ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” ლორენტე ? ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ”

” უდინეზესთან ” მატჩამდე ჯუზეპე მაროტამ ჟურნალისტებთან რამდენიმე სატრანსფერო თემაზე ისაუბრა , რომელიც შეეხო ფენანდო ლორენტეს და არტურო ვიდალს : ” წინადადება ვიდალის თაობაზე ? სიმართლე გითხრათ მასსზე და კიდევ რამდენიმე სხვა მოთამაშეზე წინადადებები ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მივიღეთ , რაც ნიშნავს იმას , რომ გუნდში არა ერთი ჩემპიონი ირიცხება . საერთოდ იუვე მიჩვეულია ყიდვებს და არა გაყიდვებს , გვსურს სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და შედეგად რომელიმე წამყვანი მოთამაშის გასხვისებაზე საუბარი არ არის . ტოპ ფეხბურთელის მოსვლა ? უმთავრესი მიზანი სწორედაც რომ ეს არის . რაც შეეხება ლორენტეს საკითხს , ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ფეხბურთელებს , რომელთაც კონტრაქტები 30 ივნისს უსრულდებათ და შედეგად ესპანელიც მათ რიცხვში იმყოფება , უფრო მეტიც ის გამორჩეული ფიგურაა და მოხარულნი ვართ , რომ ამ ეტაპზე ფავორიტები ვართ მის გასაფორმებლად . ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს პერიოდში რეალობად იქცეს .  ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მის მიმართ . კონტრაქტი ძალაში 1 ივლისიდანაც რომ შევიდეს ეს იქნება პროდუქტიული შენაძენი ” .

წყარო : Sky Sport

17 thoughts on “მაროტა : ” ლორენტე ? ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ”

  1. აუ პაცინიმ რა გოლი შეაგდო მაგრად მინდოდა მაგის მოსვლა, მატრი პაცინის გაცვლა უნდოდა მილანს და მაგაზე იჩალიჩოს მაროტამ ჯობია

  2. Q a s r a

    5-6 მილიონის გამო კი არა ბილბაო არ უშვებს პრინციპის გამო, 2 მილიონად გამოუშვებენ ჭკუა რომ ჰქონდეთ, ზაფხულში ერთ თეთრსაც ვერ მიიღებს ამ დონის ფეხბურთელის სანაცვლოდ, საქმე იმაშია რომ ზაფხულში გაკეთებული განცხადების გამო ურუტია არ უშვებს ) მაროტა არ არის დამნაშავე ამ ტრანსფერის სირთულეში, ეხლა 20 მილიონს ნაღდად არ გადაიხდის ჭკვიანი კაცი 3 თვე რომ აქვს კონტრაქტი ისეთ მოთამაშეში..

    განამ შეაგდო, ამ ნაკრებს ვგულშემატკივრობ )) ბადუ მაგარი კაცია..

  3. მოიყვანე მოიყვანეეე !!!!! ხო არაა ძვირი ვააა :mad:
    ეხლა არ თქვათ ლორენტე არაფრის აზე არაო ნორმალური ფეხბურთელია ისეთ მომენტებს არ აფუჭებს კაცი რო გადაირიოს, უკეთესებიც არსებობენ მაგრამ ესენი ვერ იყიდიან.

Leave a Reply to გიო დარჯანია Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.