ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლენონი: ” ყველაფერი შეიძლება მოხდეს ”

“სელტიკის” დამრიგებელი ნილ ლენონი დღევანდელი გამოცდისათვის მზადაა. შოტლანდიელთა თავკაცი რთული მატჩის მოლოდინშია, მისი გუნდი ხომ “სელტიკ პარკზე” იტალიის ჩემპიონს უმასპინძლებს : “ მოუთმენლად ველოდებით იმ გამოწვევებს, რასაც “იუვენტუსი” შემოგვთავაზებს. ტურინული კლუბი კაგრადაა ორგანიზებული, შესანიშნავი დაცვის ხაზიც უმაგრებს ზურგს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბრწყინვალე ფეხბურთელებზე, რომლებიც “ბიანკონერის” რიგებში ირიცხებიან. ვიდალი, მარკიზიო და პოგბა უნიჭიერესები არიან, პირლო კი ჯერაც თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ნახევარმცველია. დიდებულ გუნდსა და დიდებულ მწვრთნელს ვუპირისპირდებით, მიხარია, რომ “იუვენტუსისა” და ანტონიო კონტეს წინააღმდეგ მომეცა ძალების გამოცდის საშუალება. ორი თამაშის ჯამში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დღეს კი უბრალოდ არაფერი გადაწყდება. მთელი 180 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვაპირებთ დახარჯვას. ” -აცხადებს “სელტიკის” თავკაცი.

წყარო: football italia

74 thoughts on “ლენონი: ” ყველაფერი შეიძლება მოხდეს ”

  1. სტორარი, კასერესი, ბონუჩი, პელუზო, დეჩელიე, პადოინი, მარონე, ისლა, ჯოვინკო, კვალიარელა, მატრი ამ სასტავით მოვუგებ სელტიკს სადაცგინდა :chuvak:
    სელტიკ პარკი არა კვახი ასეთი დონის გუნდებს ულაპარაკოდ უნდა მოუგო

  2. ერთი ნათელია, რომ დღეს არცთუ სუსტ მეტოქეს ვხდებით. ამ გუნდში არ ირიცხებიან ვარვსკლავები, მაგრამ ერთი თამაში სახლში ყველას შეუძლია (თუ ძაან გამოუცელი გუნდი არაა). ეს თამაში არ იქნება გახსნილი, ლაღი. მოედნის ყველა მონაკვეთზე იქნება ბრძოლა და მგონია მაქსიმუმ 2 გოლი გავა, ისიც თუ გავიდა. მოედნის ფაქტორს იმიტომ აქ ამხელა მნიშვნელობა, რომ ბრიტანული სტადიონებში მოედანსა და მაყურებელს შორის მანძილი დიდია არაა და შესაბამისად როცა ყურისძირში გიყვირიან არაა ადვილი თამაში. ინგლისის გუნდი, რომ იყოს ისინი შეჩვეულები არიან და იმდენად არ გაუჭირდებათ. მე იმის იმედი მაქვს, რომ იუვე გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და მსგავსი რამ დიდად არ იმოქმედებს. ამიტომაც არ მინდა პელუზო, ჯაკერინი, მარონე ან ვინმე სხვა გამოუცდელი დააყენოს. ჩემი ვარაუდით სელტიკი გოლს ვერ გაიტანს და თამაში 0:1 მორჩება. დიდი იმედი მაქვს რომ ხვალ ყველანი გამარჯვებას მივულოცავთ ერთმანეთს. წინ, გლაზგოსჯენ! :forza: :forza: :forza: :forza:

    1. გეთანხმები,პელუზოს დაყენებას არც მე ვემხრობი…არაა იმ დონის რომ მაგხელა ზეწოლას გაუძლოს….ყველამ იცის რა ძნელია ბრიტანულ სტადიონზე თამაში და არამგონია მასთმა გამოუცდელმა ფეხბურთელმა იქ შეძლოს მობილიზება…. ასამოა ათამაშოს ჯობია.. და მარკიზიოს ნაცვლად– პოგბა….მარკიზიოს მაინც ახალი მორჩენილი აქვს ტრამვა და ჯობია არ დატვირთოს და არ გაურთულოს ისევ

      1. ასამოა ხო ყოველ მეორე დღეს სტემფორდბრიჯებზე და უემბლებზე თამაშობს :lool: რაიყო დელპიერო გაუშვეს გუნდიდან და მაგას არ მოყოლია იმხელა ამბავი რაც ასამოას :lool:
        პელუზო ბევრად ჯობია ასამოას და ვნახავთ მაგას ამ საღამოს, ასმოა არი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთლი, კაი მარა მაინც ჩვეულებრივი

  3. ამ სასტავიტ გამოვა ჯუვე დგეს

    ბუფონი
    ბონუჩი, ბარძალი, კასერესი
    პირლო
    ლიხტშტაინერი, მარკიზიო, ვიდალი, ასამოა
    ვუჩინიჩი, ჯოვინკო

    1. პოგბამ მინდა დღეს რომ ითამაშოს.. ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლა იქნება და პოგბა მაგარ ჯანზეა.. მაგრამ ვის მაგივრად ეგ უკვე აღარ ვიცი : ))

      1. მარკიზიოს ნაცვლად ალბათ…ახალი მორჩენილი აქვს ტრამვა და ჯობია არ გაირთულოს რეციდივი…. ალბათ მარკიზიოს ნაცვლად ითამაშებს პოგბა თუ ითამაშა

  4. juveboy-leo – არა გასაგებია შენ რასაც ამბობ, უბრალოდ არ გეთანხმები : ))) ეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფია და აქ ეგეთი რამე – მოდი არ მოვუგოთ მაინც სელტიკ პარკია, მოდი ეხლა არ გვინდა მთელი ძალით თამაში და სახლისთვის გადავდოთ, მგონი უადგილოა

    ეგეთი ადამიანობის გამოვლენა გვეყო ორი წელი ყველას რო ვაგებინებდით და მეშვიდეზე რო გავდიოდით.. აი ის პერიოდი კრასიჩი რო გვლიდერობდა :lool: :lool: :lool:

  5. ეს თამაში მაგარი ამოუცნობია, ყველაფერი შეიძლება მოხვდეს, მოგებაც, წაგებაც, ფრეც, განადგურებაც, მაგრამ ყველაფერი უნდა გამოვრიცხოთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში :forza: :juvee:

  6. ძალიან სწორად ისაუბრა ამ კაცმა, ეტყობა კაი კაცია.. მაგრამ უნდა დავამარცხოთ მათსავე მოედანზე, არანაირი დანდობა!!!

  7. juveboy-leo
    შენ გგონია რო ვალენსიას მეტად ჯობია პსჟ ვიდრე სელტიკს იუვე?
    ვალენსია დღეს გადაახევს ბურთს პსჟ_ს და იუვე კიდე სელტიკს

    1. ანგარიშები არასწორად გიწერია ; )
      ვერ ვხვდები რატომ გონია ბევრს პსჟს მოგება და იუვენტუსის ვერ მოგება.. გასაგებია სელტიკ პარკი და რამე, მაგრამ ათჯერ უფრო მაგარი გუნდი გვყავს!!!

        1. აზრს ვერ მივხვდი… რას ქვია არ იკადრებენ :boli:
          მე ვფიქრობ რო სელტიკს იუვენტუსთან შანსი არ აქვს, და თუ არ იკადრეს და ძალით არ მოუგეს ამდენ იუვენტუსის გულშემატკივარს ფეხებზე გვიკიდებენ და ეგ არის მაშინ

  8. ხო მეც ეგრე ვფიქრობ, თუ რამის მიღწევა უნდათ დღეს სელტიკს მინიმუმ 2 ბურთით უნდა მოუგონ და მოუგებენ კიდეც. ყველას გონია რო ძნელი თამაში იქნება, მე კიდე მგონია რო ადვილად და დამაჯერებლად შევძლებთ სელტიკის დამარცხებას. :forza:

  9. უნდა მოვიგოთ უეჭველი, სელტიკთან თუ გაგვიჭირდა რეალთან რა იქნება? სელტიკი უნდა გვანადგურო დღეს და მეოთხედფინალს უფრო მშვიდად შევხვდებით

Leave a Reply to Di Francesco # 1 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.