთ თავდაცვას ყველანი ერთად და შეტევაში გაცილებით სწრაფად მანევრირებას ასეთ სურათს მრავლად მივიღებთ . მცველები საკმაოდ უკან არიან ჩაწეულნი , მაშინ როცა ფორვარდები მოედნის ცენტრში მოქმედებენ და შესაბამისად ისეთი რადიუსის თავისუფალი ზონები რჩება , რომ მეტოქეს ხელ ფეხი ეხსნება . ვმუშაობთ ხარვეზების გამოსასწორებლად . სამი გაშვებული ბურთი 7 წუთში კი ნებისმიერ მეტოქეს გატეხავდა ” …
” ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია მოძველებულია ? როდესაც გუნდი ზუსტად ისე დაიწყებს ასპარეზობას , როგორც ეს ჩაფიქრებული მაქვს , უმჯობესი იქნება დასკვნებს თუ შემდგომ გამოვიტანთ . დღეს კი აბსოლიტურად არ მიხილავს ის , რასაც წვრთნების დროს ვხეწავდით . ალბათ , ” იუვენტუსმა ” იმ დონეზე შეგვაშინა , რომ ვერ განვახორციელეთ ჩაფიქრებული სვლები ” .
” მოხარული ვარ დედაქალაქში ყოფნით . დღესაც კი 100 % – ით ვარ დარწმუნებული , რომ კლუბი მიაღწევს დადებით და პროდუქტიულ შედეგს . ასეთი მატჩები აუცილებელია , რათა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე . როდესაც ” იუვენტუსის ” წინააღმდეგ ყოველგვარი მოტივაციის და სწორი განწყობის გარეშე გადიხარ , საქმე საწყის ეტაპზევეა მომთავრებული . ვმოძრაობდით ნელა და ვერ ვახერხებდით საჭირო სისწრაფის პოვნას . ბიანკონერის კი თავის მხრივ ჰქონდა უპირატესობა , ფეხბურთელები ერთმანეთს თვალდახუჭული იცნობენ ” .
” ტოტის მოედნიდან გაყვანა დაკავშირებულია მატჩის სცენართან , ჩვენ უკვე აღარ შეგვეძლო რაიმეს შეცვლა და შესაბამისად კაპიტანს დასვენების საშუალება მივეცი . ტურინის ტიფოზერია ? სიმართლე გითხრათ აგრესიული გამონათქვამები არ მომისმენია , შესაძლოა ყურები დახშული მქონდა ” .
წყარო : Tuttosport
პ.ს. ცენზურის ნებისმიერი სახით დარღვევის შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს 3 დღიან ბანს . გმადლობთ ყურადღებისთვის …
სამპა ნაპოლი მაგარი თამაში იქნება
სალამი ბიჭებო გილოცავთ წარმატებულ სვლას და ეხლა ჩემებურ კომენტარს შემოგთავაზებთ როგორც ყოველთვის:
დავიწყებ იმით, რომ სადაა ის ხალხი ვინებიც იუვეს აკრიტიკებდა ფიორეში ფრის გამო? სადაა ის ხალხი რომ ლანძღა ჯოვინკო და პირლო უკვე გასაშვებიაო? არ გცხვენიათ ეხლა?
რა ჯანდაბაა ესეთი ბალეშიკობა როცა ვერ იგებს ილანძღებით, როცა იგებს გენაცვალეთ ბიჭებოოო… თქვენ ასწავლით კონტეს აქტიკას და ვინ უნდა ათამაშოს?
განვმეორდები და ვიტყვი, კონტეს ფიორენტინაში ფრე აწყობდა და ერჩივნა ძალები დაეზოგა და საქმე 5-იანზე შეასრულა…
ლანძღავდით პირლოს რატომ? 2-3 მატჩის ჩაგდების გამო? ისიც ადამიანია, ისიც იღლება…
ლანძღავდით ჯოვინკოს რაომ? 6 ტურში ამდენივე გოლი რომ ვერ შეაგდო?
გრცხვენოდეთ რა…
მე მოთმინებით ველი მის წინსვლას და ნაბიჯ-ნაბიჯ ერგება იუვეს, კონტე ენდობა და მხარში უდგას. მოთმინებით ველი მატრის ათამაშებას და გავიხარე რომ თავს მოერია და გაიტანა. ასევე გამოანათა კვალიარელამაც და თქვენ რა გინდათ ჰეთრიკები ასრულონ? წელს რონალდოზე მეტი ჯოვინკოსააქ შეგდებული, მაგრამ შედარება დავუწყო?
მოკლედ გუნდი სწორ გზას ადგას, გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და ინარჩუნებს ლიდერობასა და დაუმარცხებლობის სინდრომი არ გვაშინებს. არ ფიქრობენ რეკორდებზე, ფიქრობენ მორიგ და მორიგ გამარჯვებებზე!!!
ხან კასერესია ძირითადში, ხან დეჩელიე, ხან მატრი-მირკო იწყებს, ხანაც სება-კვალიარელა ეს რას ნიშნავს? იმას რომ ყველა ძირიადისაა, ყველას ძალუძს სარგებლის მოტანა.
გიყვარდეთ იუვე მაშინაც, როდესაც აგებს, ანაც ვერ იგებს, და მეტად შეიგრძნობთ გუნდის სიყვარულს და ბედნიერებას, რომ ერთგულება შეგლებია…
იუვე ერთი დიდი სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც დასასრული არ აქვს!!!

+1 100%
სებას რო ერ გაეტანა ის მაშინ წარმომიდგენია აქ რა დღეში იქნებოდნენ

დავიდ ხომ არ იცი სრულიად სად შეიძლება რომ ვუყურო ამ თამაშს რაიონში ვიყავი და ვერ ვუყურე ანგარიშიც ეხლა გავიგე მადლობა წინასწარ.
ძმა შენ პირველ კომენტარზე დაგიდეს ლინკი მე არ ვიცი სად ვნახო
ცენზურას არ ქონდეს ადგილი ეხლა
პს. დღეს ნაპოლი გენუაში ვერ მოგებს…
არ მინდა ვინმეს ვაწყენინო მაგრამ ის რომ ტურინელებს უფრო კარგი შემადგენლობა ყავთ – მგონი ორი აზრი არაა.მაგრამ შეგვიძლია მათ დონემდე მხოლოდ ბეჯითი ვარჯიშის და მუშაობის შედეგად მივიდეთ,ახლა კი საუბარი იმაზე რომ “იუვენტუსს” სკუდეტოში შევეცილებით – უსამართლობაა.
დ.დე როსი
ძლივს ერთი წესიერი ადამიანი რომაელთა მხარეს.
ეს ჩემი დანაშაულიც არის, რადგანაც “იუვენტუსთან” ჩემი პრობლემების გათვალისწინებით არ მინდოდა მათზე ზეწოლა მომეხდინა თამაშისთვის მომზადების დროს.ტურინში ძალიან დაბალი დონის გუნდათ გამოვჩნდით.არ შეიძლება იტალიაში ასე თამაში.შეიძლება თამაში წააგო,მაგრამ ასე არა.უფრო გუნდის თამაშმა დამამწუხრა ვიდრე საბოლოო ანგარიშმა.
ზ. ზემანი
ამან იცოდა ეს შედეგო წინასწარ და ამიტომ გააპროტესტა კონტეზე, რომ დეისკვალიფიცირებულ მწვრთნელი არც ვარჯიშებზე უნდა იყოს გუნდთანო… დაანახა კონტემ ტრიბუნიდან
გუშინ ზემანის მრისხანე რომას ვეთამაშეთ,თუ უსუსურ სიენას ან პესკარას?ზემანს ისე ჩავუტარეთ,რომ შვილიშვილებს ზღაპრად მოუყვება.
http://www.youtube.com/watch?v=Rh9J8GOzDzw
ეს რა იყო?
Bonucci was fighting against Florenzi (Roma’s player) , and Vucinic was trying to interrupt him
თითები კი არა გრძელი ენა უნდა მოიკვნიტო ბებერო გამოთაყვანებულო,ხო განახეთ თამაში როგორ უნდა,ესლა შენებსაც ასწავლე და ენა დაიმოკლე
იკნებ ბოლონიებს და კალიარებს მოუგო და ბილეთები არ გამიფუჭო
წავალ ქაუნთერს ვითამაშებ ერთი აჭარას დეც
დამერხა
ID ზუსტად მაქ ჩაწერილი
ბიჭებო განმანათლეთ აჭარა ბეთზე რომ რიცხავ პაი ბოქსით თ ბ ს ბანკის რომაა
მანდ ნომერი უნდა მიუთითო თუ ID
ID მაგალითად 77 22 17
ვაგინებ მაგათ ტო იდ ჩავწერე და არ დამერიცხაააააა აუუ
გაიხარე რა შენ ყოფილხარ ჩემი მხსნელი

სახელი რაც გიწერია აჭარაზე ჩარიცხვის დროს არ დაეწერა აპარატზე?
მა რა გებონა შე კომბლეე კაცოო იუვესთან შანსი არ გექნებოდაა რმდეჯერაც შეხვდა შენ გაწრთვნილ გუნდებს ი მდენი დაგადეთ კაია ცოტას ენას წაიმოკლებბ შენი…:blin:
მეორე თამაშამდე ხმასაღარ ამოიღებს ზემანი მერე კიდე ერთს ჩავუდებთ
გიო ბანი დაგედება ეჰ შენ რა გიტხარი სამ დრიანი
მობილური რატ უნდათ? რეგისტრაციის დროს ისე პროსტო მაინტერესებს

აჭარა ბეთს ვგულისხმობ
ბიჭებო ჩემ უფროს ძმაკაცს აქ საქართველოს ბანკის პლასტიკური და პაპაჩემი დამჭირდება ფულის გამოსატანად
პაპაჩემის პირადობით დავრეგისტრირდი
პლეიაჭარა გააკეთე, ყველაზე მარტივია მემგონი, პირდაპირ გაიტან ბარათზე, შეიძლება აჭარაზეც ასეა (მე ფლეიაჭარა მაქ
)
აუ რომას საიტზე რა ხალხია, დეროსის ლანძღავენ და გუნდში ბურდისოები რომანიოლები ლამელები ლოპესები და პეროტები რო ყავთ ვერ ამჩნევენ
დეროს მაგარი კაცია, ტურინელებს რო უფრო კაი სასტავი ყავს არ გეწყინოთ არც ფეხბურთელებს და არც ფანებსო
იტალიელია მაინც და გვაღიარა
ხახა როგორ ველოდი ამის კომენტარს, აბა რა გეგონა ზემანიკო, რო გადმოდექი ბიჭი და შორიდან ბლატაობდი ამას ვიზამთ იმას ვიზამთო. მიგასვა იუვემ? როცა ერთი ადგილი არ გაქვს არ იბლატაო რაა.
P.S. ერთი თხოვნა მაქვს ადმინებთან, იტალიური პრესის მიმოხილვა დადეთ ხოლმე, საინტერესოა.
მეც მაგრად მაინტერესებს, თან დღეს(ისევე როგორც თითქმის ყოველთვის) პირველ გვერდზე იქნებიან ჩვენი ბიჭები გამოჭიმულნი …
ეგრე ზემანიკო პაპა, იუვეს ბევრი არ ებლატაო ხოლმე

კიდე კაი აქ არაფერს ამბობს იუვეზე ცუდს, თორემ არ მოვერიდებოდი 3 დღიან ბანს :)