“იუვენტუსი” 4-1 “რომა” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ “რომასთან” მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.
ბუფონი 6.5 – პირველი ტაიმი მაყურებლის როლში ჩაატარა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი რომაელებმა მისი კარის დალაშქვრა მხოლოდ პენალტის ნიშნულიდან შესძლეს.
ბარძალი 7 – მთელს მის პროფესიონალიზმს, კლასსა და გამოცდილებას ჯიალოროსის მთავარი დამრტყმელი ძალის, პაბლო ოსვალდოს შესაჩერებლად იყენებს, გამოსდის კიდეც ეს.შეხვედრის მიწურულს აწყობს ფანტასტიურ რეიდს და საგოლე გადაცემას აკეთებს ჯიოვინკოზე.
ბონუჩი 6.5 – “ხიფათის ზღვარზე” – სწორედ ასე შეიძლება ეწოდოს ლეონარდოს მოქმედებებს.რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს ხელს უშლის, თუმცა იყო უხეში მომენტებიც, რასაც მოჰყვა კიდეც პენალტი.
კიელინი 7.5 – სწრაფადვე გაანეიტრალა ლამელა.თამაშობს როგორც საკუთარი ნახევრის სრული ბატონ-პატრონი.საიმედოობის ეტალონი.
კასერესი 6.5 – ურუგვაელი მცველის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა მართლაც სიურპრიზი გახლდათ, ისევე როგორც გენუაში.აქტიურად უტევს ფლანგიდან, სახიფათოდ აწვდის საჯარიმოში.
ვიდალი 6.5 – შესანიშნავად ანაწილებს ბურთს.ზუსტად იყენებს თერთმეტმეტრიანს, შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
პირლო 7 – ზოგჯერ საჯარიმო დარტყმების დაბალი ტრაექტორიით შესრულება უმჯობესია, ანდრეამ ეს მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დაადასტურა.მინდორზე შესანიშნავად გრძნობს თავს, მაქსიმალურად იყენებს “რომას” ნახევარმცველების მიერ დაშვებულ შეცდომებს.
მარკიზიო 7.5 – თამაშობს მოედნის ნებისმიერ წერტილში, საიმედოა დაცვაში და აქტიური შეტევაში.
ასამოა ( 77 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
დე ჩელიე 7 – უფრო ვინგერი, ვიდრე მარცხენა მცველი.ყოველთვის აქტიურად ცდილობს წინახაზში ჩართვას.
პოგბა ( 85 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.
ვუჩინიჩი 6.5 – უმაღლესი კლასის ფეხბურთელი, უკიდურესად აკადემიური.
მატრი 7 – Welcome Back ! 7 თვიანი პაუზის შემდეგ, ალესანდრომ კვლავ მოახერხა გოლის გატანა და გუშინდელ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
ჯიოვინკო ( 77 – ე წუთიდან ) 6.5 – გოლი, “ატომური ჭიანჭველას” სტილში.
კარერა – 7.5
წყარო : La Stampa
ეს ნაპოლი რატო არ ჩერდება ? :D
მოუნდთ ბიჭებს წაუგებელი სეზონის ჩატარება
საშუალო დონის კლუბები ასე არიან ძმა, თავიდან მაგრად უბერავენ და მერე ჭედავენ, აი ნახავ მაქსიმუმ 6-7 ტური კიდევ მაღალ დონეზე ჩაატაროს და მერე გადაიწვებიან და აურევენ
fiore მაგარია რაა.
ინტერის თამაშს უურებთ? ვივიანო მაგრად გადარჩა, ერთიმხრივ კაია რო რეაქცია არააქ, მილიტო გადაალეწა შტანგა
კარგად უბრავს ინტერი
კვადვოს ოჯახი ) ჯეისონ და აბენა ასამოები..
თვითონაც საყვარელია და ოჯახის წევრებიც საყვარლები ყავს
d a v i d
რა ქართველი ტო.. ლუიჯი გიორგია, სიენაში და ნოვარაში იყო წინა სეზონში..
მერე მაგას მიმალავდიი? არ გცხვენია
ჯორჯი
d a v i d გაიხარე
პალერმოში ქართველი თამაშობს გიორგი და მანამდე სად თამაშობდა? თუ ქართველი არაა?
ჰო მართლა ვინაა ეგ
მიკოლის გოლები ნახე ? რეები ჩაიდინა
არა ძმა არ მინახია ეხლა ვნახავ, მაგრად მაინტერესებს ვინაა ეგ ბიცჰი ქარტველია არაა ქარტველი სადმე ვერ ვნახე მაგაზე ინფორმაცია
არა არაა ქართველი
4 გოლი მაგარი შეასრულა მიკოლიმ რავი ისე დაეწერა გიორგი ვიფიქრე ქართველიათქო
სოფელში ვიყავი ვერ ვუყურე თამაშს.სად შეიძლება ვნახო თამაშის ჩანაწერი????????
http://gooool.ru/news/chempionat_italii_2012_13_6_j_tur_juventus_roma/2012-09-30-13859
ეგეთ მოგებას რა ვუთხარი ნაპოლიმ რო მოიგო, საჯარიმოს გარეთ წააქციეს ჰამშიკი და პენალტი დადო..
ზეგ დონეცკი უნდა გადავხიოთ! ! !
ნაპოლისაც მოუგია, რა დღეში არიან ეგ უნამუსოები ჩამოვლენ ტურინში…
პირლომ ბოლო 3 თამაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ითამაშა და ამ თამაშით მგონი დაბრუნდა.
99 სიზუსტით აკეთებდა ყველა პასს. ფორცააა ანდრეა, ფორცა იუვე, ფორცაააა იტალიაააა
ბარძალიმ რა მოხია ის რომას ფეხბურთელი რა გააბრუა მგონი ტადეი იყო საღოლ !
წეღან ვნახე მიკოლის გოლი აუ რა გოლი იყო ტო ძაან მაგარი.
იუვე უეჭველი იგებს
მაგარი ტამ,აშებია 2 ში
2 ში იუვე შახტარს აპობს
შემდეგი შახტარია