ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო : ” კონტე ერთ ერთი საუკეთესოა ”

წარმატებული სამწვრთნელო კარიერის დამსახურებით ანტონიო კონტე აგროვებს გარშემომყოფებისგან საქებარ სიტყვებს . განსაკუთრებით სასიამოვნოა ალბათ , როცა შენ საკუთარი ფეხბურთელებისგან გესმის ეს ყოველივე და თან ისეთი გამორჩეულისგან როგორიც ანდრეა პირლოა : ” ეს გახლავთ ერთ ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვისთანაც კი მომცემია საშუალება მემუშავა . პირველად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში , მაგრამ უკვე ეხლა იმსახურებს ყველასგან პატივისცემას “ .

საკმარისი იყო ტურინელები ფეხზე დამდგარიყვნენ და მათ გარშემო კვლავ შეიკრიბა უარყოფითად განწყობილი ადამიანების არმია …

” გაგრძელების იმედი გვაქვს – ანუ გავაგრძელებთ გამარჯვებების მოპოვებას . როდესაც თქვენ იმარჯვებთ , სხვები თავს არა კომფორტულად გრძნობენ . ბუნებრივია არც ის არის სასიამოვნო , რომ როდესაც სტადიონს უახლოვდები გესმის ათასგვარი დამამცირებელი ფრაზები , გესვრიან ჯოხებს და ქვებს . მაგრამ რას ვიზამთ , მოგვიწევს შევეგუოთ ” .

ანდრეას მოუწევს ერთ ერთ ყველაზე მრისხანე ნაკრებთან ასპარეზობა . დღეს , სკუადრა აძურა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება , რასაც თავისი ხიბლი გააჩნია მიუხედავად იმისა , რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა : ” დიდებულ გუნდთან მოგვიწევს მოედანზე გასვლა . ბევრს სურს მათსავით თამაში . ყოველ დღე არ გიწევს სელესაოსთან დაპირისპირება და ვფიქრობ კარგი ტესტი იქნება აძურისთვის , გავიგებთ განვითარების რა ეტაპზე ვიმყოფებით . მუნდიალი ? ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი არ დასრულებულა .  საგზურის მოპოვების შემდეგ დავიწყებთ ამაზე ფიქრს “ .

წყარო : Tuttosport

7 thoughts on “პირლო : ” კონტე ერთ ერთი საუკეთესოა ”

Leave a Reply to Juve10 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.