ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი : ” ნაკრები არის ოცნება , რომლისთვისაც ვიბრძვი ”

ყველანი საუბრობენ ” რეალზე ” , ” ბარსელონაზე ” , ” ბაიერნზე ” , ” ბორუსიაზე ” … დიდი თუ პატარა ყველა იმას განიხილავს , თუ რა შანსები აქვთ კონკრეტულ კლუბებს ერთმანეთთან . ჩვენის მხრივ განვიხილავთ ბებერი ქალბატონის შესაძლო მომავალ მეტოქეებს , რომელიც ხვალ გახდება ცნობილი . ამასობაში ალესანდრო მატრი კი Juventus Channel – თან საუბრის დროს შემდეგ რამეს ამბობს : ” თუ შეიძლება ისევ ” მალაგა ” მოგვართვით ” . ტურინელთა ფორვარდს კარგად ახსენდება ესპანელებთან მატჩი რომელიც 2012 წლის 4 აგვისტოს გაიმართა , რომელიც იუვეს გამარჯვებით ანგარიშით 2-0 დასრულდა და მასში ორივე ბურთი სწორედ მატრის ანგარიშზეა : ” ” მალაგამ ” წარმატება მოგვიტანა , სულ რამდენიმე დღეში ხომ ჩვენ იტალიის სუპერ თასის გამარჯვებულები გავხდით , ამიტომ კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ გვეთამაშა მათ წინააღმდეგ . თუმცა , კარგად მოგვეხსენება , რომ კენჭისყრა ლატარიისგან არაფრით განსხვავდება და აქ ყველაფერი შეიძლება , რომ მოხდეს “ .

კენჭისყრა ხვალინდელი დღის მცირე დროს დაიკავებს , მხოლოდ იმის გაგება იქნება აუცილებელი თუ ვის წინააღმდეგ მოუწევთ ასპარეზობა იტალიის მოქმედ ჩემპიონებს , რის შემდეგაც კონცენტრაცია კვლავინდებურად ” ბოლონიასთან ” გასამართ მატჩზე მოხდება . ჩემპიონთა ლიგა აპრილში განახლდება , ხოლო იქამდე მატრის მოსაზრებით იოლი გასეირნება მას და მის გუნდს ნამდვილად არ ელის კალჩოში …

” ბოლო მატჩებში ვიხილეთ , რომ ” ბოლონიამ ” კარგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმა შეიძინა . ვფიქრობ მათ ყველაფერი გააჩნიათ იმისათვის , რომ კიდევ უფრო მოუმატონ და შეინარჩუნონ ადგილი სერია ა-ში ” .

ამ დაპირისპირების შემდეგ , მცირე საკლუბო შესვენება იქნება , რომელსაც სანაკრებო ბატალიები ჩაანაცვლებს , რისი დასრულებისთანავე კალჩოში სუპერ მატჩი იქნება ნერიაძურის წინააღმდეგ …

” ნაკრები ოცნებაა და ვაგრძელებ ბრძოლას , რომ ის რეალობა გახდეს . კარგად მესმის , რომ ტურინში წარმატებული კარიერის შემთხვევაში იქ აუცილებლად მოვხვდები . ” ინტერი ” ? სიმართლე გითხრათ არ ველოდი , რომ ასეთი სახის პრობლემებს წააწყდებოდნენ . ჩვენ მაგალითად ორ წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია ამისი , როდესაც საქმე არცთუ ისე კარგად მიდის , თუმცა ” ინტერი ” გამოცდილი გუნდია და ისინი აუცილებლად იპოვნიან გზას კრიზისის დასაძლევად ” .

 

წყარო : Juventus.com

 

57 thoughts on “მატრი : ” ნაკრები არის ოცნება , რომლისთვისაც ვიბრძვი ”

  1. სიკვდილის ჯგუფის და მანიუს მერე მადრიდი დაასვენეს ))))))))) პსჟ კიდე მგონია სენსაციას შემოგვთავაზებს :mrgreen:

  2. ბბაააააააააააააიიიიეეეეეეეეეეეეეეეეეეერრრრრნიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :)))))

  3. კაია კაიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Leave a Reply to BrainWasheR Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.