ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი – ხუან კამილო სუნიგა

ტურინის “იუვენტუსს” ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს : პაოლო დე ჩელიე ტრამვებითაა გაწამებული, იტალიელი ახლა საკმაოდ ცუდ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი დასრულდა; კვადვო ასამოა თავიდან გაოცებას იწვევდა ისე კარგად თამაშობდა, მაგრამ აფრიკის თასის შემდეგ თითქოს ძალების 3/4 დაკარგა; ფედერიკო პელუზო უფრო მცველია, თანაც ის “ატალანტას” საკუთრებაა და არავინ იცის იქნება თუ არა ეს ფეხბურთელი შემდეგ სეზონშიც ტურინში; სიმონე პეპე ტრამვირებულია და არავინ იცის ჩადგება თუ არა ძველებურ ფორმაში; ემანუელე ჯიაკერინი კი კლაუდიო მარკიზიოს შემცვლელად განიხილება და წელს წინა წლისგან განსხვავებით ფლანგის მაგივრად ცენტრში მოუწია თამაში; ამიტომ ტურინელები შემდეგი სეზონისთვის სტაბილურ მარცხენა ნახევარმცველს ეძებენ და მათი მთავარი მიზანი ფაბიო კოენტრაო და ხუან კამილო სუნიგაა. სუნიგა უარს ამბობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ხოლო მას კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება, ამიტომ ის გაიყიდება, რადგან “ნაპოლის” ხელმძღვანელობა უფულოდ არ დარჩეს. ტურინის “იუვენტუსი” მზადაა კოლუმბიელში “ნეაპოლიტანებს” ალესანდრო მატრი გაუცვალოს. “ახლა ხუანთან არა ერთი კლუბი აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ მას იტალიაში სურს დარჩენა. “ინტერი” და “იუვენტუსი”? სუნიგა მაღალი დონის მოთამაშეა, ამიტომ ბუნებრივია, რომ მან ასეთი კლუბები დააინტერესა, სავარაუდოდ ის ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს არჩევანს.”-აცხადებს სუნიგას აგენტი.

წყარო : Football Italia, TuttoJuve

25 thoughts on “სატრანსფერო ჭორი – ხუან კამილო სუნიგა

  1. Piero
    რაც დაწერა ყველაფერი სწორია უბრალოდ ერთამანეთთან არაა დაკავშირებული კარგად, გადაიკითხე შენთვითონ და მიხვდები რო არ ებმევა წინადადებები კარგად ერთმანეთს

  2. Piero
    სტატიებში ჯობია შენი აზრი მოკლედ თქვა და უფრო მეტად ის ინფორმაცია დაწერე რომელსაც თარგმნი

    ამ სტატიაში ნახევარზე მეტი შენი დაწერილია, დეჩელიეს ფორმინდა დაწყებული პეპეს ტრამვამდე დამთავრებული, ასეთ რაღაცეებს რო წერ სხვანაირი აწყობა უნდა რო ლამაზად წასაკითხი იყოს და თან პრაქტიკაა საჭირო უფრო მეტი
    ამიტო ჯობია მარტო ინფორმაციები დაწერო და უფრო მოკლე და კონკრეტული სტატიები

  3. დავიწყოთ იმით რომ ამ კაცის გვარი იტალიურად ჟღერს როგორც ზუნიგა და არა სუნიგა, მერე მეორე, საიტზე სტატიები ბოლო დროს ასკარად დაუხვეწავია და მესამე ნუ ახატავთ სურათებზე გუნდების ლოგოებს საშინლად აჭრელებულია

  4. Piero ცოტნე გეხვეწები ნუ მაცინებ რა გოგოები შემოდიან რა შუაშია შემოდიან. შემოვიდნენ მერე ეგ სიტყვა რა შუაშია. განმარტება იცით მაინც მაგ სიტყვის? გასაგებია მაგრამ ცენზურაზე მითითება არ მჭირდება პირიქით. რას ქვია ცენზურა თუ არ იცით ცალკე გაჩვენებთ მაგალითს. სად ამოიკითხეთ რო ეგ ცენზურის დარღვევის კონტექსტში იხმარება. კარგი გასაგებია

    1. -ცენზურის დარღვევა ხომ ყველას ეხერხება, მაგრამ სასიამოვნო არაა, თუ ეგრე გინდათ იგინეთ, მაგრამ რა მოგება? შენ რომ გაიგებ სხვა ვერ გაიგებს და მაგიტომ ვაწერ ყველაზე ეგრე. :))

      1. რა შუაშია ცენზურის დარღვევა ცოტნე მაგას გეუბნები ზუსტად სად დაინახეთ რო ცენზურა დავარღვიე მეთქი. ეგ არაა ცენზურის დარღვევა განმარტებას თუ გინდათ გეტყვით

  5. ადმინ სიტყვა (ნუ არღვევთ ცენზურას!!!!!) – ცენზურის დარღვევაა? (facepalm) ალბათ არ გინახავს რას ნიშნავს ცენზურის დარღვევა და ისეთ სიტუაციას ნუ ქმნით გეგონება მონასტერი იყოს აქ და არა საფეხბურთო საიტი. ცენზურა რო უნდა იყოს ეგ მეც ვიცი

  6. მოკლედ თავდასხმასთან დაკავშირებით ბოლოს დავწერ. თავდასხმელი მაშინ ფასდება როცა მასზე აწყობ შეტევაში თამაშს მომენტები ექმნება და ზუსტად მაშინ გააქვს ან ვერ გააქვს და არა ის ხან ერთი თამაშობს ხან მეორე ხან მესამე.
    მეც კარგად ვიცი გვინდა უკეთესი და შესაცვლელია მაგრამ როგორც ჭ კლასად ნუ აფასებთ ამ თავდასხმას. პროდუქტიული თავდასხმაა საკმაოდ.
    და შექმნა კიდე მომენტის მატრის მოვალეობაა საერთოდ არაა . როგორც ვთქვი ინძაგის მერე ნატურალური სუფთა ცენტრი იტალიას არ ყოლია . ეხლა არის მატრი. ასეთი სტილის ფორვარდებს შექმნილი პასები ჭირდება რომ გაეხსნას და შეაგდოს რასაც ვუყურებ მატრი იდეალურად აკეთებს ამას. ინძაგს თხოვდა ვინმე მომენტი შექმენიო? ან ტრეზეგეს არა . მათი მოვალეობა იყო მომენტის გამოყენება საჭირო ადგილას ყოფნა და გოლის გატანა . მომენტის და კომბინაციის შექმნა ევალებათ ისეთ თავდასხმას როგორებიც არიან ვუჩინიჩი. აგუერო . ტევესი გინდაც იოვეტიჩი და ასე შემდეგ

  7. D E L P I E R O აუ რა შედარებააა 12 თამაშს სეზონია სულ არ თამაშობს და რას გაიტანს წელს სადაც ითამაშა 99 % ლიგაზე , სერია A ში თუ თასზე სადაც გინდა ყველგან გაიტანა. მატრიზე მაგარი თავდასხმელები არიან იტალიაში წელს მაგრამ ინძაგის მერე მატრის ნაირი სუფთა ცენტრი და გოლზე დაგეშილი არ ყოლია იტალიას. რატო არ გადაიხდის ნებისმიერ გუნდს გააძლიერებს ფიორენტინა და მსგავს გუნდებზე მაქვს საუბარი. დააყენე მატრი ძირითადში მთელი სეზონი და აააგე წინ მასზე თამაში და თუ ვერ გაიტანს მერე იძახეთ ბანძიაო და ვერ გააქვსო. არ მესმის რანაირად აფასებთ თავდასხმელს. როცა ხდება ლავირება და ხან ერთი თამაშობს ხან მეორე ხან მესამე რანაირად აფასებთ პერსონას.

      1. ვაღიარებ ნანი მაგრად მევასება მაგრამ უფრო მეტად როგორც პერსონა და არა ფეხბურთელი ვაღიარებ – როგორც ფეხბურთელი ვოლკია კი მაგრამ ნუ არღვევთ ცენზურას !!!!! ნანის რონალდუს პატენტია – თვითონ უნდა რო იყოს რონალდო. კაცს საკუთარი სტილი და აზროვნება არ გააჩნია . რასაც ვაკვირდები სულ რონალდუს ეცილებოდა მანჩესტერში და ნაკრებშიც როცა თამაშობენ.

  8. ზუნიგა მაგარი კაცია . თუმცა ასამოას დაკარგვაც არ მინდა . კაი იქნება მაგრამ ერთი ვერ გავიგე სტატიაში წერია მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს გუნდსო და პეპე რატო წერია რა შუაშია პეპე მანდ როდის იყო პეპე მარცხნივ თამაშობდა .

    მოკლედ ჩემ აზრს ვიტყვი – ლორენტე იგუაინი . და ძაძას თუ მოიყვანენ ასკოლიდან ან გაბიადინის მიეცემა შანსი კარგი იქნება მარცხნივ ზუნიგა და ფაბიო უნდა დარჩეს მშვენიერი იქნება გუნდი საბოლოოდ დალაგდება

  9. მივესალმები ამ ბარტერს :vashaa: ცუნიგა ასამოას კი აჯობებს და დუბლიორად დეჩელიეც ეყოფა ასე რო ასამოას გამოსყიდვაც არაა საჭირო თუ ეს მოვიდა!!! კოენტრაოც კაი ვარიანტია მარა მისი რეალიდან გაშვება რარაც არ მგონია და თუ რამე მოუ წაიყვანს ჩელსში…

Leave a Reply to juventude Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.