ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო: ” “იუვედან” წასვლას არ ვაპირებ “

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო იმედს გამოთქვამს, რომ კარიერის დასრულების საშუალება მის მშობლიურ ქალაქში მიეცემა. მარკიზიომ თამაში “იუვენტუსის” ახალგაზრდულ სექტორში დაიწყო და 2007-2008 წლების “ემპოლიში” განათხოვრებას თუ არ ჩავთვლით, მთელი საფეხბურთო ცხოვრება შავ-თეთრ მაისურში გაატარა: ” შეიძლება თუ არა ერთხელაც საზღვარგარეთ ვითამაშო? არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს, თუმცა ჩემი სურვილი აქ დარჩენაა. მინდა კიდევ მრავალი წელი გავატარო ტურინში, ალესანდრო დელ პიეროსა და ჯიანლუიჯი ბუფონის ნიშნულები გავაუმჯობესო და ჩემი საფეხბურთო კარიერაც “იუვეში” დავასრულო. კაპიტნობა? კაპიტნის სამკლაურის მინიჭების დროს ასაკსა და ამ კლუბის მაისურით ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას ითვალისწინებენ ხოლმე. ახლა კაპიტანი ბუფონია, ვიცე-კაპიტანი კი კიელინი, ჯიორჯიოს “იუვენტუსში” ჩემზე დიდი დრო აქვს გატარებული. ამაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა გამარჯვებისათვის თამაში გავაგრძელო და ისევ მივაღწიო წარმატებას, როგორც ეს შარშან გავაკეთეთ. ” -აცხადებს მარკიზიო.

წყარო: football italia

32 thoughts on “მარკიზიო: ” “იუვედან” წასვლას არ ვაპირებ “

  1. კონტეს ისეთი ხალხი ყავს მოყვანილი გუნდში არ დაბრუნდება 4-4-2 რზე, არც 4-3-3 მზე, შეიძლება გაჭირვების დროს გადაერთვოს ხოლმე 10-15 წუთით.
    ისლა მოიყვანა იმისთვის რომ აკონტროლოს მთელი მარჯვენა ფლანგი. ასამოა მარცხნივ გადაიყვანა ეგეც იგივე მიზეზით. ლიხშტაინერია და იგივე დავალება ეკისრება, კასერესსაც იგივე და დეჩელიესაც იგივე :mrgreen: ეს ისეთი მცველები არიან რომლებმაც უნდა ირბინონ მთელი თამაში წინ და უკან, მშვენიერი ტაქტიკაა 3-5-2 უბრალოდ შემსრულებლები გვინდა წინ კარგი და მერე აღაც იფიქრებდით ტაქტიკის შეცვლაზე. პეპე გამოჯანმრთელდება და მაგასაც ეგრე დააყენებს. თუ მოხვდება ხოლმე ძირითადში.

  2. მგონი დროა გუნდი ისტორიულ 4-4-2 ს დაუბრუნდეს :)

    ბუფონი
    ლიხტი ბარძო ბონუ კიელო
    ვიდალი პირლო მარკიზა ასამოა

    ვუჩინიჩი
    ბენტნერი !

    1. კიელინი მარცხნივ როცა დღას ცენტრს დიდი პრობლემები აქვს ხოლმე. ლიხშტაინერი ისე ხშირად ვეღარ ჩაერთვება შეტევებში, დაცვა შეთხელდება.
      კიელინი ვერ გაამწვავებს ფლანგს ისე როგორც ასამოა ამწვავებს.
      ასამოა კიდე მგონია ცენტრში ხელს შეუშლის პირლო-მარკიზიო-ვიდალს.

  3. ჩემი აზრით…… კაპიტანი ბუფონია და ესეც უნდა დარჩეს… და თუ რამე როგორც გუნდის ლიდერი.. პირლო….ამ ორს ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს..

  4. ———————ლეალი

    ისლა——კასერესი———-ბონუჩი——ვარგასი

    ———-აკვილანი—-მარონე—-პოგბა

    ———————დიეგო

    ————-იმობილე——-ჯოვინკო

    რავალი გუნდია? :chuvak:
    ნაკლებად ცნობილები და არავარსკვლავებით…
    სტაბილურად ვიასპარეზებდი სერი-A ში…

    ზამენა: მიკოლი, კრიშიტო, დეჩელიე, პასკუატო, მაზი, სორენსენი,
    ანანიძე, ლორია, გაბიადინი, დრექსლერი…

    მშვენიერია ერთი დაახლოებით 700 000 მილიონი მინდა და ავაწყობ ამ გუნდს… :chuvak:

    1. 700 მილიონი ძალიან ბევრია მე დაახლოებით 500 მილიონად სერიოზულ გუნდს ჩამოვაყალიბებ აი ასეთს
      მეკარეები: ლეალი, მარკეტი, ფრეი
      მცველები: ჰუმელსი, ვერტონგენი, კოლაროვი, დე შილიო, დედე, ალაბა, კონოპლიანკა, ნაინგოლანი, ერიკ პიტერსი
      ნახევარ მცველები: სემ დე იონგი, ისკო, ალკანტარა, ლუკას მოურა, ინსინე, ბეილი, ძაგოევი, ვილიანი, არდა თურანი
      თავდამსხმელები: კავანი, ფალკაო, სუარესი, ჯუზეპე როსი.

  5. კიელინის თავი რო გაუტეხეს 4 წლის წინ, რომელი თამაში იყო ხო არ გახსოვთ?
    ფრე იყო მემგონი და ბოლო წუთებზე თავი გაუტეხეს და თავშეხვეული შემოვარდა

  6. zura-1982

    კი ძმა ქუთაისელი ვარ

    კლაუდიო მარკიზიო???

    ბუფონის შემდეგ მე მას ვაყენებ გუნდში პირველ ადგილზე…

    ბუფონი-ბონუჩი-მარკიზიო-ვიდალი-ჯოვინკო

    ეს არის ჩემი იუვენტინოები, რომლებიც უაზროდ მიყვარს!!!

  7. ჯორჯო ჩვენი ლომიაა… მე ჯორჯო მინდა რო იყოს კაპიტანი,მარკიზიო ვერაა რაღაც საკაპიტნე კაცი,წყნარი და ჩუმი როჟაა,კიელინი პირიქით

  8. ბუფონი 3 წელი არ დაასრულებს მგონი კარიერას მერე ჯორჯო იქნება ერთი 4 წელი და ამის მერე მარკიზიო თუ ცოცხალი იქნა მის ჭაღარას პატივს სცემენ და კაპიტნობასაც მიცევენ

  9. მგონი ამას არც ეღირსება კაპიტნობა თუ ვიცე კაპიტანი ჯორჯოა :blin: :blin: .ჯორჯოსა და პრინჩიპინოს შორის 2 წელია მხოლოდ განსხვავება

    1. ეგ აღარ თქვა მეორედ..ეს რო შავ სამუშაოს ასრულებს და ყველაფერს იღებს ოგონდ იუვემ წარმატებას მიაღწიოს ისე ვინ შრომობს??? :blin:

  10. ეს მომავალი კაპიტანი? ჯორჯოს შემდეგ:) ეხა არ დამცხოთ ! მე მინდა ჯორჯო იყოს კაპიტანი მანამდე კი ჯიჯი სანამ არ მოკვდბა :D

Leave a Reply to giorgi Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.