ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანჩესის კატალონიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

ორი წლის შემდეგ ალექსის სანჩესმა შესაძლოა დაასრულოს ესპანური თავგადასავალი და კარიერი კვლავინდებურად აპენინებზე გააგრძელოს . საქმე იმაშია , რომ ჩილელი არცთუ ისე კარგად ჯდება ვილანოვას სათამაშო სქემაში და შესაბამისად ესპანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მზად იქნებიან შეელიონ მას . სავარაუდოდ სატრანსფერო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება , რაზეც ტურინელები არ დაიხევენ უკან . ბოლო ინფორმაციით სანჩესისთვის მაროტას შესაძლოა კონკურენტი ფლორენციული ” ფიორენტინას ” სახით გამოუჩნდეს , რომელიც სტეფან იოვეტიჩის გასხვისებას გეგმავს და აღებული თანხით სწორედ ალექსის შეიძენს . მიუხედავად ამისა , ტურინული ვარიანტი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება და იტალიის 30 გზის ჩემპიონი მაინც ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ ამ სიტუაციაში .

წყარო : tuttojuve

39 thoughts on “სანჩესის კატალონიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

  1. იყიდონ და თუ უნდათ 60 მილიონი გადაიხადონ, ამ ზაფულს იმდენი ფული დაზოგეს არაფერი უჭირთ.. ისევ მშრალზე დარჩენას ყველაფერი სჯობს :chuvak:

  2. ეს ნამდვილად არ ღირს 30 მილიონი,რეალური ფასი 12-15 მილიონია… ცუდი ფეხბურთელი არ არის და კარგადაც გაქაჩავს ჩვენთან, მაგრამ 30 მილიონად იოვეტიჩის ან სუარესის მოყვანა ჯობია 10000 %-ით… გეთანხმებით ბიჭებო ვინც ჯეიმს როდრიგესს ირჩევთ, ეგეც ძალიან მაგარი ფორვარდია_სულ ცოტა ხანში სუარესის და იოვეტიჩის დონემდეც მივა

    პ.ს. იოვეტიჩი, სუარესი,ჯეიმს როდრიგესი_აი ეს 3 ფეხბურთელია პირადად ჩემი ფავორიტი :oldman:

  3. ცუდი ვარიანტი არ არის მაგრამ სადაც მაროტამ 30 მილიონი სხვა უფრო კარგ თავდასხმელში არ გადაიხადა მეეჭვება ამაში გადაიხადოს მე პირადად ამ თანხად სუარესი მირჩევნია ანდაც 30 მილიონად რამდენიკარგი თავდამსხმელი შეიძლება რომ იყიდო
    იგივე სუარესი, იოვეტიჩი, ჯეკო, ლევანდოვსკი, დამიაო, მარიო გომესი, იგუაინი
    ანდა უფრო დაბალ ფასად ეს ხალხიც გამოგვადგება
    მატავზი, ვინალდუმი, ჯეიმს როდრიგესი, ჯექსონ მარტინესი, ბურაკ ილმაზი, ლუის ადრიანო, ლენსი, ლამელა.

  4. 30 millioni bevria tore me dzaan momwonda udineshi da Qveda komentaris avtorma rogorc dawera
    Barcashi bevrma ver gaqacha,barca yvela gundze ramodenime tavit magla dgas dges,da mand tu ver gaqache imas ar nishnavs ro cudi xar. Da chveni sacodavi,daqceuli tavdasxmis shemxedvare amas ar unda viwunebdet.

  5. 30 ლიმონი ძალიან ბევრია, მაგრამ ისე იძახით თითქოს ან თქვენი ჯიბიდან მიდის, ან სანჩესზე უკეთესები სკამზე გიზით :)))) თუ გახსოვთ თავის დროზე უნდოდა კონტეს ეს მაგრამ მაყუთში ჩაიჯვეს და ვერ იყიდეს. ჩემი აზრით იუვეს სტილის მოერგება და ძალიან გამოგვადგება. თან არ დაგავიწყდეთ 24 წლისაა სულ რაღაც და წინ აქვს ყველაფერი. სადაც ჯოვინკო ამომავალი ვარსკვლავია, ამას რატო იწუნებთ ჩემამდე არ დადის :დ მოიყვანონ ესეც სუარეზიც და რაც მეტი უკეთესი. ეს უვარგისები კიდე გაყიდონ ( კვალი სებას გარდა ) და თავდასხმაც თუ კარგი გვეყოლა, მერე უკვე მოვითხოვოთ ლიგა. დღეს ლიგის მოგებას თუ მოვახერხებთ (ცოტა მეეჭვება, ან ძალიან უნდა გაგვიმართლოს) ეს იქნება ნახევარდაცვის დამსახურება, თუმცა იმედია ცოტას ეს უვარგისებიც დაეხმარებიან :)

  6. ალექსა გამოგვადგება მესის და ინიესტას ჩრდილშია თავდასხმაში ! ეს თავის ტექნიკით უკან დაიხევს წინ ლორენტე და მერე ააწყობენ მაგრად ასისტი-შესრულება ჯიოვინკოც იგივე სტილია მარა ცენტრფორვარდობას ამუღამებინებს საკაიფოდ კონტე

  7. მესის ჩრდილში კრიშტიანოა ბოლოს და ბოლოს და რას ერჩიტ ამ სანჩესს მარა არამგონია გამოგვადგეს მე ვილა მინდდა
    ესპანური ტანდემი

  8. ეხლა სანჩესის დაწუნება არ დაიწყოთ რა იუვეს წინა ხაზის შემხედვარე :lool: ბევრს წარმოდგენაც არ აქ რას წარმოადგენს ეს ფეხბურთელი და სახელი და გვარის გამო იწუნებენ :-| ბარსაში იბრამაც ვერ გაქაჩა მერე რა ნიშნავს რო ბანძია

  9. ძველ ფორმას თუ აღიდგენს ცუდი ვარიანტი არაა მარა 30 მილიონი ძაან არარეალურია!!!
    15-18 მილიონად თუ დავითრიეთ მაშინ ღირს ყიდვა!!!
    და მერე გადავალთ 4-3-3 თაქტიკაზე, მაგ:

    —–სანჩესი————–ლორენტე————ჯიოვინკო———

    ცუდი იქნება? ორი სწრაფი და ტექნიკური გარემარბი და ერთის ცენტრ ფორვარდი რომელიც თავითაც და ფეხითაც კარგად თამაშობს, მოკლედ მე წინააღმდეგი არ ვარ ოღონდ 15-18 მილიონად მეტი არა :chuvak:

  10. ოეეე რა სანჩესი თან 30 მილიონიო :blin:
    10 მილიონზე ნაკლებად თუ იყიდიან ბაზარი არაა,ისე არა,მაგარი ფარჩაკი ფეხბურთელია
    ამდენი ფული თუ გაქვთ წადით,შეცდომა გამოისყიდეთ და ვერატი დააბრუნეთ უკან :chuvak: + 1 წესიერი ფორვარდი და ვსიო,არავინ აღარაა საჭირო
    სანჩესი არა რაიტფილიპსი
    ამაზე უკეთესი კრასიჩი იყო

  11. ikajuve1011
    სანჩესს ისეთი არაფერი არ გაუკეთებია ბარსამდე რო მისი ბარსაში ცუდი თამაში რამეს დააბრალო, მე მისი რეალური ძალა ის მგონია რასაც ბარსაში აკეთებს
    ვერანაირად ვერ მივიღებ არგუმენტად იმას რო უდინზესში მაგარი იყო, უდინეზეში ბევრი ფეხბურთელია მაგარი მარა ბარსას სხვა ჭირდება იგივე იუვესაც

    1. ბარსამდე დაფრინავდა სერია A-ში
      არა მე მაინც არ მგონია სანჩესი იუვეში მოვიდეს, მაგრამ ბარსადან რო უნდა წავიდეს ამაში სადავო არაფერია
      სანბამ ბარსაში მესი, ინიესტა და ხავი იქნება მაგ გუნდში სხვა ვერ გაიბრწყინებს, და ეს იმას არ ნიშნავს რო სანჩესი ცუდი ფეხბურთელია, უბრალოდ ის სამი არიან არანორმალურად ბარსას სტილის ფეღბურთელები, ეგ სამი ქმნის დღევანდელ ბარსას სტილს

  12. მაგარია სანჩესი, ბარსა ვერ იყენებს ამას.. ბარსაში უბრალოდ სხვა ფეხბურთელებზე კეთდება მთავარი აქცენტი.
    გადმოვიდეს იუვეში და ნახავთ ამის რეალურ ძალას

    1. აარსწორად კეთდება აქცენტი? ამას პედრიტო მირჩევნია ასი თავით ბარსა არ გაყიდის თუარა ნებისმიერ სხვა კლუბში ვარსკვლავი გახდება, ბარსაში მესის ჩრდილშია

      1. პედროზე არ ვდავობ. მომენტებს მაგრად იყენებს.
        მაგრამ სანჩესი თავის შესაძლებლობების ხუთ პროცენტს ვერ ავლენს ბარსაში, ხდება ესეთი რამეები, ტორესი გაიხსენეთ ლივერპულში დაფრინავდა გადავიდა ჩელსიში და თითქოს ფეხბურთის თამაში დაავიწყდაო, არადა ტაკტიკას ვერ მოერგო

  13. ბარსა და რეალი როგორც ყოველთვის ფეხბურთელების გამფუჭებელი მანქანები არიან უდინეზეში არაუშავდა მაგრამ ბარსამ სულ გააფუჭა

  14. ამას როსი ჯობია და თუ სანჩესს იყიდიან მაგარი სისულელე გამოუვა მაროტას, არ იყო როსი დასაკარგი კაცი ტრამვის მიუხედავად

Leave a Reply to Samtrediel90 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.