ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი მცველი წითელი არმიის წინააღმდეგ !

მიუნჰენის ” ბაიერნი ” ნამდვილად იმსახურებს ” არმიის ” სახელწოდებას . მიმდინარე სეზონში მათი რიგებიდან უკვე ათმა ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი : მანჯუკიჩი , რობენი , რიბერი , მიულერი , კროსი , შაქირი , გომესი … ნიჭიერი მოთამაშეების რიცხვი დიდია . თითოეული მათგანი სახიფათოა და სწორედ ეს ხდის ” ბაიერნს ” გამორჩეულ კლუბად წლევანდელ გათამაშებაში . იგი რეალურად არის გამანადგურებელი წითელი არმია , რომელიც არ ინდობს თავის გზაზე არავის და გოლების წვიმას უწყობს ნებისმიერს . ჰამბურგის კარში გატანილი ცხრა , ლილის კარში შვიდი , ხოლო ბაზელისაში ექვსი ამ სიტყვებს რეალურად ადასტურებს . თუმცა , ანტონიო კონტეს განკარგულებაში სამი ისეთი მცველი ასპარეზობს , რომელთაც ძალუძთ არმიის შეჩერება …

კიელინი – ხისტი და აგრესიული ტიპის გაუვალი მცველი , რომლის წინააღმდეგ დღეს რიბერი , რობენი , მიულერი და კროსი იასპარეზებენ . ურთულესი მისია მცველისთვის , რომელსაც მაქსიმუმის გაღება მოუწევს : დაცვაში უშეცდომოდ ასპარეზობა , ბრძოლა ნებისმიერი მილიმეტრისთვის და გოლის გატანაც კი . მიუხედავად მცირე ტრავმისა , აუცილებელია 100 % – ით მომზადება და ყურადღებით ყოფნა , როგორც გასულ შაბათს როდესაც არაფრის საშუალება არ მისცა გარგანოს . კასანოსაც და პალასიოსაც დიდი არაფერი დაუკლია მისთვის . კიელინი გუნდისთვის ყველაფერს გაიღებს და თვალსაც არ დაახამხამებს ამის გამო . ის ნამდვილი იუვენტინოა !

ბარძალი – გუნდი მას კლდეს ეძახის . დღეს მის წინააღმდეგ ორი ჩემპიონი მანჯუკიჩი და გომესი გამოვლენ , ამიტომ ანდრეას ყველა იმ საუკეთესო თვისების ჩვენება მოუწევს რაც გააჩნია . თუმცა ის ხომ ყოველთვის არის ამისთვის მზად .

ბონუჩი  – ყველაზე აქტიური , თუმცა კიელინისგან და ბარძალისგან განსხვავებით ნაკლებ ორთაბრძოლებში მონაწილეობს . დღევანდელი საღამო ვნებათაღელვით იქნება სავსე , მაგრამ მასსზე ის ვერაფერს იმოქმედებს რადგან პარტნიორები სათანადოთ დაუდგებიან გვერდით . ბონუჩიმ უნდა დაბლოკოს მეტოქის იერიშები და საკუთარი გუნდის შეტევებს გაუწიოს ორგანიზება . იქნება და დღეს მოედანზე ახალი ბეკენბაუერი ვიხილოთ ?

” იუვენტუსსმა ” ყველას დაუმტკიცა თუ რამდენად ძლიერი მეტოქეა და მიუხედავად იმისა , რომ ” ბაიერნი ” დარწმუნებულია შემდეგ ეტაპზე გასვლით , ტურინელთა რიგებში ირიცხება სამი ისეთი მოთამაშე , რომლებიც მინიმუმ გაურთულებენ მათ ამ ყოველივეს .

ჩვენი მიზანი ამ საღამოსთვის ნათელია – ბრძოლა ბოლო წამამდე ! კონტესთვის და ოცნების გაგრძელებისთვის !!!

 

50 thoughts on “სამი მცველი წითელი არმიის წინააღმდეგ !

  1. დავაიიი იუვეეე, გადაახიეთ თავზე მაგ ფაშისტებს ბურთი. მიდი იუვე მიდი, მიდიიიი, ბრწყინვალე დაბრუნება უნდა მოაწყო, ამ ორი სეზონისთვის იმსახურებს იუვე ლიგის ფინალში თამაშს. ყველა იტალიური კლუბის გულშემატკივარი დღეს იუვესკენაა და თქვენ გვერდითაა ბიჭებო, მათ შორის მეც.

  2. ესენი სამი მცველები კი არა სამი რემბოები არაიიაან გაიიგე ანი ხაინდრავვაა და წიტელ არმიასს ნებისმიერ დროოს დედდასსს………… :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

  3. მოკლედ ბათუმში თითქმის ყველა ბავარიის ერთიანს გრუზავს და გრუზავს :chuvak: და თქვენსკენ მაქით რა ხდება? :chuvak:

  4. ფორცა იუვე! მრავლდებიან მომავალი იუვენტინოები ჩემი მეზობელია ერთი 6 წლის იუვეს ბალეშიკია რა კაცია იუვეზე ლაპარაკობს სულ

  5. აეე იუვე ფორცა დღეს გამიხარდა ჩემი მეზობელი 6 წლის ბავშვი იუვეზე ლაპარაკობდა იუვე გავაო მაგრი გუნდიაო მრავლდებიან იუვენტინოები და

  6. ჰოოოო აქ რთულადაა საქმე. მარტო მცველების იმედზე ნუ იქნებით თორე რიგ-რიგობით ჩამოურიგებენ ბურთებს ბუფონს მიულერი რიბერი რობენი ბასტი და ნოიერი

  7. ეს ახალი სავარაუდო სქემა მომწონს ძაან პოგბა ვიდალი პირლო მარკიზიო(წინ აწეული)რო ერთად იქნებიან მოედანზე :forza: :forza:

  8. 3 მცველით თამაში სარისკოა მაგრამ როგორც ჩანს კონტე თუ 3-5–1-1 ით აპირებს თამაშს ანუ ცენტრის დაჭერა უნდა და ლიხშტაინერის და მარეცხენა მხარეს წინ და უკან სირბილი მოუწევთ სერიოზულად ეს ტრიოც ძააან წინ არ უნდა წავიდეს ხომე რადგან კონტრაზე უსწფარესია ბაიერნი და ყველაზე სახიფათოც კი :chuvak:

Leave a Reply to ცოტნე სამსონაშვილი Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.