ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი მცველი წითელი არმიის წინააღმდეგ !

მიუნჰენის ” ბაიერნი ” ნამდვილად იმსახურებს ” არმიის ” სახელწოდებას . მიმდინარე სეზონში მათი რიგებიდან უკვე ათმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი : მანჯუკიჩი , რობენი , რიბერი , მიულერი , კროსი , შაქირი , გომესი … ნიჭიერი მოთამაშეების რიცხვი დიდია . თითოეული მათგანი სახიფათოა და სწორედ ეს ხდის ” ბაიერნს ” გამორჩეულ კლუბად წლევანდელ გათამაშებაში . იგი რეალურად არის გამანადგურებელი წითელი არმია , რომელიც არ ინდობს თავის გზაზე არავის და გოლების წვიმას უწყობს ნებისმიერს . ჰამბურგის კარში გატანილი ცხრა , ლილის კარში შვიდი , ხოლო ბაზელისაში ექვსი ამ სიტყვებს რეალურად ადასტურებს . თუმცა , ანტონიო კონტეს განკარგულებაში სამი ისეთი მცველი ასპარეზობს , რომელთაც ძალუძთ არმიის შეჩერება …

კიელინი – ხისტი და აგრესიული ტიპის გაუვალი მცველი , რომლის წინააღმდეგ დღეს რიბერი , რობენი , მიულერი და კროსი იასპარეზებენ . ურთულესი მისია მცველისთვის , რომელსაც მაქსიმუმის გაღება მოუწევს : დაცვაში უშეცდომოდ ასპარეზობა , ბრძოლა ნებისმიერი მილიმეტრისთვის და გოლის გატანაც კი . მიუხედავად მცირე ტრავმისა , აუცილებელია 100 % – ით მომზადება და ყურადღებით ყოფნა , როგორც გასულ შაბათს როდესაც არაფრის საშუალება არ მისცა გარგანოს . კასანოსაც და პალასიოსაც დიდი არაფერი დაუკლია მისთვის . კიელინი გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს და თვალსაც არ დაახამხამებს ამის გამო . ის ნამდვილი იუვენტინოა !

ბარძალი – გუნდი მას კლდეს ეძახის . დღეს მის წინააღმდეგ ორი ჩემპიონი მანჯუკიჩი და გომესი გამოვლენ , ამიტომ ანდრეას ყველა იმ საუკეთესო თვისების ჩვენება მოუწევს რაც გააჩნია . თუმცა ის ხომ ყოველთვის არის ამისთვის მზად .

ბონუჩი  – ყველაზე აქტიური , თუმცა კიელინისგან და ბარძალისგან განსხვავებით ნაკლებ ორთაბრძოლებში მონაწილეობს . დღევანდელი საღამო ვნებათაღელვით იქნება სავსე , მაგრამ მასსზე ის ვერაფერს იმოქმედებს რადგან პარტნიორები სათანადოთ დაუდგებიან გვერდით . ბონუჩიმ უნდა დაბლოკოს მეტოქის იერიშები და საკუთარი გუნდის შეტევებს გაუწიოს ორგანიზება . იქნება და დღეს მოედანზე ახალი ბეკენბაუერი ვიხილოთ ?

” იუვენტუსსმა ” ყველას დაუმტკიცა თუ რამდენად ძლიერი მეტოქეა და მიუხედავად იმისა , რომ ” ბაიერნი ” დარწმუნებულია შემდეგ ეტაპზე გასვლით , ტურინელთა რიგებში ირიცხება სამი ისეთი მოთამაშე , რომლებიც მინიმუმ გაურთულებენ მათ ამ ყოველივეს .

ჩვენი მიზანი ამ საღამოსთვის ნათელია – ბრძოლა ბოლო წამამდე ! კონტესთვის და ოცნების გაგრძელებისთვის !!!

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

50 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nika kakabadze
11 years ago

1 საათი რა გაძლებს :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

valeri oqropilashvili
11 years ago

მიდი იუვეეეე :forza: :forza:

MAXSIMUS
11 years ago

ლომებო წინ! :bicho:

shio laluashvili
11 years ago

დავაიიი იუვეეე, გადაახიეთ თავზე მაგ ფაშისტებს ბურთი. მიდი იუვე მიდი, მიდიიიი, ბრწყინვალე დაბრუნება უნდა მოაწყო, ამ ორი სეზონისთვის იმსახურებს იუვე ლიგის ფინალში თამაშს. ყველა იტალიური კლუბის გულშემატკივარი დღეს იუვესკენაა და თქვენ გვერდითაა ბიჭებო, მათ შორის მეც.

marchisio 8
11 years ago

გაიხარე ბრათ :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: შენ გენაცვალეეე

MAXSIMUS
11 years ago

ჯიგარრ!!!!! :davliot: :juvee:

marchisio 8
11 years ago

ესენი სამი მცველები კი არა სამი რემბოები არაიიაან გაიიგე ანი ხაინდრავვაა და წიტელ არმიასს ნებისმიერ დროოს დედდასსს………… :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

valeri oqropilashvili
11 years ago

მიდით ბიჭებო აპა თქვენ იცით უნდა გავანადგუროთ ბაიერნი :forza: :forza: :forza: :forza:

d a v i d
11 years ago

მოკლედ ბათუმში თითქმის ყველა ბავარიის ერთიანს გრუზავს და გრუზავს :chuvak: და თქვენსკენ მაქით რა ხდება? :chuvak:

dito chanturia
11 years ago
Reply to  d a v i d

ზუგდიდშიც ეგრეა პაჩტი ერთეულები თუ ამბობენ იუვეზე რამეს X2 აჰააკ იდე რო თქვას ვინმემ

lasha naxucrishvili
11 years ago

ჩემი აზრით ბევრი გოლი არ გავა

delpieronedved
11 years ago

აუ დღეს გადაკვრის გეგმები აირია თორე უნდა დამელია და კაი მთვრალი ფეხბურთის ყურება

MAXSIMUS
11 years ago

:achuu:

delpieronedved
11 years ago

ორჯერ დავერე :lool:

delpieronedved
11 years ago

ფორცა იუვე! მრავლდებიან მომავალი იუვენტინოები ჩემი მეზობელია ერთი 6 წლის იუვეს ბალეშიკია რა კაცია იუვეზე ლაპარაკობს სულ

ცოტნე სამსონაშვილი
Reply to  delpieronedved

კაია :-):idea::idea::idea::idea:

delpieronedved
11 years ago

აეე იუვე ფორცა დღეს გამიხარდა ჩემი მეზობელი 6 წლის ბავშვი იუვეზე ლაპარაკობდა იუვე გავაო მაგრი გუნდიაო მრავლდებიან იუვენტინოები და

MAXSIMUS
11 years ago

:boli:

MAXSIMUS
11 years ago

:kenwvla:

MAXSIMUS
11 years ago

:juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus: :juventus:

BAVARIA MIUNXENASHVILI
11 years ago

ჰოოოო აქ რთულადაა საქმე. მარტო მცველების იმედზე ნუ იქნებით თორე რიგ-რიგობით ჩამოურიგებენ ბურთებს ბუფონს მიულერი რიბერი რობენი ბასტი და ნოიერი

MAXSIMUS
11 years ago

ჰა,ჰა ეს ბუნდესლიგის გუნდი ხომ არ გგონია ჯიგარ?! :chuvak:

mishka gogrichiani
11 years ago

აუ ცუდად ვარ როდის დაიწყებააა :juventus:

d a v i d
11 years ago

მირკო-სება მინდა ძირითადში ან აქედან ერთ-ერთი მაინც :forza:

marchisio 8
11 years ago

sami mcveli ki ara sami მგელიი :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

nika kakabadze
11 years ago

ვეღარ ვითმენ :forza:

snuff-juve
11 years ago

ეს ახალი სავარაუდო სქემა მომწონს ძაან პოგბა ვიდალი პირლო მარკიზიო(წინ აწეული)რო ერთად იქნებიან მოედანზე :forza: :forza:

MAXSIMUS
11 years ago

მე არავისი და არაფრის მეშინის რამოდენიმე საათში 11 ლომი გამოვა მინდორზე!!! :juventus: :juventus: :juventus: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :italy: :italy: :italy:

AC_MILAN_26
11 years ago

დავაი ლომებო თქვენ იცით!!! მარა ცოტა აპასნია სამი მცველით მგონი!!

neko_neko.
11 years ago

3 მცველით თამაში სარისკოა მაგრამ როგორც ჩანს კონტე თუ 3-5–1-1 ით აპირებს თამაშს ანუ ცენტრის დაჭერა უნდა და ლიხშტაინერის და მარეცხენა მხარეს წინ და უკან სირბილი მოუწევთ სერიოზულად ეს ტრიოც ძააან წინ არ უნდა წავიდეს ხომე რადგან კონტრაზე უსწფარესია ბაიერნი და ყველაზე სახიფათოც კი :chuvak:

| Newsphere by AF themes.
50
0
Would love your thoughts, please comment.x