ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სანჩესის კატალონიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

ორი წლის შემდეგ ალექსის სანჩესმა შესაძლოა დაასრულოს ესპანური თავგადასავალი და კარიერი კვლავინდებურად აპენინებზე გააგრძელოს . საქმე იმაშია , რომ ჩილელი არცთუ ისე კარგად ჯდება ვილანოვას სათამაშო სქემაში და შესაბამისად ესპანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მზად იქნებიან შეელიონ მას . სავარაუდოდ სატრანსფერო თანხად 30 მილიონი ევრო სახელდება , რაზეც ტურინელები არ დაიხევენ უკან . ბოლო ინფორმაციით სანჩესისთვის მაროტას შესაძლოა კონკურენტი ფლორენციული ” ფიორენტინას ” სახით გამოუჩნდეს , რომელიც სტეფან იოვეტიჩის გასხვისებას გეგმავს და აღებული თანხით სწორედ ალექსის შეიძენს . მიუხედავად ამისა , ტურინული ვარიანტი გაცილებით მიმზიდველად გამოიყურება და იტალიის 30 გზის ჩემპიონი მაინც ფავორიტად უნდა ჩავთვალოთ ამ სიტუაციაში .

წყარო : tuttojuve

39 thoughts on “სანჩესის კატალონიური კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

  1. სუარესი არ წამოვა ლივერპულიდან
    ჯერ კიდევ შარშან რო იყო ლაპარაკი მაშინ მითხრა ლივერპულის გულშემატკივარმა ჩემმა ნათესავმა რო არ გადმოვაო და ეხლაც მაგას ამბომს რო არ წამოვა და რატომღაც მეც მგონია რო არ წამოვა
    იოვეტიჩი კი კაი ვარიანტია და იგუაენი
    რაც შეეხება სანჩესს კარგი კია მაგრამ 30-მილიონი მართლა არ ღირს მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს რო არ გაიმეტონ 30 და უფრო იაფად ვინმე კვერცხი მოიყვანონ
    :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  2. __YVELAZE REALURI DA CHKVIANURI GALATASARAIS FORVARDI BURAK ILMAZIA
    RATO ARAVIN LAPARAKOBT MASZE RAXAM TURKIA DA RAGAAC??????? DZ MAGARI MEGOLE DA TEQNIKURIA,SAOCARI ALGO AQVS GOLIS
    SIAMOVNEBIT VIXILAVDI JUVESHI ___
    TIPI JER KIDEV TRABZON7I MOMWONDA LIGAZE RAMDENI GOLI AQ DA TURQETIS CHEMPIONATSHI ICIIT??????????????

  3. რა სუარესი კაით რა, კაი ფეხბურთელია მარა მაგარი ცუდი ტიპია და მაგიტომ არ მოიყვანენ იუვეში, აფერისტი უზრდელია ))))))) მაგის სიაფანტობები გვაკლია ეხლა კიდე იუვეში :lool: იოვეტიჩი მოიყვანონ ისევ თუ უნდათ, ან ამას რას ერჩით ? 30 მილიონი ისე იძახით თითქოს თქვენი ჯიბიდან მიდის რა :lool:

Leave a Reply to juveboy-leo Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.