ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი ტურინში რჩება / იგუაინის ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

მანამ სანამ ტურინელები იგუაინის წარმომადგენლებთან გამართავდნენ შეხვედრას , გაჩნდა ინფორმაცია , რომ მოლაპარაკებებში შეიძლება ჩართულიყო არტურო ვიდალის სახელიც . მის მიმართ ინტერეს მადრიდელები უკვე დიდი ხანია იჩენენ და როგორც ჩანს მათ ჰქონდათ იმედი , რომ იგუაინის სანაცვლოდ შესძლებდნენ ჩილელი ნახევარმცველის გადაბირებას . მაგრამ მაროტას და პარატიჩის საუბარიც კი არ სურთ ამ თემაზე , რადგან ბიანკონერის მიზნები ცალსახაა . კლუბს სურს კონკურენტუნარიანი კლუბის შექმნა ჩემპიონთა ლიგისთვის და ამისათვის ისეთი მოთამაშე როგორიც ვიდალია , სასიცოცხლოდ აუცილებელია . აი სტეფან ლიხტშტაინერის ფიგურა კი იმდენად ხელშეუხებლად როგორც ჩანს არ გამოიყურება . ვიდალი კი ტურინში თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს და სურს მომავალშიც კონტეს განკარგულებაში ირიცხებოდეს . ამიტომ , თუ გონსალო იგუაინი მოირგებს შავ თეთრ მაისურს , ეს არტუროს ხარჯზე ნამდვილად არ მოხდება . თავის მხრივ ბიანკონერის წარმომადგენლები 25 მილიონად გეგმავენ არგენტინელის გაფორმებას , რომელსაც მადრიდელები 30 მილიონად აფასებენ . არა ერთი სპეციალისტი თუ ჟურნალისტი მიიჩნევს , რომ მოლაპარაკებები მალე დასრულდება და გონსალო ტურინში ამოჰყოფს თავს .

წყარო : TuttoJuve

261 thoughts on “ვიდალი ტურინში რჩება / იგუაინის ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

  1. მე არ მევასება ეს ფეხბურთელი მარა არაა გამორიცხული იუვეში უფრო უკეთესად რო ათამაშდეს რავი. კავანის და ფალკაოსნაირი ფეხბურთელების მომყვანები ესენი არ არიან და მოვიდეს ჰა :givi: იმედია ეს გაამართლებს იუვეში :|

  2. აბსოლუტურად ვეტანხმები McCa1N-ს რომ არც კი შეიძლება დღევანდელი სუპერ შედეგიანი და მართლა სუპერ ფორვარდი ფალკაო იგუანის შევადაროთ, მიუხედავად იმისა რომ არა ვარ წინააღმდეგი მისი იუვეში გადმოსვლის უბრალოდ მაროტას “მოხერხებულობას” და ანიელის ფინანსურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, ჩემდა სამწუხაროდ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ვერც ფალკაოს ვერც კავანის ვერც სუარეს და ა.შ ესენი ვერ იყიდიან.. და ამ პირობებში იგუანი არ არის ცუდი ვარიანტი მართლა ძალიან მჯერა რო გაამართლბს.. ისე ერთი რამ უნდა აღინიშნოს ჩვენდა სანაქბოდ მინდა ავღნიშნო რომ ძალიან კარგი გაწონასწორებული და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით განწყობილი გულშემატკვირები ვართ და ყველას “ჩვენებურად” მაგრამ ძალიან გვიყვარს იუვე :)

  3. McCa1N
    კაი დავამუღამებ
    აბა რა გიწერია იქ? მარკიზიო და კიდე ხალხი გყავს ჩამოწერილი და 70 მილიონს ელოდები, გაყიდვას არ გულისხმობდი? თუ მარკიზიოს სახელს უხსენებ და 70 მილიონს იძლევა ვინმე? :chuvak:
    გასაგდებიაო არ გითქვია უბრალოდ კლუტურულად გააძევე

  4. სულ არაფერს ბევრად ჯობია))) დღევანდელ ყველა თავდასხმელს ხო იასნია ჯობია. იმედია ამაზე არ გაჩერდებიან და კიდე 1-2 მაღალი დონის ფეხბურთელსაც დაითრევენ!

  5. McCa1N
    შეიძლება მე ფალკაოს და იგუაინის შეფასებაში ვცდები იმიტორო არც ერთის თამაში მაინტერესებს დიდად და არც მეორესი მარა კაცი რო მარკიზიოზე იტყვის გასაგდებიაო ის რო მართლა შორსაა ფეხბურთთან იუვეს ფანების 99% დამეთანხმება

    1. კითხვა ისწავლე ბრატუხ, მე მე მარკიზიოზე გასაგდები არ დამიწერია და რაღაცეებს ნუ მაბრალებ, გენაცვალე გაგიმარჯოს შენი აზრიით, კარგად იყავი … :*

  6. McCa1N says:
    მაისი 23, 2013 at 21:34
    მატრი, ჯოვინკო, მარკიზიო, ისლას ნახევარი პაკეტი, ვუჩინიჩი, კვალიარელა, მელო, დე ჩელიე საჩუქრად – ნუ გძეტა 70 მილიონს ხო მაინც უკაკუნებს და დაითრიონ 1 ნორმალური ფორვარდი 40-50 მილიონად და თითო-თითო საშვალო დონის იგროკი ყველა პოზიციაზე … რატო აგროვებთ ნაგავს, რატოოოოოოოოოოოო???????????
    ————————–
    ამის მერე კიდე ჩვენ ვღადაობთ? :lool:
    შენ მართლა გჯერა რო იუვე ამ ფეხბურთელებს გაყიდის და გუნდს დაშლის? :lool:
    მატრი მირკო სება მარკიზიო ნახევარი გუნდის, ვისით ცვლი ამ ხალხს?

  7. McCa1N
    ფალკაოს რა გაუკეთებია კარიერაში? ვიცით რო პორტოში მაგარი იყო და უეფა მოიგო ვიცით რო ატლეტიკოში კარგად თამაშობს მერე?
    ჰალკი ნაკლები იყო მაგაზე? სადაა ახლა? წყვეტს ხო ვარსკვლავებს?
    მაღალი დონის ფეხბურთელი ჩემთვის არის ჯერ გრანდის ფეხბურთელი და დანარჩენზე მერე ვილაოპარაკოთ
    ანუ ფალკაო რო გრანდში გადავა მერე შევადაროთ იგუაინს

    1. პორტოშიც მოიგო ბრატუხ ატლეტიკოშიც და გერდ მიულერის რეკორდიც გაიდო ბეჭზე … და არ გეწყნინოს მაგრამ კაცი რო იგუანსა და ფალკაოს მასე შეადარებს და კიდე იმ ყ.ვ.ე.რ.ი.ჩ.ი.ტ.ა.ს ამჯობინებს ჩემი აზრით ფეხბურთისგან “ცოტა” შორსააა …

  8. gio-gio89

    1juve

    მაგრად ღადაობთ ბრატცი აბა ჰეთ … მე თქვენთან კამათს ნაღდად აღარ ვაპირებ :))))) გაიხარეთ, გენაცვალეთ, მთავარია იუვესთვის გვინდა ყველას კარგი …. :)

  9. ესტიგარიბია რატო დაივიწყეთ? :chuvak:
    არადა წელს ასამოაზე უკეთესი თუარა ნაკლები სეზონი არ ქონია, ძაან მაგარი ფეხბურთელია მოაზროვნეა და გულიანათ თამაშობს
    ჩემი აზრით უნდა დაეტოვებია იუვეს

  10. მოკლედ უაზროდ ვკამათობთ, არცერთი არ ვიცვლით აზრს და ვერც ისეთს ვეუბნებით ერთმანეთს რო ცოტათი მაინც შევაცვლევიოთ აზრი
    ამიტო დაველოდოთ იგუაინის თამაშს მომავალ წელს და ვინ იყო მართალი გამოჩნდება
    მომაავლი წლის იგუაინს შეფასეაბა იქენბა ასეთი
    “ყველამ იცოდა იგუაინი რა დონის შემტევიც იყო, უბრალოდ რელში ქონდა რთული პერიოდი და გუნდის შეცვლასთან ერთად დაბრუნდა ძველი იგუაინი რომელიც ნებისმიერ დაცვას აწიოკებს”

  11. FeNoMeNo-9
    დღევანდელი ფორმით არა და ერთიანობაში კი, ფალკაოს ჯერ კიდე დასამტკიცებელი აქ რო მაღალი დონის ფორვარდია, იგუაინი ამას უკვე წლებია აკეთებს და მისი კარიერა ჯერ კიდე წინაა
    იგუაინს თუ იყიდის იუვე დარწმუნებული ვარ წლის ბოლოს იუვეს ქომაგები ვუჩინიჩი ჯობია თუ კვალი იმაზე კი არ იკამათებენ, იგუაინი ჯობია თუ რონალდო მაგაზე
    უბრალოდ იგუაინს რო იწუნებს იუვეს ფანი რამდენად ნორმალურია? უთამაშებელმა იგუაინმა გაიტანა იმაზე მეტი რამდენიც იუვეს სასტსვის ორმა შემტევმა მირკომ და სებამ
    იგუაინის მოყვანა იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, მირკოს მერე რო იგუაინი გეყოლება უკვე წინსვლაა უსერიოზულესი

    1. იმედია ხუმრობ ხო ბრატუხ ??? უბრალოდ არ შემიძლია სერიოზულად წავიკითხო იგუაინი-ფალკაოს ამგვარი შედარება …

  12. იგუაინი არი მოძრავი პეხბურთელი პასების გაკეთებაც შეუძლია ცოტა ტეხნიკაც აქვს. მითხარით ისეთი ფეხბურთელი ვინც არ მაზავს ისეთი რო იძახით მაზილააო იგუაინი. არ გინახავთ ისეთი გატანილი გოლი იგუაინის ძალიან მაგარი

  13. ბრატცი მაროტამ დარეკა ანიელიმ 30 მილიონი მომცა და ბიჭებმა რა გადაწყვიტეს ბოლო-ბოლო ო ))))))))))))))))))))))))))))))

    1. თავით თამაში, დასწრებაზე თამაში, დაყენებული დარტყმა, “მკვლელის ინსტიქტი”, გუნდური მოთამაშე და რაღათქმაუნდა რეალის გამბახებელი )))))

  14. FeNoMeNo-9
    კაია თუ მასეა
    ისე იუთუბში არ ვუყურებ თამაშებს
    ფალკაოზე ის გითხარი იგუაინი რო ატლეტიკოში იყოს ფალკაოზე ბევრს გაიტანდათქვა
    მსოფლიო ვარსკვლავების თამაში არ მაქ ლაივში ნანახი მარა ქუთაისელი ვარსკვლავების თამაში მაქ ნანახი და ძველ ტორპედოელებს არავისზე ნაკლებად არ ვაფასებ :chuvak:

  15. d a v i d პირველ რიგში უფრო მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით და გადამწვეტ მომენტში ლიდერად წარმოჩენის უნარით. სხვა მახასიათებლზებზე არ დავიწყებ საუბარს. ;)

  16. 1juve რა წესია ტო…მგონი სპეციალურად მიბლოკავენ კომენტარებს! :@ :@ შენ ჩემო უმცროსო მეგობარო 8 წლის ასაკში თუ ცხრიანიდან ხსნიდი ბურთს, მე შენს ასაკში 15-16 წლის ბიჭები ენაგადმოგდებული დამსდევდნენ უბანში ბურთის წასართმევად. ამას ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე გეუბნები. ;) შენ რაც იუთუბით გაქვს ნანახი მე ეს ყველაფერი ლაივში მინახია. მე ცოცხლად მაქვს ისეთი გიგანტების თამაში სერია A-ში ნანახი, როგორებიც იყვნენ: რონალდო, დელპიერო (კარიერის ზენიტში), ბატისტუტა, ბაჯო, ვიერი, სამორანო, კრესპო, ინძაგი, ტოტი, შემდეგ უკვე ტრეზეგე, ზლატანი და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ დიდი ბოდიში მაგრამ იგუანზე როცა იძახით ტოპ კლასი არისო, უბრალოდ მეცინება და თან მეტირება იმ ყველაფრის შემდეგ რასაც ცოცხლად ვუყურებდი. :) მგონი შენ იყო, რომ თქვი ფალკაო რეალში, რომ იყოს იგუაინზე გაცილებით ნაკლებს გაიტანდაო და ამით “უდიადესი” არგენტინელი დაიცავი ვითომ. :D არადა ფალკაო მართლა რეალში, რომ ყოფილიყო ამ წლებში, მადრიდელებს ლიგაც მოგებული ენქბეოდათ დ კატალონიელთა ჰეგემონიაც დამხობილი.

  17. ძმობას გაფიცებთ ერთი ის მითხარით რა აქვს ჯეკოს ან ლევანდოვსკის უკეტესი რო იგუაინს იწუნებთ ან რითი ჯობია რა მახასიატებლით?

  18. გაგიკვირდებათ და მატრის და მირკოს მაგივრად კასანოს მოვიყვანდი, რაღაცნაირად მჯერა მაგისი
    წელს ხო უნდა გაგვაკვირვოს კონტემ ერთი იტალიელით, ნეტა ვინ იქნება?

Leave a Reply to gio-gio89 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.