ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს ”

საგანგაშო მესიჯი ჟენევიდან : ” ორი თვეა უკვე რაც არ ვიმყოფები იდეალურ ფორმაში . თიაქარი მაწუხებს . თუმცა , ვცდილობთ კონტროლის ქვეშ გვქონდეს ყველაფერი “ – აცხადებს ლეონარდო ბონუჩი და თუ გავითვალისწინებთ იმას თუ რა მნიშვნელობის მატჩები აქვს წინ გასამართი მის გუნდს და ასევე ნაკრებს , ეს მართლაც საგანგაშო იქნებოდა , მაგრამ ლეომ სელესაოსთან შეხვედრაში ყველასი დაუმტკიცა რომ მასზე დაყრდნობა და ნდობის გამოცხადება შეიძლება : ” კარგი მატჩი ჩავატარეთ , დასანანია უბრალოდ იმ უამრავი მომენტის განიავება , რომელიც მეტოქის კართან შევქმენით . თანაბარ დონეზე ვეპაექრეთ ბრაზილიელებს , რომელთა რიგებში არა ერთი ინდივიდუალისტი ირიცხება . ისევ და ისევ ხელიდან გაშვებული ეპიზოდები რომ გავიხსენოთ , ჩემი და ბალოტელის შანსი დაგვიდგება თვალწინ . ჟენევეაში მაყურებელმა ძლიერი იტალია იხილა “ .

პირველი ჩაგდებული ტაიმის შემდეგ , პრანდელის გუნდი მეორე ტაიმში მოეგო გონს …

” უმეტესობა მომენტებიდან მეორე ნახევარში შეიქმნა , რადგან ბალოტელი და ჩერჩი , ერთი ერთზე თამაშისას ადვილად სჯაბნიდნენ მეურვეებს . თუმცა , არ ვთვლი რომ პირველი 45 წუთი ჩავაგდეთ , თანაბარ დონეზე ვითამაშეთ . ეს ყველაფერი კი იმ ადამიანის დამსახურებაა , ვინც მოგვამზადა ამ დაპირისპირებისთვისაც და საერთოდ შეუდგა ამ პროექტის შენებას ” .

პრანდელიმ აღნიშნა , რომ აძურის დღევანდელი წარმატება , დიდწილად ” იუვენტუსის ” დამსახურებაა , სადაც მოთამაშეებს უყალიბდებათ სწორი კულტურა …

დიახ – იღიმის მცველი , რომელსაც ანტონიო კონტეს წვრთნები ახსენდება : ” სამშაბათს ან ოთხშაბათს თუ გვეწვევით ამ კულტურის მატარებელი თქვენც გახდებით . მწვრთნელმა ჩამოაყალიბა ბირთვი და ვთვლი , რომ ეს გახლავთ დიდი ბაზა , რომლისგანაც შედეგიან და პროდუქტიულ თამაშს უნდა ველოდოთ ” .

” რაც ყველაზე სასიამოვნოა , არის ის რომ ორი გაშვებული ბურთის შემდეგ არ გავმტყდარვართ და გავაგრძელეთ ფეხბურთის თამაში . თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას , რომ ყოველთვის უნდა ისწრაფვოდე პირადი მახასიათებლების , გუნდურობის და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე ” .

 

წყარო : La Stampa

128 thoughts on “ბონუჩი : ” ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს ”

  1. ლიგის ჯურნალი იყო ახლა პირველ არხზე, კიელინი ლაყბობდა :chuvak:
    ძაან ობიექტური შეფასებები იყო იუვეს თამაშზე

    1. რამოსმა რა თქვა :D :D ვაიმეეე :D კენჭისყრაში არ გაგვიმართლა, გალათასარაის რომ შევხვდითო :D :D

  2. მიულერს-შვაინშტაიგერს-მარტინესი-გომესი-რაფინია ამათ ყვითელი ბარათები აქვთ…

    ფილიპ ლამი კი ტოვებს თამაშს 2აპრილს… :chuvak:

    ჩვენგან ვიდალს აქვს და იმედია სუფთად ითამაშებს…

    დანტე-ალაბა-რაფინია-ვანბუიტენი-კონტენტი ეგ რა დაცვაა ტო ნუ გამაგიჟებთ!!!

    მარტინესი-კროოსი-შვაინშტაიგერი-რიბენი-რობენი-მიულერი ეგ მართლაც ძლიერი პოზიციაა…

    წინ კი გომესი-მანძუკიჩი-პიზარო? არ მეშინია ამათი…

    მოკლედ მთავარია პირლო-მარკიზიო-ვიდალმა აიღოს და გადაკეტოს ცენტრი!

    ასამოა-ლიხშტაინერმა ფლანგებზე რობენი-რიბენი უნდა გააკავოს!

    კიელინი-ბარძალი-ბონუჩი კი მიულერ-მანძუკიჩ-გომესს მიხედავენ!
    ჯიანლუიჯი ბუფონი კი საოცარ სეივებს განახორციელებს და მისი უზომოდ დიდი იმედი მაქვს!

    ასე რომ კარგი განწყობითა და იმედიანად ვხვდები მატჩს!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  3. http://www.youtube.com/watch?v=DVusm2JI2fI ….. ეს ნახეთ,ახალგაზრდულის თამაშია იტალიის,ჰიმნს რა მაგრად მღერიამ,ესაა პატრიოტიზმი და თუ ვინმე ფიქრობს რომ ჰიმნის შესრულებით არ განისაზღვრება პატრიოტიზმი,ძალიან ცდება,ნაკრების თამაშზე ვინც ხართ ნამყოფი,ყველა მიხვდება,დიდი თუ პატარა ყველა მღერის,რადგან იქ სულ სხვა ატმოსფეროა….

  4. საერთოდ რატო ხარჯავენ ფულს ქართულ ფეხბურთში არ მესმის ?
    წადი რა გაჭირვებულს დაეხმარე მაგ ჩაყრილი ფულებით იბიომაწ, იმას მაინც შეერგება.

    1. და იუვე გევასება? იუვეს თამაშები გაიხსენე აბა. ინტერთან 3:1; სამპდორიასთან 2:1. თან ორივე სახლში. საქართველომ კიდევ საფრანგეთთან გასვლაზე 3:1 და თან ეს უბრალოდ დამოკიდებული იყო მცველის და მეკარის შეცდომაზე, და ასევე უბრალო გამართლებაზე. როცა ვინმე ამბობს ორი მომენტიო, საფრანგეთის მომენტებიც დაითვალეთ და ისე ისაუბრეთ. კიდევ, სანამ კომენტატორი არ იტყვის ფეხბურთელის გვარს, მანამდე რომ ვერ ხვდებით ვინ ვინ იყო, მარტო ამათგან მოთხოვნა არ არის მგონი სწორი.

  5. ხიზანიშვილი რამდენჯერ უნდა შეცდეს რომ გაუშვან ნაკრებიდან ნეტავ???მაგას ხუბუტია მირჩევნია ბევრად…

    1. არა ის ჯობდა უშანსოდ რომ ვაგებდით ხოლმე ყოველთვის,განუსაზგვრელად მეტოქისა და თან უამრავ გოლს ვუშვებდით,ზატო ვუტევდით,მარა ვერ ვიტანდით,მარა ხომ ვუტევდით?და იმას შეტევას ეძახდა ვინმე?ქეცბაიას რომ ქინქლაძე,კალაძე,არველაძეები,ცხადაძე,შელია,ნემსაძე და თავისი თავი რომ მიცა ნაკრებში იმათზე ათჯერ ძლიერად ვერ ათამაშებდა???მარა ქართველები ხომ უძლეველები ვართ და როგორ უნდა წავაგოთ ვიგაც საფრანგეთთან??? :blin: :blin: :blin: :blin:

  6. აუ ათამაშოს ფეხბურთი ამ ქეცბაიამ ამ ქართველებს რააააა :@
    ბურთის დაჭერა არ იციან ელემენტარული მაგის დამბლა დაცემული დდშვც

Leave a Reply to snuff-juve Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.