ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარონე : ” არასოდეს არ უნდა დანებდე ”

ახალგაზრდული სექტორი , რომელიც დაკავებულია პირველი გუნდისთვის დამწყები ფეხბურთელების მომზადებით , დღეს მთავარი გუნდის მოთამაშეებისგან რჩევებს ისმენს . ამჯერად სტუმრად ლუკა მარონე გახლდათ , რომელმაც რამდენიმე სიტყვით მიმართა ბაშვებს : ” არასოდეს დანებდეთ ! “ . ლუკამ პირველი მატჩიც გაიხსენა სერია ა-ში : ” ეს 2009 წელს მოხდა , მაშინ კიევოს დავუპირისპირდით . სრულ მზადყოფნაში ვიყავი , მაგრამ ნამდვილად არ მეგონა რომ თამაშის საშუალება მომეცემოდა . ტრიბუნებზე ჩემი ოჯახი იყო , რომლებიც ჩემზე ნერვიულობდნენ და როგორც აღმოჩნდა თავადაც , რადგან დასაწყისშივე მივიღე ყვითელი ბარათი . არასოდეს დამავიწყდება ეს წუთები . ერთი წლის შემდეგ უკვე ” სიენაში ” გადავედი . რთული იყო რადგან ოჯახი მენატრებოდა , თუმცა ტურინში ჩამოსვლისას ვნახულობდი . მიუხედავად იმისა , რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა , დაბრუნება მსურდა და ამისთვის უდიდესი მადლობა ანტონიო კონტეს . მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა . ეს მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო კლუბია და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა იოლი საქმე ნამდვილად არ არის . აუცილებელია ყოველთვის მზად იყო რადგან შესაძლოა თითოეულში მოგიხდეს თამაში . საერთოდ , მცირე დროც რომ გეძლეოდეს არასოდეს არ უნდა დანებდე . არასოდეს ! ” .

წყარო : TuttoJuve

4 thoughts on “მარონე : ” არასოდეს არ უნდა დანებდე ”

  1. ყველაზე მაგრად მინდა ეხლა ჯუვემ ისე ითამაშოს რომ ყველაგერმანელს პენსიონერი ეგონოს თავი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.