პირლო : ” კონტე ერთ ერთი საუკეთესოა ”
წარმატებული სამწვრთნელო კარიერის დამსახურებით ანტონიო კონტე აგროვებს გარშემომყოფებისგან საქებარ სიტყვებს . განსაკუთრებით სასიამოვნოა ალბათ , როცა შენ საკუთარი ფეხბურთელებისგან გესმის ეს ყოველივე და თან ისეთი გამორჩეულისგან როგორიც ანდრეა პირლოა : ” ეს გახლავთ ერთ ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვისთანაც კი მომცემია საშუალება მემუშავა . პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში , მაგრამ უკვე ეხლა იმსახურებს ყველასგან პატივისცემას “ .
საკმარისი იყო ტურინელები ფეხზე დამდგარიყვნენ და მათ გარშემო კვლავ შეიკრიბა უარყოფითად განწყობილი ადამიანების არმია …
” გაგრძელების იმედი გვაქვს – ანუ გავაგრძელებთ გამარჯვებების მოპოვებას . როდესაც თქვენ იმარჯვებთ , სხვები თავს არა კომფორტულად გრძნობენ . ბუნებრივია არც ის არის სასიამოვნო , რომ როდესაც სტადიონს უახლოვდები გესმის ათასგვარი დამამცირებელი ფრაზები , გესვრიან ჯოხებს და ქვებს . მაგრამ რას ვიზამთ , მოგვიწევს შევეგუოთ ” .
ანდრეას მოუწევს ერთ ერთ ყველაზე მრისხანე ნაკრებთან ასპარეზობა . დღეს , სკუადრა აძურა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება , რასაც თავისი ხიბლი გააჩნია მიუხედავად იმისა , რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა : ” დიდებულ გუნდთან მოგვიწევს მოედანზე გასვლა . ბევრს სურს მათსავით თამაში . ყოველ დღე არ გიწევს სელესაოსთან დაპირისპირება და ვფიქრობ კარგი ტესტი იქნება აძურისთვის , გავიგებთ განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებით . მუნდიალი ? ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი არ დასრულებულა . საგზურის მოპოვების შემდეგ დავიწყებთ ამაზე ფიქრს “ .
წყარო : Tuttosport
ყველაზე საუკეთესოს თქმა მოერიდა ამას ბუფონისგან განსხვავებით
გენაცვალეთ!

ვინმემ გამაგებინეთ რა მეხი დაეცაო მართალია თუ “კაიფობენ” პროსტა ? :|
დამჯდარს დაცემიაო ეგრე თქვეს მგონი მართალია არავინ დაშავებულა
მადლობა )