ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი – ედინ ჯეკო

შეიძლება ტურინის “იუვენტუსმა” “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ედინ ჯეკო გაიფორმოს, მაგრამ ტურინულ გრანდს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ფეხბურთელის გაშვების გარეშე იყიდოს ბოსნიელი ფორვარდი. გუნდიდან მთავარი გაშვების კანდიდატი ამ შემთხვევაში ჩერნოგორიელი ფორვარდი მირკო ვუჩინიჩია. ტურინულ გრანდს თავდასხმის გაძლიერება სურს, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც თავის ყოფილ კლუბ “იუვენტუსს” უკავშირებენ მეტ ხელფასს ითხოვს. სავარაუდოდ ტურინელები მირკო ვუჩინიჩს გაყიდიან და გაყიდულ ფულს დაამატებენ რამდენიმე მილიონს, ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ “მანჩესტერ სიტის” ათიანის გაფორმებას. “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩერნოგორიელი ფორვარდითაა დაინტერესებული და ფერგიუსონის გუნდი 15 მილიონ ევროს იხდის მირკო ვუჩინიჩში.

წყარო : Football Italia

110 thoughts on “სატრანსფერო ჭორი – ედინ ჯეკო

  1. ჰაზარი იყიდონ და იბრა და ლიგა ჩვენია,მაგარი კაცია ჰაზარი,ამ მაროტას ბოდიშით და იქ აქვს თვალები მგონი,ერთი კაი ახალგაზრდა გარემარბი რა მოხდება რო იყიდოს და გაგვახაროს :forza: :forza: :juvee: :juvee:

  2. d a v i d
    მირკოს წვლილი არი მიზერული, კვალიარელა – ჯოვინკო უკეთესად ითამაშებდნენ
    მირკოც არაა მთლად უვარგისი მარა რო არ იბრძვის გამაღიზიანებელია

  3. d a v i d
    2 კაცი ხართ :chuvak: მირკოს რამდენი ლანძღავს ხო ხედვავ, 10 კაცში 9
    დავანებოთ თავი იმას ვინ ვის ჯობია და ისე მითხარი მომავალ წელს კიდე გინდა რო მირკო იყოს ძირითადში?
    მირკო 2 წელია სასტავის კაცია და ორი თამაში არ უთამაშია ისე როგორც იუვეს შეეფერება
    მითხარი ვუჩინიჩის გამორჩეული თამაშები, ან რა გააკეთა ისეთი რის გამოც მოგწოს?
    კლასნიაო იძახი და რას გულისხმობ დააკონკრეტე იმიტორო მე ვერ ვხვდები ან სიტყვის განმარტება არ ვიცი

    1. მეტი რა არგუმენტი გინდა ავად თუ კარგად ორი წელია ზედიზედ ჩემპიონები ვხდებით რაშიც მირკოს წვლილიც არის :vashaa: თუ მირკოზე უკეთეს მოიყვანენ მაშინ რატო უნდა მინდოდეს მისი ძირიტადშI ხილვა?

  4. ის ცხრა კაცი ვინაა საინტერესოა? როგორ შეიძლება თქვა რო ამ თვის საუკეთესო იუვენტინო მირკო იყო? ბუფონი მთელ იუვეს და მთელ საფეხბურთო სამყაროს ერთად მირჩევნია მარა ხმა ვიდალს მივეცი, თქვენ თუ უფრო დიდი გულშემატკივარი ხართ მირკოსი ვიდრე მე ბუფონის და მალადეც თქვენ :chuvak:

  5. ისე შენს გარდა რო არავინ არ იცავს მირკოს თუ ხვდები?
    30 90% ამ საიტზე დარწმუნებულია რო მირკო უვარგისია და რატო გვეკამათები, შენი აზრი გასაგებია რატომოაც მოგწონს მარა მე არ გეთანხმები იმაში რო თურმე კონტე ვუჩინიჩს გოლის გატანას არ ავალებს
    გააკეთეთ გამოკითხვა და 50 ზე მეტმა პროცენტმა თუ მიცა ხმა ვუჩინიჩს ვაღაირებ რო საუკეთესოა

    1. მარტო არაა ამ საკითხში მეც მირკოსკენ ვარ და მეც ვაღიარებ რო იუვეს ტავდასხმაში მირკო ყველაზე კლასნია და ეს მეორე საკიტხია კარგია თი ცუდი იუვესთვის :chuvak:

  6. pintu-ricchio
    რო არა კონტე კი მარა მირკო რაშუაშია? რო არა მირკო უკვე კაი ხნის მოგებული გვექნებოდა სკუდეტო, არნაირი დამსახურება იუვეს წარმატებაში ვუჩინიჩს არააქ

    1. არ იცი ფეხბურთი თქ რომ გეტყვი გწყინს :)
      შენ უბრალოდ სუბიექტურად სახელებით აფასებ ხალხს და ეგაა… განსაკუთრებით იტალიელებით…
      შენი ეგ სიტყვები კიდე ერთი დასტურია მაგის…

      1. კაი ვუჩინიჩის გამო თუ არ ვიცი ფეხბურთი მიხიარია, იმიტორო ვუჩინიჩი რა დონის ფეხბურთელიცაა ყველა ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის, რომელმაც ამასთანავე ისიც იცის თუ რა არის თავდამსხმელი და რა ევალება

  7. ადმინ თუ შესაძლებელია მომდევნო ჰამოკითვა თავდამსხმელებს მიუძღვნა… ანუ ვინ იმსახურებს გუნდში დარჩენას და ვინ არა :chuvak: მაგრად მაინტერესებს რეიტინგები!!! :davliot:

  8. დაფიქრდით უბრალოდ და მიხვდებით…

    ის ვისაც თქვენ ლანძღავთ დღეს, რომ არა ეგ ხალხი (ანუ კონტე და მირკო) სკუდეტოს ბედი არ იქნებოდა გადაწყვეტილი უკვე. პლიუს ამას სხვა ფაქტორებიც ანუ სხვა ფეხბურთელების დამსახურებაცაა, მათ შორის კვალიარელასიც. ეგ თQვენ გგონიათ რომ კვალის ჩაგრავენ. კვალის მაშინ ათამაშებს კონტე როცა გუნდს კვალის ტამაში აწყობს, როცა მირკოა საჭირო მირკოა… ნუ ასწავლით კონტეს. და იტალიური გუნდების სისუსტე კიარა, უფრო იუვეს სიძლიერეა ეგ და ეს ლიგაზეც დადასტურდა… რომ არა კენწისყრაზე ბაიერნი და მისი ზე სიძლიერე (გუშინ ალბათ საბოლოო დარწმუნდა ბევრი, თუმცა არ აღიარებს) იუვე ლიგის ფინალშიც გავიდოდა…
    რომელ იტალიურ სისუტეზე ბაზრობთ კონკრეტულ სიტუაციაში? მიალნმა რომ მოგვიგო მაშინ არ იყო სუსტი? ინტერმა რომ წაუგებე გუნდს ტურინში მოუგო მაშინ არ იყო სუსტი? და ლაციოს მოგება თასზე და ა.შ. არ იყვნენ სუსტი? მარა სერია ა-ს სწორედ ის იგებს ვინც პესკარებთან არ კარგავს ქულებს… და მირკოს ეძახეთ თუ გინდა პესკარასთან მაგარი, მაგრამ სწორედ პესკარებთან გამარჯვებაა საჭირო…
    პლიუს ამას, ეგ თქვენ გგონიათ, რომ კვალი იჩაგრება, არ იჩაგრება, საჭირო დროს გამოყავს კვალი და საჭირო დრის მირკო…

    გარდა ამისა, მე არ ვამბობ, რომ მირკო მსოფლიოში საუკეტესოა, მე ვამბობ რომ იუვეს ამ თავდასხმაშია მირკო საუკეთესო და საჭირო კონტეს ამ სტილში და ჯოვინკოსაც სჯობს, კვალისაც, მატრისაც და ა.შ. და ჯერ ჯერობით კონტეს შედეგი აქვს და რა გინდათ ვერ ვიგებ? უბრალოდ სალაპარაკო აღარ გაქვთ და კრიტიკა გინდათ? დელ პიერო რო გაუშვეს გუნდიდან მაშინ არ მახსოვს ამდენი ლანძღვა კონტესი, იმიტომ რომ შედეგი დაიდო და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და კონტე ჯერ ისევ გამარჯვებულია და უბრალოდ უსამართლობაა ეს ქილიქი…იმის გამო რომ თურმე მწვრთნელი არ გითანხმებთ ვინროდის ატამაშოს…

    ისევ ბაიერნის მაგალითს მოვიყვან… ული ჰიონესს როცა ნოიერი მოყავდა გუნდში ატყდა ერთი ამბავი, არ გვინდა ეგ კაცი, მორალატეო, ესო ისო, თავიდან უარი როგორ გვითხრაო და ა,შ.
    გამოვიდა და მარტივად თქვა, გულშემატკივრის ახირებები რომ ვითვალისწინო, ერთ თვეში გუნდი ბუნდელიგიდანაც გავარდებაო…
    შედეგი კი რაც აქვს ბაიერნს იცით…
    მწვრთნელი როცა მოგყავს, იმას უნდა აცალო… მითუმეტეს შედეგი აქვს და ვერ ვიგებ, მართლა დელ ნერი გინდათ?

    1. არ მეთანხმებით ,რომ მირკო არ არის იუვეს დონის? უბედურება ისაა უკეთესი არ გვყავს უარესი უბედურება ფარჩაკი ინტერი რომ დაასრულებს ამდენ წაუგებელ მატჩს.
      შარშანდელი იუვე ტაქტიკურად უფრო გამართულ ფეხბურთს არ თამაშობდა? კონტეს შარშან თუ შეეძლო 4-3-3 გამოყენება წელს არ დაავიწყდებოდა, შეეძლო გარერისკა ზოგიერთ თამაშშიმირკი და სება კრაებზე. ცენტრ ფორვარდათ მატრი ან კვალი. კონტე კარგი მწვრთნელია, ვერავინ იტყვის აუგს, მაგრამ დიდ გამოცდილებას იღებს ნელ ნელა

  9. გავკარი ყველას ვინც გვყავს ახლა ფორვარდი მე მარტო ლუის სუარესი მინდა და ნალდო ერტად ეგ მაგარი დუეტი იკნება პლიუს ჯეკო გავკარი იბრაგიმოვიჰს

  10. წავიდეს ამის ჩერნოგორიელი დედას მივაცენზურე მე! წავიდეს ტო..თუ უნდათ ფეფშქაშად მივცემთ ვაბშე! :D ვინც ვუჩინიჩის “განუზომელ” როლს ხედავს წლევანდელ იუვეს სკუდეტოში ის ალბათ სეზონს მირკოს თავლებით უყურებდა, ან საერთოდ არ მიუდევნებია თვალი განვლილი შეხვედრებისთვის. :) წლევანდელი ჩვენი ჩემპიონობა პირველ რიგში დაბეჩავებული მილანი-ინტერი-რომასა და ვიდალის დამსახურებაა! შემდეგ მოდის სხვა დანარჩენი ფაქტორები! მირკოს მიუძღვის ყველაზე ნაკლები წვლილი ჩვენს წლევანდელ ტრიუმში, ფორვადრებიდან ვიძახი მე. ;)

  11. Q a s r a
    და ვინც ჩამოთვალელ ეგენი უნდა წავიდნენ და ჯოვინკო კვალი უნდა დარჩეს და ვუჩინიჩი აფუჭებს ამ გუნდში საქმეს და სხვა დანარჩენი კარგადაა? ვუჩინიჩი არის ამ გუნდის თავდასხმის ლიდერი და იმედია დარჩება… კიდე კაი რომ გუნდი კინტეს ხელშია და არა თქვენ სატრფიალებელ დელნერიზე, როგორც 1ჯუვემ თქვა წეღან, დელნერის დროს ყველაფერი კარგად იყო და ველას ათამაშებდნენო…

    იმიტომ ვიყავით მე-7ზე რომ გუნდის ლიდერი კვალი იყო და აკვილანი ნახევრადაცვის ბურჯი + ამას დელპიეროც გვყავდა მაშინ… კონტ
    ეს რატო ლანძღავთ უბრალოდ მიკვირს…

    რაც შეეხება იტალიურ გუნდებს, ყველა ერთ დროს ფორმაში არცერთ ჩემპიონატზე არ ყოფილა, ძლიერ ფორმაში ითვლება ის, ვინც ჩემპიონი ხდება… როელ გუნდთან არის კონტეს იუვე მინუსში თქვით? დელნერის და მის წინამორბედთა შავი სამარცხვინო ლაქები ჩამორეცხა ყველაფერი გუნდს და ყველა რევანში აიღო, გარდა ბაიერნისა… ბაირნსაც აიღებს… მალე

    1. მე ვფიქრობ უჩინიჩმა დარჩენილი ყველა მატჩი უნდა ითამაშოს, და 5-6 გოლი უნდა გაიტანოს არა იმიტო რომ, გუნდში დარჩეს არამეტ მაზანდა რომ აიწიოს, ისე 2003 წელს 4 გუნდიდან 3 ნახევარფინალში იყო მილანი ინტერი და იუვე, თან 3 ვე ფორმის პიკზე იყვნენ, ასე რომ სხვების დასუსტებამ შეუწყო ხელი წელს იუვეს უპრობლემო გალიდერებას

  12. ეეეეეეეე ჯეკო მაგრა მევასება :forza: მოხარული ვიქნები შავთეთრი მაისურით ტუ იასპარეზებს. ვუჩინიჩმა კი ნამდვილად ვერ გაამართლა მაგას მატრი ჯობია უბურთოდ რომ არის დარბის. :chuvak:

  13. კარგი ხალხო რას დავობთ:? უჩინიჩი რომ წასასვლელია ეგ ფაქტია, რა კლასზე ან რა წვლილზე ლაპარაკობთ?თავდასხმელია გოლის გატანა ევალება საუბედუროთ ვერ იტანს. ვუჩინიჩის კლასი გამოჩნდა მილანთან და ინტერთან წაგებულ შეხვედრებში, ბავარაისთან მეორე თამაშში ჩელსისთან აღაფერს ვამბობ(სხვას ვის შეხვდა სახელოვან გუნდს) ლაციომაც გამოგვაგდო თასიდან , მისი კლასი სად ჩანდა… პესკარასთან არი მაგარი? პესკარასთან ყველა მაგარია. მაგაზე დიდი წვლილი პოგბასია ნაპოლი კუდზე რომ აჯდა იუვეს 2 თამაში მარტომ მოიგო, 11 ქულით რომ იგებ და ქულა გყოფნის ყველა გამოიჩენს თავს

Leave a Reply to PIto Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.