ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” მარცხი კონკრეტული შეცდომების გამო ვიწვნიეთ ”

დამარცხებულნი , თუმცა მაღლა აწეული თავებით ტოვებენ მადრიდს . ეხლა ტურინელებს მოუწევთ გალათასარაისთან ბრძოლა შემდეგ ეტაპზე კვალიფიკაციისთვის , რომლებიც ორი ქულით უსწრებენ ბიანკონერის . თუმცა , წინ სამი მატჩია და ჯერ კიდევ არის იმედი , რომ ყველაფერი კარგად იქნება მათვის : ” სიტუაცია იმ მიმართულებით მიდიოდა , რომ გუნდი 4-3-3 სქემაზე იქნებოდა ორიენტირებული და მეც სწორედ მის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი . სამწუხაროდ დავმარცხდით ისეთ შეხვედრაში , რომელზედაც ზეგავლენა კონკრეტულმა ადამიანებმა იქონიეს , მაგრამ რაც არ უნდა დასანანი იყოს ეს ყოველივე მოგვიწევს შეგუება და კიდევ უფრო მეტი მუშაობა სრულყოფილებისთვის . მთავარი ის არის , რომ გუნდს რომელიც მისსავე არენაზე ასპარეზობდა და რეალურად განიხილება ამ ტურნირის ერთ ერთ მთავარ ფავორიტად , ტოლსწორად ვეთამაშეთ მთელი 90 წუთის მანძილზე . იმავე სტილში რომ გავაგრძელოთ თამაში , ვერავინ შეგვიშლის ხელს მომდევნო ეტაპზე გასვლაში ” .

წყარო : ტურინის ” იუვენტუსის ” ოფიციალური ვებ გვერდი

3 thoughts on “კონტე : ” მარცხი კონკრეტული შეცდომების გამო ვიწვნიეთ ”

    1. ჩემი აზრით ერთ კონკრეტულ ტაკტიკაზე არ უნდა ჩაიციკლოს.. საკმარისად ყავს მაგალი დონის შემსრულებლები რომ რამდენიმე ტაკტიკა ქონდეს მარაგში, სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყობაც უნდა შეეძლოს

Leave a Reply to LASHAJUVENTINO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.