მატრი : ” ნაკრები არის ოცნება , რომლისთვისაც ვიბრძვი ”
ყველანი საუბრობენ ” რეალზე ” , ” ბარსელონაზე ” , ” ბაიერნზე ” , ” ბორუსიაზე ” … დიდი თუ პატარა ყველა იმას განიხილავს , თუ რა შანსები აქვთ კონკრეტულ კლუბებს ერთმანეთთან . ჩვენის მხრივ განვიხილავთ ბებერი ქალბატონის შესაძლო მომავალ მეტოქეებს , რომელიც ხვალ გახდება ცნობილი . ამასობაში ალესანდრო მატრი კი Juventus Channel – თან საუბრის დროს შემდეგ რამეს ამბობს : ” თუ შეიძლება ისევ ” მალაგა ” მოგვართვით ” . ტურინელთა ფორვარდს კარგად ახსენდება ესპანელებთან მატჩი რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოს გაიმართა , რომელიც იუვეს გამარჯვებით ანგარიშით 2-0 დასრულდა და მასში ორივე ბურთი სწორედ მატრის ანგარიშზეა : ” ” მალაგამ ” წარმატება მოგვიტანა , სულ რამდენიმე დღეში ხომ ჩვენ იტალიის სუპერ თასის გამარჯვებულები გავხდით , ამიტომ კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ გვეთამაშა მათ წინააღმდეგ . თუმცა , კარგად მოგვეხსენება , რომ კენჭისყრა ლატარიისგან არაფრით განსხვავდება და აქ ყველაფერი შეიძლება , რომ მოხდეს “ .
კენჭისყრა ხვალინდელი დღის მცირე დროს დაიკავებს , მხოლოდ იმის გაგება იქნება აუცილებელი თუ ვის წინააღმდეგ მოუწევთ ასპარეზობა იტალიის მოქმედ ჩემპიონებს , რის შემდეგაც კონცენტრაცია კვლავინდებურად ” ბოლონიასთან ” გასამართ მატჩზე მოხდება . ჩემპიონთა ლიგა აპრილში განახლდება , ხოლო იქამდე მატრის მოსაზრებით იოლი გასეირნება მას და მის გუნდს ნამდვილად არ ელის კალჩოში …
” ბოლო მატჩებში ვიხილეთ , რომ ” ბოლონიამ ” კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმა შეიძინა . ვფიქრობ მათ ყველაფერი გააჩნიათ იმისათვის , რომ კიდევ უფრო მოუმატონ და შეინარჩუნონ ადგილი სერია ა-ში ” .
ამ დაპირისპირების შემდეგ , მცირე საკლუბო შესვენება იქნება , რომელსაც სანაკრებო ბატალიები ჩაანაცვლებს , რისი დასრულებისთანავე კალჩოში სუპერ მატჩი იქნება ნერიაძურის წინააღმდეგ …
” ნაკრები ოცნებაა და ვაგრძელებ ბრძოლას , რომ ის რეალობა გახდეს . კარგად მესმის , რომ ტურინში წარმატებული კარიერის შემთხვევაში იქ აუცილებლად მოვხვდები . ” ინტერი ” ? სიმართლე გითხრათ არ ველოდი , რომ ასეთი სახის პრობლემებს წააწყდებოდნენ . ჩვენ მაგალითად ორ წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია ამისი , როდესაც საქმე არცთუ ისე კარგად მიდის , თუმცა ” ინტერი ” გამოცდილი გუნდია და ისინი აუცილებლად იპოვნიან გზას კრიზისის დასაძლევად ” .
წყარო : Juventus.com
აუ წარმომიდგენია რა მოხდება ტურინში!

მაგარი ომი იქნება მსოფლიო ჩვენს გარშემო ტრიალებს ეხლა

გამოიგებს ბაიერნიიიიიიიი

ESPANUR KLUBEBS MAGARI GAUMARTLAT TO
CHVEN GADAVXSNIT BAVARIAs
სიკვდილის ჯგუფის და მანიუს მერე მადრიდი დაასვენეს ))))))))) პსჟ კიდე მგონია სენსაციას შემოგვთავაზებს
ტურინში ჯოჯოხეთი ელოდებათ!
პირველი გასვლაზე მშვენიერია
ყველას გაუმარტლა ტო რა იყო ეს

აუ რა ჯოჯოხეთს მოუწყობთ
კაია )) გამოვაგდებთ უეჭველი )))

აეეეეეეე ქანთარია მოდის გერმანიააა

კაია პირველი გასვლაზე გვაქ
მანძუკიჩ მოვიდავრთ მანძუკიჩ

პირველი თამაში გერმანიაშია
მოუხნავთ სტადიონს !
ბბაააააააააააააიიიიეეეეეეეეეეეეეეეეეეერრრრრნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :)))))
კაია კაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

იუვეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!!!!!!!!!!!! არაუშავს ბიჭებო შევჭამთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
