ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” ” პესკარასთან ” მატჩი უმნიშვნელოვანესია ”

ხვალიდენ მატჩში ბიანკონერის კარს მარკო სტორარი დაიცავს . ეს ინფორმაცია ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე ანტონიო კონტემ გაამჟღავნა . კრიტიკის ქარ ცეცხლის გამო , რომელიც ჯიჯიმ მიუნჰენში გაშვებული ორი ბურთის შემდგომ მიიღო , ერთი მატჩიანი დასვენება დაიმსახურა , რომელიც ვირუსის გამოც არის გამოწვეული : ” მის ადგილს სტორარი დაიკავებს . ჯიჯი ინტერთან მატჩამდეც იყო გაციებული და ბაიერნთანაც სამწუხაროდ არ იმყოფებოდა იდეალურ ფორმაში . მის პოზიციაზე კი ისეთი გოლკიპერი გაირჯება , რომელიც სხვა ნებისმიერ კლუბში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნებოდა . იმ შემთხვევაში , სტორარის დონის მოთამაშე რომ არ მყოლოდა გუნდში , ვთხოვდი ჯიჯის მსხვერპლზე წასულიყო ” .

” დღეს მხოლოდ პესკარაზე ვისაუბრებ , რადგან სწორედ ეს არის ამ ეტაპზე უმთავრესი საფიქრალი . მსურს ხვალე ბიჭები მაქსიმალურზე მეტადაც კი დაიხარჯონ , რათა კიდევ უფრო მივუახლოვდეთ მიზანს . შესაძლო წარმატება მორიგ აგურს დაადებს სკუდეტოს . ფურცელზე ” პესკარა ” ” იუვენტუსსზე ” სუსტად გამოიყურება , მაგრამ არ ვაპირებთ ამის გამო ეიფორიაში ჩავარდნას , უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი , მანამ სანამ ციფრები არ მოგვცემენ მშვიდად ყოფნის საშუალებას . ხვალინდელი გამარჯვება მნიშვნელოვანი კი არ არის , უბრალოდ აუცილებელია . ზედიზედ მეორე სკუდეტოს მოპოვება გრანდიოზული მოვლენა იქნება ასეთ მოკლე პერიოდში ” .

” არ შეიძლება რეალობის დაკარგვა . რამდენიმე თვის განმავლობაში , მოვიპოვეთ სკუდეტო , იტალიის სუპერ თასი , გავედით იტალიის თასის ნახევარფინალში და მოვხვდით რვა საუკეთესო კლუბს შორის . ჰაინკესის თქმით ფენიქსი აღორძინდა . სერიოზული წინსვლა განხორციელდა ორი ჩაგდებული სეზონის და მეშვიდე ადგილის შემდგომ . ჩვენ – მე , ფეხბურთელებმა და განსაკუთრებით ტიფოზერიამ არ უნდა დავივიწყოთ  ეს . მათ უნდა გაიგონ , რომ ის რაც მოხდა უკვე სასწაულია . გამარჯვება – რთული საქმეა ” .

” მთხოვა თუ არა ვინმემ დასვენება ? ვფიქრობ ამას ვერავინ ვერ გააკეთებდა , რადგან ასეთ შემთხვევაში ეს ფეხბურთელი არც ” ბაიერნთან ” მატჩს შეხვდებოდა დასვენებული ” .

” ხვალინდელ შეხვედრაში მარონე და ასამოა ორი აზრი არაა სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან . განელს მძიმე პერიოდი დაუდგა , რამაც სათავე აფრიკული გათამაშებისგან დაიდო . დროის შეცვლა რომ შემეძლოს მას 7-10 დღიან ვადას მივცემდი ძალების აღსადგენად . მაგრამ დარწმუნებული ვარ მასში , ის ნამდვილი პროფესიონალია და ბწყინვალე ადამიანი . მარკიზიოსთან დაკავშირებული პრობლემები ? საერთოდ ექიმები ყოველთვის მაყენებენ საქმის კურსში , მაგრამ ამჯერად ეს არავის უთქვამს . ეს რომ რეალურად მომხდარიყო ძალზედ გავბრაზდებოდი სამედიცინო შტაბზე , მაგრამ საბედნიეროდ ეს სისულელეა . ტონზალინი გამოგონებული ისტორიაა , მარკიზიო ცოცხალი , ჯანმრთელია და მზად არის საბრძოლველად ” …

 

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

31 thoughts on “კონტე : ” ” პესკარასთან ” მატჩი უმნიშვნელოვანესია ”

  1. აუ მთელი მოტივაცია ბაიერნთან უნდა გავანადგუროთ ძაან გაბლატავდნენ ბაიერნის ბალეშიკები არადა ჩვენ ჩავაგდეთ ეგ თამაში და არა ბაიერნმა მოიგო

  2. აქ რო ამბობთ ის ხალხი უნდა ათამაშოს ძირითადში ვინც ბავარისატანაც იქნება ძირიტადშიო კონტემ რა ქანას ესეიგი გაუხსნას კარტი ჰაინკეეს? რო ამ ფეხბურთელებიტ მოვდივარ და დამხვდიო? ჩემი აზრით კარგია რო კონტე ეგრე შობა და ეხლა ჰაინკესმა იწვალოს თუ ვინ შეცვლის ვიდალს და ლიხტას ლიგაზე :chuvak: კონტე არ მაგარი ჭკვიანი კაცი და ეს არაერტხელ დაუმტკიცებია და თქვენ რით ვერ ხედავთ აქა მაგრად მიკვირს :loool: :loool: :loool:

  3. ისე ლიხტენა და ვიდალი რატო ათამასებს საინტერესოა,მარა მარჯვენა კაცი ვინ ყავს? კასერესს და ისლას ტრამვები აქ

  4. საინტერესოა რა ტაქტიკით ითამაშებს.
    და მაგარ ცუდს აკეთებს რო იმ ფეხბურთელებს არ ათამაშებს რომლებმაც უნდა ჩაანაცვლონ ბაიერნთან დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები.
    აზრზე არ ხარ კონტე მწვრთნელობის !

  5. პირლო მაინც დაასვენოს ყველა თამაშს რო თამაშობს . პესკარა ძაან სუსტია კონტემ უნდა დაასვენოს ხალხი . ბაიერნთან უნდა ვიბრძოლოდ ბოლომდე

  6. მოგესალმებით ჯუვენტინიოებო.. ახალი წევრი ვარ.. რაღაც მიზეზების გამო ამ საიტზე არ ვიყავი რეგისტრირებული :chuvak: :forza: :forza: :forza:

  7. delpieronedved
    ჯერ ერთი საკითხავია ეგეც თუ ჯობია
    და თუ ჯობია მაგიტო უნდა დააბრუნონ? :lool:
    იუვეს ფანი ხარ თუ პესკარასი ამაურის რო ნატრულობ :lool:
    მეტი ამბიციები არ გვაქ? :chuvak:

  8. პირლოს არ ასვენებს მოკვდა კაცი დაასვენოს კაი რა ყველა თამაში ხო არ უნდა ითამაშოს პესკარასთან ბელტრამე სკიავონე და რუბინიო რომ დააყენოს მაინც მოიგენებ

  9. ბუფინი.ბონუჩი,მარონე,პელუზო,ლიხშტაინერი,ვიდალი,პირლო,ასამოვა, ვუჩინიჩი,ჯოვინიკო, სავარაუდოთ ეს ხალხი იქნება პესკარასთან უეჭველი უნდა მოვიგოთ სატურნირო მდგონარეობს მიხედვით და ბაიერნთან კაი განწყობის შესაქმნელად. :achuu: :achuu: :forza:

    1. სტორარი :love: , ძაან მაგარია მართლა შეეძლო ბუფონიე მერე მეორე ყოფილიყო საერთოდ იტალიაში აბიატის და ამნაირებს ბევრად ჯობია

    1. აუ ამაურის რა შეუგდია, ძაან მაგარია იცის გოლის გატანა ფიზკურად ძლიერია ბრძოლა უყვარს, ლორენტეზე ბევრად უფრო მოქნილია

  10. ბავარისს საიტზე თუ ნახეთ რა დგეში არიან, როგორ მივეცით სალაპარაკო, მაგრამ დარცმუნებული ვარ JUVENTUS ARENA ზე ისე მოხდება რო ინანებენ მათ საქციელზე.
    FORZA JUVE GRANDE DE JUVE. FORZA SEGNIORAAAAAAAAAAAAAA :bicho: :bicho:

Leave a Reply to alexs del piero Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.