ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო მზად არის დერბისთვის

ჯორჯო კიელინიმ დაარწმუნა ბიანკონერის გულშემატკივარი , რომ თავს კარგად გრძნობს და შესძლებს კარიერაში მეორეჯერ გადამწყვეტი როლის შესრულებას ტურინულ დერბიში . იტალიელმა მცველმა გამოტოვა უკანასკნელი მატჩი ” მილანთან ” ტრავმის გამო , თუმცა როგორც ჩანს ხვალ იგი მოედანზე აუცილებლად გამოვა : ” ყველა ის პრობლემა , რომელიც ” ჩელსისთან ” შეხვედრაში წარმოიშვა , წარსულში დარჩა და თავს ამ ეტაპზე შესანიშნავად ვგრძნობ . ისედაც არაფერი სერიოზული არ ყოფილა და რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ , შევუდექი გუნდთან ერთად ვარჯიშს ” .

სწორედ ჯორჯომ გაიტანა სამი წლის გამართულ დერბიში გამარჯვების მომტანი გოლი , გამოიყენა რა პაველ ნედვედის გადაცემა …

” ასეთ შეხვედრაში გოლის გატანა ერთი სიამოვნებაა , რადგან ხვდები თუ რა ემოციას იწვევ არენაზე შეკრებულ ადამიანებში . თუმცა , უმეტესობა რატომღაც ” ტოროს ” მიიჩნევს ამ მხრივ უპირატესად , მაგრამ ვფიქრობ ეს ყველაფერი იმის გამოა , რომ ისინი არ აფასებენ გამარჯვების მოპოვების სურვილს . შესაძლოა სხვადასხვა მიზნებისთვის ვიბრძოდეთ , მაგრამ სასტვენის შემდეგ ეს ყოველივე მეასე ხარისხოვანია , მაშინ ხომ დერბი იწყება . მოხარული ვარ ტორინოსთან დაპირისპირებით , ვფიქრობ სერია ა-ში ტურინს ორი გუნდი აუცილებლად უნდა ჰყავდეს და იმედი მაქვს ისინი შეძლებენ ადგილის შენარჩუნებას და უახლოეს წლებში გაცილებით სერიოზული პოზიციებისთვის ბრძოლას . ადრე , დერბი ერთსა და იმავე არენაზე იმართებოდა , ეხლა კიდევ დერბი სტუმრად მოუწევთ . ეს გამორჩეულიც კი არის რადგან , მეტოქის დამარცხება ერთი ქალაქიდან საკუთარ გაზონზე დიდი სიამოვნებაა . გავიტან თუ არა გამარჯვების მომტან ბურთს კიდევ ერთხელ ? იმედი მაქვს ! ეს იქნება ოცნების ახდენა , თუმცა დარწმუნებული ვარ ტორინოს ტიფოზერიას სცენარის სხვა კუთხით განვითარება სურს ” .

ბიანკონერიმ მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია ” მილანისთან ” , თუმცა მაინც პირველ პოზიციაზეა სატურნირო ცხრილში …

” ვერანაირ ზეწოლას ვერ ვგრძნობთ და საერთოდაც ჯერ ჯერობით იმისი დრო ნამდვილად არ დამდგარა , რომ სატურნირო ცხრილში ვიხედოთ . ნებისმიერ შემთხვევაში , იმედი მაქვს , რომ პოზიციას რომელიც ეხლა გვიკავია , სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ ” .

 

წყარო : Football Italia

15 thoughts on “ჯორჯო მზად არის დერბისთვის

  1. ————————ბუფონი——————————-

    ლიხტა———–ბარძალი———კილინი———–დე ჩელიე—–

    ———-პოგბა———-პირლო———–ჯაკერინი————-

    —–პეპე—————მირკო———-ჯოვინკო—————–

    მგონი ცუდი ვარიანი არ არის :chuvak:
    ასამოა, ვიდალს და მარკიზიოს დასვენება არ აწყენდათ :juvee:

  2. კარგად უნდა გამოვტენოთ ტორინო და ამ ლიხტშტაინერს შეეშვან რა მაგ პოზიციაზე ყველაზე მაგრად თამაშობს ეგ ცუდ ფორმაშიაა თუ კარგ ფორმაში ყოველთვის ძირითადში უნდა იყოს! :forza:

  3. უხ ტიიიიიიიიი,მილანმა მოიგო,მეგონა ვერ მოიგებდა,ეს ელ შაარავი რა ამბავშია :up: :up: :up: მაგარი კაცია,ნეტა არ მოგვყიდის მილანი? :modee:

  4. კვალიარელა განაცხადში არი, ანუ არანაირი დასჯა და რაღაცა არ ყოფილა
    სასტავში არ იქნება მარა შეიძლება დაგვჭირდეს და შემოიყვანს
    მემგონი მე და კვალაირელას გაგვიხარდება მარტო რო დაგვჭირდეს :chuvak:
    მარა ისედაც მოვიგებთ
    :italy: :achuu: :italy:

Leave a Reply to JUVE Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.