ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოურინიოს პოგბა სურს

ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, ყველაზე ალტერნატიულ ვარიანტად კი ლონდონელები ტურინული გრანდის უდიდეს ტალანტს – პოლ პოგბას განიხილავენ, ფრანგის წასვლის შანსებს ისიც ზრდის, რომ ანიელიმ განაცხადა : “დიდი შემოთავაზების შემთხვევაში ჩვენ პოგბას გავყიდით!” წყაროს თანახმად “მილიარდერის კლუბი” მზადაა პოგბას სანაცვლოდ “დიდი შეთავაზება” გააკეთოს, რაც საშუალოდ 30-35 მლნ ევრო იქნება, თვითონ ფრანგი კი აგრძელებს იუვენტუსისადმი სიყვარულისა და ლოიალურობის გამოხატვას. 20 წლის მოთამაშე კვლავ აგრძელებს სუპერ სეზონების ჩატარებას და სერია A-ს 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა, ხოლო სუპერ თასზე ლაციოს წინააღმდეგ გოლიც გაიტანა და ასისტიც გააკეთა.

წყარო : Goal.Com, The Guardian

9 thoughts on “მოურინიოს პოგბა სურს

  1. ამის გაშვება ჯერ ადრეა ორ სამ წელიწადში კავანიზე მეტს გადაიხდიან პოგბაში . ვერატი მინდა მოიყვანონ მაგარია და უმატებს მაგრა თამაშს ბოლო თამაშები ნახეთ პსჟ ში მას მიყავს ცენტრში თამაში

  2. იმედია ეს უძრაობის ხანა ეკონომიკური კუთხით დამთავრდება მარე იტალიაში თორე ცუდადაა საქმე გარბიან ვარსკვლავები სერია ა დან იბრა ლავეცი კავანი პასტორე მარკინიო ლამელა იოვეტიჩი

  3. აუ ეს თუ გაყიდეს საღოლ რა გუნდის გაძლიერებაზე და რამის მიღწევაზე როგორც ჩანს ნაღდად არ ფიქრობენ მაგარს გვაბოლებს ეს ანიელი ნედვედმა მაინც გაუიასნოს რამე :@

Leave a Reply to delpieronedved Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.