ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი ტურინში ნაადრევად დაბრუნდება

ეკვადორის ეროვნულ ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ანტონიო კონტეს განკარგულებაში დროზე ადრე დაბრუნდება.საქმე იმაშია, რომ შეხვედრის 86 – ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 2-1 იყო, ვიდალმა მეტოქეთა ფეხბურთელს იდაყვი ჩაარტყა და პირდაპირი წითელი ბარათიც დაიმსახურა.გაძევების გამო ბებერი ქალბატონის 23 – ე ნომერი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩები ეტაპის შემდეგი ტურის შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებს, შესაბამისად იტალიაში დაბრუნდება და თანაგუნდელებთან ერთად “ნაპოლისთან” მატჩისთვის მოემზადება.მიუხედავათ ვიდალის დანაკლისისა, ბიანკონერებს ჩილეს ეროვნულ გუნდში წარმომადგენელი მაინც ჰყავს – მაურისიო ისლა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა გატანილი გოლი, მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებას ფეხი ეკვადორელთა მცველმა დაუხვედრა და ბურთი საკუთარ კარში გაგზავნა.

წყარო : Football Italia

7 thoughts on “ვიდალი ტურინში ნაადრევად დაბრუნდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.