ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო მზად არის დერბისთვის

ჯორჯო კიელინიმ დაარწმუნა ბიანკონერის გულშემატკივარი , რომ თავს კარგად გრძნობს და შესძლებს კარიერაში მეორეჯერ გადამწყვეტი როლის შესრულებას ტურინულ დერბიში . იტალიელმა მცველმა გამოტოვა უკანასკნელი მატჩი ” მილანთან ” ტრავმის გამო , თუმცა როგორც ჩანს ხვალ იგი მოედანზე აუცილებლად გამოვა : ” ყველა ის პრობლემა , რომელიც ” ჩელსისთან ” შეხვედრაში წარმოიშვა , წარსულში დარჩა და თავს ამ ეტაპზე შესანიშნავად ვგრძნობ . ისედაც არაფერი სერიოზული არ ყოფილა და რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ , შევუდექი გუნდთან ერთად ვარჯიშს ” .

სწორედ ჯორჯომ გაიტანა სამი წლის გამართულ დერბიში გამარჯვების მომტანი გოლი , გამოიყენა რა პაველ ნედვედის გადაცემა …

” ასეთ შეხვედრაში გოლის გატანა ერთი სიამოვნებაა , რადგან ხვდები თუ რა ემოციას იწვევ არენაზე შეკრებულ ადამიანებში . თუმცა , უმეტესობა რატომღაც ” ტოროს ” მიიჩნევს ამ მხრივ უპირატესად , მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი იმის გამოა , რომ ისინი არ აფასებენ გამარჯვების მოპოვების სურვილს . შესაძლოა სხვადასხვა მიზნებისთვის ვიბრძოდეთ , მაგრამ სასტვენის შემდეგ ეს ყოველივე მეასე ხარისხოვანია , მაშინ ხომ დერბი იწყება . მოხარული ვარ ტორინოსთან დაპირისპირებით , ვფიქრობ სერია ა-ში ტურინს ორი გუნდი აუცილებლად უნდა ჰყავდეს და იმედი მაქვს ისინი შეძლებენ ადგილის შენარჩუნებას და უახლოეს წლებში გაცილებით სერიოზული პოზიციებისთვის ბრძოლას . ადრე , დერბი ერთსა და იმავე არენაზე იმართებოდა , ეხლა კიდევ დერბი სტუმრად მოუწევთ . ეს გამორჩეულიც კი არის რადგან , მეტოქის დამარცხება ერთი ქალაქიდან საკუთარ გაზონზე დიდი სიამოვნებაა . გავიტან თუ არა გამარჯვების მომტან ბურთს კიდევ ერთხელ ? იმედი მაქვს ! ეს იქნება ოცნების ახდენა , თუმცა დარწმუნებული ვარ ტორინოს ტიფოზერიას სცენარის სხვა კუთხით განვითარება სურს ” .

ბიანკონერიმ მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია ” მილანისთან ” , თუმცა მაინც პირველ პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში …

” ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობთ და საერთოდაც ჯერ ჯერობით იმისი დრო ნამდვილად არ დამდგარა , რომ სატურნირო ცხრილში ვიხედოთ . ნებისმიერ შემთხვევაში , იმედი მაქვს , რომ პოზიციას რომელიც ეხლა გვიკავია , სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ ” .

 

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
11 years ago

————————ბუფონი——————————-

ლიხტა———–ბარძალი———კილინი———–დე ჩელიე—–

———-პოგბა———-პირლო———–ჯაკერინი————-

—–პეპე—————მირკო———-ჯოვინკო—————–

მგონი ცუდი ვარიანი არ არის :chuvak:
ასამოა, ვიდალს და მარკიზიოს დასვენება არ აწყენდათ :juvee:

Samtrediel90
11 years ago

ეს იცით?

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=iJS5nrkxXsQ

ჩასაყლაპია რა,ვენაცვალე მაგას,ჩვენი იუვენტინო :love:

P.S.
არ წაშალოთ რა ცოტა ხანიი :cry:

lasha naxucrishvili
11 years ago

კარგად უნდა გამოვტენოთ ტორინო და ამ ლიხტშტაინერს შეეშვან რა მაგ პოზიციაზე ყველაზე მაგრად თამაშობს ეგ ცუდ ფორმაშიაა თუ კარგ ფორმაში ყოველთვის ძირითადში უნდა იყოს! :forza:

delpieronedved
11 years ago

ამ მილანის რა 100 ლარი წამაგებინა 1X მეწერა :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: :loool: 100 ლარს ვიგებდი

valeri tokhadze
11 years ago

დაასვენოს ჯობს შახტარისთვის

Samtrediel90
11 years ago

უხ ტიიიიიიიიი,მილანმა მოიგო,მეგონა ვერ მოიგებდა,ეს ელ შაარავი რა ამბავშია :up: :up: :up: მაგარი კაცია,ნეტა არ მოგვყიდის მილანი? :modee:

Di Francesco # 1
11 years ago

კვალიარელა განაცხადში არი, ანუ არანაირი დასჯა და რაღაცა არ ყოფილა
სასტავში არ იქნება მარა შეიძლება დაგვჭირდეს და შემოიყვანს
მემგონი მე და კვალაირელას გაგვიხარდება მარტო რო დაგვჭირდეს :chuvak:
მარა ისედაც მოვიგებთ
:italy: :achuu: :italy:

del piero del piero
11 years ago

Youtube. Juventus 2004-05 chawere 6 nawiliani video yvela tamashi shedis serieA si

giolagvilava
11 years ago

ბიჭებო იუვეს ძველი თამაშის ჩანაწერები სად უნდა ვნახო?ვტქვათ 2006 წელს ვერდერთან ????

forza bianconeri
11 years ago

გიორგი :forza: :love:

dato_juventino
11 years ago

:love: :love: :love: ჩემი გორილაა კაციიი ძან მაგარი დერბში რო იქნებაა :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
11 years ago

აღნიშვნა იცის ძან მაგარი და ბევრი გოლი მინდა რო შეაგდოს :chuvak:

d a v i d
11 years ago

ამას რო გოლი გააქ გულ-მკერდი მემტკივა :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  d a v i d

:chuvak:

Di Francesco # 1
11 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x