ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანიელი: ” ანტონიო კონტე სრულიად უდანაშაულოა “

ანდრეა ანიელი სასამართლოს მიერ ანტონიო კონტეს შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შეფასებებს აკეთებს. “იუვენტუსის” პრეზიდენტის თქმით, “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი სრულიად უდანაშაულოა და მთელი გუნდი სათადარიგოთა სკამზე მის დაბრუნებას ელოდება: “ მე, როგორც ყველანი “იუვენტუში”, ვრჩები იმ აზრზე, რომ ანტონიო კონტე სრულიად უდანაშაულოა. მისი დისკვალიფიკაციის შენარჩუნება უსამართლობაა და ამის გამო მთელი საფეხბურთო სამყარო უნდა იყოს შეწუხებული. ყველანი მისი სათადარიგოთა სკამზე დაბრუნების მოლოდინში ვართ, სადაც ისეთივე თავდადებით გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას, როგორც მთელი კვირის მანძილზე. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ითქვა და დაიწერა, სპორტულმა სტრუქტურებმა ფართომასშტაბიან რეფორმებზე უნდა იფიქრონ, რაც საშიშ შეუსაბამობებს – ძირითადად, დისკვალიფიკაციისა და მისი ვადების შესახებ – აგვაცილებს თავიდან. ასეთი შეუსაბამობების გამო ბოლო წლებში ბევრი დაზარალდა. იმედია, აპელაციას სათანადო პასუხი ექნება, რაც ამგვარ დარღვევებს მომავალში თავიდან აგვარიდებს. ” -აცხადებს ანიელი.

წყარო: football italia

27 thoughts on “ანიელი: ” ანტონიო კონტე სრულიად უდანაშაულოა “

  1. ადმინ სიდნეის ტამაშების ლინკებს ხო ვერ დაიტრევ რო უყუროთ დელ პოს ტამაშს Wellington
    2 – 0
    Sydney FC ასე აგებს დელპო 78 წუტიადა ვერსად ვერ ვიპოვე ლაივი რო მეყურებია და მომავლისტვის რამე იჩალიჩეტ სიდნეიში მაინც უყურებ 90 წუტის განმავლობაში როგორ ირჯება დელპო

  2. მაგარი სუსტი სასტავი ყავ ტიპი ცენტრიან თამაშობს რამდენიც მიგო ბურთი ან დირკა აჭამა ან მაგარ პასებ ჩითავს ამას რა უნდა აქ

  3. დღეს ვნახე ეს სიახლე და ძალიან გახარებული ვარ :love: :kiss: ესენი იმედენს იზავენ ნაპოლისთან დაბრუნდება :mrgreen:

  4. გასაგებია ანდრეა, მაგრამ თქვენს ადგილზე ვაფშე გავჩერდებოდი და მეტს აღარ ვიფართხალებდი.. კიდე არაფერი შარი მოგვდონ :lool:
    ეს ორი თვე კი თვალის დახამხამებაში გაივლის : ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.