ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეკობა: ” 2006 წლის “სკუდეტო” “იუვენტუსს” ეკუთვნის “

Sky Sport -ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ალვარო რეკობა “ინტერში” გატარებულ წლებს იხსენებს. ურუგვაელი ფეხბურთელი რამდენიმე სიტყვით “იუვენტუსსა” და მისთვის ჩამორთმეულ “სკუდეტოებზეც” საუბრობს. გთავაზობთ, ინტერვიუს ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტებს: ” “იუვენტუსისა” და მისი ფეხბურთელების მიმართ ყოველთვის დიდი პატივისცემა მქონდა. ადრე ამბობდნენ, მსაჯების დახმარებით გაიმარჯვესო, მე კი სიმართლეს გეტყვით, “იუვენტუსს” არც ამის გარეშე გაუჭირდებოდა ჩემპიონობა. მოედანზე გამოსული ფეხბურთელი სასტვენზე არ ფიქრობს და თუ რამე განსაკუთრებული ხდება, ყურადღების მიღმა ტოვებს მას. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ამაზე დაფიქრება და დასკვნების გამოტანა. პირადად მე, ვფიქრობ, 2006 წლის “სკუდეტო” “იუვენტუსმა” მოიგო. ამ გუნდში უდიდესი ფეხბურთელები თამაშობდნენ და თუ ვინმე ეხმარებოდათ, კარგით, იყოს ასე. ვიცი, რომ ფეხბურთელი მოედანზე და ფეხბურთის სამყაროში ყველაზე სამართლიანი ადამიანია. როცა გაირკვა ტიტულის “ინტერისათვის” გადაცემის ამბავი, არამგონია, ფეხბურთელებს ეგრძნოთ, რომ ჩემპიონობა მათ ეკუთვნოდათ. ” -აცხადებს რეკობა.

წყარო: Corierre Dello Sport; Tuttosport

18 thoughts on “რეკობა: ” 2006 წლის “სკუდეტო” “იუვენტუსს” ეკუთვნის “

  1. მართლა მაგარი იგროკი იყოო :up: …. კაია ესეც რო აგიარებს თუ არ ვცდები ვიერმაც მასე თქვაა რო ის კუდეტო იუვეს ეკუთნისოო :boli:

  2. 300 ლარს ვიგებ 1 რით: რომა ატალანტა 2,5<; ტორინო კალიარი 2,5;პესკარა ლაციო 2,5 <; ფიორენტინა ბოლონია 2,5<; კატანია პარმა 2,5 ;მილანი ინტერი 2,5 >; ცოტა მილანის და რომასი მეეჭვება მაგრამ მაგარი კუშები ქონდა

  3. ჯერ “ალავესთან” გოლი რომ გაიტანა ის რად ღირს მარტო …

    რეჯინა-ინტერი 1-1 იყო, ნაკლებობა ეწერა ყველას და ზოგი სალაროსთან რიგში იდგა, 93-ე წუთზე ისეთი ჯარიმა შეასრულა კუთხურის ხაზთან ახლოს რომ ენა ჩაუვარდა ხალხს …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.