ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” – ” ნაპოლი ” ( წინასამატჩო )

დღეს იტალიაში , თბილისის დროით 20:00 სუპერ მატჩი გაიმართება , რომელსაც გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელოდება . ერთმანეთს , დღეისათვის აპენინებზე ორი უდაოდ გამორჩეული კლუბი ტურინის ” იუვენტუსი ” – მოქმედი ჩემპიონი , რომელსაც დამარცხება არ უგემია უკვე 46 მატჩია , ნეაპოლიტანურ ” ნაპოლის ” დაუპირისპირდება . რამდენიც არ უნდა ისაუბრონ , იმაზე რომ ეს ჯერ კიდევ ჩემპიონატის სტარტია და ყველაფერი წინ არის , ორი აზრი არაა რომ ბრძოლა პირველი პოზიციისთვის გაიმართება . გამარჯვებული კლუბი სერიოზულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს , ამიტომ ეს კიდევ უფრო ამძაფრებს წინასამატჩო განწყობას . უმჯობესია გადავიდეთ კლუბების სავარაუდო შემადგენლობაზე და თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ , რომ ბიანკონერის მხრიდან ამ დაპირისპირებას ჯანლუიჯი ბუფონი , მირკო ვუჩინიჩი და პაოლო დე ჩელიე დააკლდებიან . სიმონე პეპე რომელიც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებით არის დაკავებული არ არის შეყვანილი განაცხადში …

კარში ტურინელებს რა თქმა უნდა მარკო სტორარი ეყოლებათ . ტრიო მცველების უცვლელია ბარძალი , ბონუჩი , კიელინი . ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ასამოა გაირჯებიან , თუმცა ჟურნალისტების ცნობით არ არის გამორიცხული საწყის წუთებზე მაურიციო ისლა ვიხილოთ . ნახევარმცველების ტრიო , ისევე როგორც დაცვის უცვლელია : პირლო , მარკიზიო და ვიდალი . აი თავდასხმის ხაზი კი საკმაოდ დიდ კითხვებს ბადებს , გამომდინარე იქიდან , რომ ვუჩინიჩი არ იასპარეზებს . სავარაუდოდ უნდა ველოდოთ ფაბიო კუალიარელას გამოჩენას , რომელიც სებასტიან ჯიოვინკოს შეუწყვილდება .

ნეაპოლიტანელები ტურინელებისგან განსხვავებით არ ცდილობენ მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიონ თავს . უფრო მარტივად , რომ ვთქვათ ასპარეზობენ მეორე ნომრად . ასეთ ვითარებაში კი მარეკ ჰამშიკს , ედისონ კავანის და ახალგაზრდა ინსინიეს ხელ ფეხი ეხსნებათ და მათი შეჩერება საკმაოდ პრობლემატური ხდება . კარებში უცვლელია დე სანკტისი , დაცვაში კანავარო , კამპანიარო და არონიკა , ფლანგებზე მაჯო და ცუნიგა . შუა ხაზში ბეხრამი , ინლერი და ჰამშიკი . თავდასხმაში კავანი , რომელსაც ალბათ გორან პანდევი დაეხმარება …

” იუვენტუსი ” ( 3-5-2 ) : სტორარი , ბარძალი , ბონუჩი , კიელინი , ლიხტშტაინერი , ვიდალი , მარკიზიო , ასამოა , კუალიარელა , ჯიოვინკო

სათადარიგოთა სკამი : რუბინიო , ბრანესკუ , კასერესი , მარონე , პოგბა , პადოინი , ისლა , ჯიაკერინი , მატრი , ბენდტნერი

მწვრთნელი : კონტე ( ანჟელო ალესიო )

ტრავმა : პეპე , ბუფონი , ვუჩინიჩი , დე ჩელიე

 

” ნაპოლი ” ( 3-5-2 ) : დე სანკტისი , კამპანიარო , კანავარო , არონიკა , მაჯო , ინლერი , ბეხრამი , ჰამშიკი , ცუნიგა , პანდევი , კავანი

სათადარიგოთა სკამი : როსატი , კოლომბო , გრავა , გამბერინი , უვინი , ფერნანდესი , მესტო , ჯემაილი , დონადელ , დოსენა , ინსინიე , ვარგასი

მწვრთნელი : მაცარი

ტრავმა : ბრიტოსი

 

60 thoughts on “” იუვენტუსი ” – ” ნაპოლი ” ( წინასამატჩო )

  1. ნუ ბაქიბუქობთ ნაპოლი ხელწამოსაკრავი მეტოქე არაა… თანაც დიდი დანაკლისით ვხვდებით მატჩს…
    ნაპოლს კი დასაკარგი არაფერი აქვს და უბრალოთ როგორც რიგიტ მატჩს ისე იტამაშებს…

    მე არ წაგებაც გამახარებს!

  2. ძმებო ერთ სასიხარულო ინფორმაციას გაგაცნობთ :chuvak:
    ვისაც სილქნეტი გაქვსთ სეტანტა არხზე პირდაპირი ტრანსლაციაა იუვენტუსი – ნაპოლი
    :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.