ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი: ” ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა ”

არტურო ვიდალი გუშინდელ დაპირისპირებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, ჯერჯერობით, მეოთხედფინალისტის ვინაობა გარკვეული არაა. “იუვენტუსმა” გასვლაზე “სელტიკის” ანგარიშით 3-0 დამარცხება შეძლო, მაგრამ წყვილში საბოლოო გამარჯვებულის ვინაობა ტურინში გამართულ შეხვედრაში გადაწყდება: ” არა, ჯერ ყველაფერი დასრულებული არაა. კარგი მატჩი ჩავატარეთ და შედეგიც ცოტა დამშვიდების საშუალებას გვაძლევს, თუმცა “სელტიკი” ძლიერი გუნდია და ასევე უნდა მივუდგეთ ტურინში გამართულ მშეხვედრაშიც. ვნახეთ ფიზიკურად როგორი მომზადებულიც იყო გუნდი და ამიტომაც, ვფიქრობ, დასაწყისიდანვე კარგად ვავიწროვებდით მეტოქეებს. ველოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ასეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ანგარიშში არ აისახებოდეს. განსხვავებული ფეხბურთი ვაჩვენეთ, ვიდრე იტალიაში “ფიორენტინასთან”. მაშინ უფრო მეტი კონტროლი გვქონდა ბურთზე, აქ კი მეტი ყურადღება ტაქტიკურ ბრძოლას მივანიჭეთ. “სელტიკის” სიძლიერე კუთხურებში იყო, შტეფანს შეექმნა კიდეც სირთულეები, მაგრამ მოწინააღმდეგეები კარგად გვყავდა შესწავლილი და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ” -აცხადებს ვიდალი.

წყარო: football italia

15 thoughts on “ვიდალი: ” ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა ”

  1. კარგია რომ ასე მიაჩნიათ მართალი დიდი უპირატესობა აქვს იუვეს მაგრამ მაინც ლიგაა და უმჯობესია სიფრთხილე გამოიჩინონ.(არსენალი მილანი გვახსოვს ყველას 4-0 მორჩა პირველი შეხვედრა) :forza: :forza: :forza: :forza:

  2. გადაწყვეტილია აბა რაარის,სელტიკი რო 3 ბურთის გამტანი არაა ტურნინში მაგას ვიდალ რათ უნდა ბევრი მტკიცება,ნუ ახურებ ეხლა :chuvak:

  3. ყველას გილოცავთ კლასიან გამარჯვებას!! :juventus:

    აღნიშვნის ღირსია მარკიზიოს ფანტასტიური თამაში,(საინტერესოა რას ფიქრობენ ის იუვენტინოები, ვინც მარკიზიოს არაჯეროვნად მოიხსენიებდა); ჩემი გაკვირვებამდე მოწონება პელუზოს-ეს ბიჭი, რომ ასე კარგად წარმოაჩენდა თავს ლიგაზე ნამდვილად არ მეგონა; და ბოლოს ჩემი უდიდესი მადლობა მთლიანად გუნდს, ანტონიო კონტეს და განსაკუთრებით ჭეშმარიტ იუვენტინოს-კლაუდიო მარკიზიოს, გაწეული უდიდესი შრომისათვის!!

    მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  4. არ გინდა ახლა არტურო ეს ზედმეტი დიპლომატია, სელტიკის და ჩიხურას შანსები იუვესთან ერთმანეთს უტოლდება :mrgreen::mrgreen::mrgreen: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

  5. ისე ვიდალს ყვითელი რო აეღო ტეხნიკურად კაი იქნებოდა,შემდეგ თამაშს თან გამოტოვებდა,თან დაისვენებდა,და 1/4-შიც სუფთა იქნებოდა

  6. სახლსI ეგაა რო არ წავაგოთ და მოგებაზე ვითამაშოთ თორე რა არ გადაწყვეტილა სელტიკი რო 4 და 3 გოლის გამტანი მითუმეტეს ტურინში რო არაა თავს დავდებ . იმედია ტურინში მაინც ათამაშებს ანელკას სრულად

Leave a Reply to mezeldera Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.