ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე გულშემატკივრების ქცევით უკმაყოფილოა

მოგეხსენებათ “სერია ა”-ში ხშირად ხდება გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება, ეს არამხოლოდ სიტყვიერია არამედ ფიზიკურიც. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითი “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” მატჩი, როდესაც “ნაპოლის” გულშემატკივრებმა “იუვენტუსის” გულშემატკივრებს მაშხალა ესროლეს და დააზიანეს ისინი. “სერი ა”-ში საშიში დაპირისპირებები გრძელდება. ევროპაში მართალია ერთ-ერთი საუკეთესო ლიგაა, მაგრამ თუ დაპირისპირებები ასე გაგრძელდება მზად ვარ დავტოვო იტალია. არცერთი ადამიანი არ გარისკავს ოჯახთან ერთად სტადიონზე მისვლას, რადგან ეს სახიფათოა. ნივთების კონტროლი მხოლოდ “იუვენტუსის”, “ინტერის”, “მილანის” და “რომას” სტადიონებზე მიმდინარეობს, დანარჩენ 20 გუნდს კი ძალიან სახიფათო არენები აქვთ. “ნაპოლის” ფანების საქციელი ჩვენ ნამდვილად გვახსოვს, მათ ესროლეს მაშხალა წინ “იუვენტუსის” ფანებს, ხოლო ამის შემდეგ ისინი ჩემზე თავდასხმას ცდილობდნენ, მაგრამ იქვე იტალიელმა პოლიციელებმა გადამარჩინეს.” – განაცხადა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ.

წყარო : Football Italia

62 thoughts on “კონტე გულშემატკივრების ქცევით უკმაყოფილოა

  1. გაიხარეთ ბიჭებო მადლობის მეტი რა გვეთქმის, სხვაგან მართლა სულ სხვა ატმოსფეროა ბევრნი არიან და ცანან, აი მაგალითად მილანის გვერდზე 1 საათი თუ რამე ახალი სტატია არ დაიწერა ხალხი გიჯდება დროზე სტატიაო :D :D ჩვენ კი რაც გვაქვს მაგაზე უკეთესი გვინდა მაგრამ თქვენს შრომას არ ვყრით წყალში, პირიქით მე მადლობის მეტი არაფრის თქმა შემიძლია, აი რამით რომ შემეძლოს დახმარება მართლა დაგეხმარებოდით, არ მაქვს ამ სტატიების წერის ნიჭი და ვერ გეხმარებით თორემ სხვა საკითხებში რითაც შემიძლია თქვენთან ვარ :juvee:

  2. JUVENTUS-10

    რა არი იცი , თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდება აი აქ ვარ სულ , არადა სამსახური ოჯახი და ათასი სხვა სიტუაცია და მაგიტომაც ვერ ვახერხებ 24 საათიან რეჟიმში აქ ყოფნას , მაგრამ საკმარისია ფანჯარა გაიჩითოს მომენტალურად აქ ვარ ნიუსებთან ერთად . არ გამიტყდება იმის თქმა რომ ვიდეოზე ტექსტის დადება არ ვიცი და არც დრო მაქვს , მაგრამ სტატიის სახით გთავაზობთ ყოველთვის . შიგთავსის მოწონებასთან დაკავშირებით ასე ვიტყვი … მე თქვენგან განსხვავებით მაგ ბიჭს უფრო უკეთესად ვიცნობ და ვიცი რა ჩუვაკიც არის … ისე სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ მედო სტატია სადაც ამ დომინირებაზე ეწერა ზუსტად უბრალოდ პროცენტული მაჩვენებლები არ დამიწერია , არ მიყვარს სტატისტიკების ძებნა , მირჩევნია კომენტარები და ინტერვიუები დავდო . და კიდევ ერთი , არასოდეს მითქვამს სხვის დახმარებაზე უარი , ძალიან გამიხარდება ბევრი თუ დამიდგება გვერდში ) აქამდე სულ სამი ოთხი კაცი ვმუშაობდით როცა სხვაგან გავიხედავ და 20-40 მსურველია ხოლმე და ერთმანეთს ასწრებენ სტატიების წერას , მაგრამ აქ არ არის ესე და რა ვქნათ უბრალოდ აი შენ მირჩიე რა გავაკეთოთ ? მაგრამ სხვა საიტებისგან განსხვავებით იმასაც ვიტყვი რომ ხარისხის დონე აქ ძალიან მაღალია მიუხედავად იმისა რომ უბრალო გულშემატკივრები ვართ , არა პროფესიონალი ჟურნალისტები , უბრალოდ გულშემატკივრები და გვიყვარს ჩვენი გუნდი და გვინდა რომ ადამიანი აქ რომ შემოვა , ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს . ამ მიზეზით გავხსენი მე პირადად 3 წლის უკან საიტი . და მართლა ძალიან მადლიერი ვარ თითოეული თქვენთაგანის ვინც აქ შემოდიხართ და ამიტომაც მოვალედ მივიჩნევ ხოლმე თავს როცა დრო მექნება არაფერი სხვა არ გავაკეთო აი აქ შემოვიდე და რამე მასალა სრულიად უბრალოც კი დავდო . შეიძლება წაკითხულიც კი გქონდეს ის , მაგრამ მე მაინც ვეძებ ვნახულობ ყველაზე ახალს და ვაქვეყნებ და მერწმუნე ბიჭები დანარჩენებიც ასე ვართ ყველანი .

  3. დათკა say ძალიანაც კარგი, გაიხარეთ ბიჭებო, იუვეს გარშემო ვართ აქ თავმოყრილები, ერთი ძალიან მაგარი გუნდის გულშემატკივრები ვართ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. იკა პროსტა ტექნიკურად მაგრად აფორმებს )) ანუ მაგ გვერდის მფლობელი )) ჩვენაირი ერთგული იუვენტინო და ძალიან მაგარი კაცია

  5. პატარა სტატისტიკა.

    ბურთის ფლობის მაჩვენებელი სერია ა-ში:
    1. იუვე – 58%
    2. მილანი – 56%
    3. ფიორენტინა – 55%
    4. რომა – 54%
    5. ინტერი – 53%
    6. ნაპოლი 52%

    შეტევების სიმწვავე:
    1. იუვე – 72%
    2. რომა – 66%
    3. მილანი – 60%
    4. ფიორენტინა – 60%
    5. ნაპოლი – 59%
    6. ინტერი – 57%

    ტერიტორიული უპირატესობა:
    1. იუვე – 14:04
    2. მილანი – 13:08
    3. რომა – 12:24
    4. ფიორენტინა – 12:09
    5. ინტერი – 11:45
    6. ლაციო – 11:10
    7. პარმა – 10:40
    8. პალერმო – 10:11
    9. ნაპოლი – 10:04

    როგორ უნდა მოიგოს ნაპოლის სტატისტიკის მქონე გუნდა ჩემპიონატი?!

  6. დათკა say კონკრეტულად გუშინდელ დღეზე არ ვლაპარაკობ, საერთოდ ვთქვი, ანუ იქ იწერება და აქ არ არის ის სტატიები, ანუ სხვა კომენტარები, თორემ თქვენს საიტებზე და ანონსებზე არაფერს არ ვაკნინებ ძმებო

  7. ამ ბოლონიას მწვრთნელმა ერთი ადგილი რო დააყენოს კაის იზავს
    მაგას უნდა შეეკითხოს კონტემ რა და როგორ უნდა აღნიშნოს !

  8. ისე ადმინ რა მაინტერესებს კონტეს ახალგაზრდობაში თმები გაცვეტაზე ქონდა მელოტდებოდა და ეხლა კაი ქოჩორი კი აქვს და გადაინერგა არაა??? :D :D :D ხომ არ იცით რამე ამის შესახეებ? :))))

Leave a Reply to juventino-1995 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.