კონტე : ” მარცხი კონკრეტული შეცდომების გამო ვიწვნიეთ ”
დამარცხებულნი , თუმცა მაღლა აწეული თავებით ტოვებენ მადრიდს . ეხლა ტურინელებს მოუწევთ გალათასარაისთან ბრძოლა შემდეგ ეტაპზე კვალიფიკაციისთვის , რომლებიც ორი ქულით უსწრებენ ბიანკონერის . თუმცა , წინ სამი მატჩია და ჯერ კიდევ არის იმედი , რომ ყველაფერი კარგად იქნება მათვის : ” სიტუაცია იმ მიმართულებით მიდიოდა , რომ გუნდი 4-3-3 სქემაზე იქნებოდა ორიენტირებული და მეც სწორედ მის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი . სამწუხაროდ დავმარცხდით ისეთ შეხვედრაში , რომელზედაც ზეგავლენა კონკრეტულმა ადამიანებმა იქონიეს , მაგრამ რაც არ უნდა დასანანი იყოს ეს ყოველივე მოგვიწევს შეგუება და კიდევ უფრო მეტი მუშაობა სრულყოფილებისთვის . მთავარი ის არის , რომ გუნდს რომელიც მისსავე არენაზე ასპარეზობდა და რეალურად განიხილება ამ ტურნირის ერთ ერთ მთავარ ფავორიტად , ტოლსწორად ვეთამაშეთ მთელი 90 წუთის მანძილზე . იმავე სტილში რომ გავაგრძელოთ თამაში , ვერავინ შეგვიშლის ხელს მომდევნო ეტაპზე გასვლაში ” .
წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი
მინდა რომ და კარგიც იქნება იტალიაში 3-5-2 ვიტამაშოთ და ჩემპიონთ ლიგაზე 4-3-3– ით
კონტე ამ ტაქტიკით შეუბეროთ რა პლზ !!!!!!!!! უმაგრესი ტაქტიკაა !!!!!!
ჩემი აზრით ერთ კონკრეტულ ტაკტიკაზე არ უნდა ჩაიციკლოს.. საკმარისად ყავს მაგალი დონის შემსრულებლები რომ რამდენიმე ტაკტიკა ქონდეს მარაგში, სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყობაც უნდა შეეძლოს