ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კუალიარელა : ” მინიმალური შეცდომა თუ გამარჯვება გვსურს ”

ფაბიო კუალიარელასთვის ნეაპოლიტანელებთან დაპირისპირებას ” განსაკუთრებული ” მნიშვნელობა აქვს : ” ეს იქნება ნამდვილი ზეიმი ყველა იმ ადამიანისთვის , რომელთაც უყვართ ფეხბურთი . დარწმუნებული ვარ სანახაობრივით კუთხით ეს იქნება განსაკუთრებული დაპირისპირება , რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ დიდი კლუბები წარსდგებიან . ” ნაპოლი ” ჩემი გუნდია , რომელსაც ყოველთვის ვუჭერდი მხარს . თუ გამარჯვებას მოპოვებას ვაპირებთ , მაშინ შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ” .

წყარო : Football-Italia

27 thoughts on “კუალიარელა : ” მინიმალური შეცდომა თუ გამარჯვება გვსურს ”

    1. ძმა ცნობისთვის: ნაყიდი ყავს უკვე ბერარდი მაროტას,უბრალოდ განათხოვრებულია სასუოლოში….ვიღაცაზე ნაღდად არ ვწერ…მომავალში რა იქნება ეგ სხვა ამბავია…

  1. კაით რა ვიღაც გაიტანს გოლს და აუ ვსიო ეს იქნება იუვეს მხსნელი და მაროტა რატო არ ყიდულობს. კვალიარელა და ტევესი რო არ მოგწონთ აბა ვინ მოგწონთ იმობილე? ეგ იქნება იუვეს გადამრჩენი ეგ მოგვაგებინებს ლიგას.

  2. გუშინწინ რუსულ არხზე ვუყურე გადაცემას ,ერთი ნაწილი დომენიკო ბერარდიზე იყო,რუსმა კომენტატორმა ღნიშნა მისი ჰეთ-თრიკი,დელ პიერომ ეს ბევრად უფრო გვიან მოახერხა ვიდრე ბერარდიმო და იუვეს თუ მაინცდამაინც 10 ნომრის გაუქმება არ უნდოდა ამ ბიჭისთვის ჩაეცმიათ მომავალშიო…უბრალოდ იმის თქმა კი არ მინდა რომ ტევესი არ ვარგა,ან არ ეკუთვნის,ან რამე,საქმე ისაა რომ ტევესს კი არ უნდა მისცე სტიმული უკვე შემდგარ ფეხბურთელს სტიმული უნდა მისცე ასეთ ახალგაზრდებს,რომ იდეაფიქსად გაიხადონ ეგ ნომერი,თორე ტევესს რომ კითხო შეიძლება დელ პიეროზე დიდ ფეხბურთელად მიაჩნია თავი და ჩვეულებრივი ამბავია მისთვის 10 ნომერი,კარლიტო ისევე ითამაშებდა თუნდაც 70-ე ნომრით როგორც 10 ნომრით თამაშობს,იმიტომ რომ მას აღარაფერი უკვირს ფეხბურთში….ასევე ვეთანხმები ქასრას,როგორ შეიძლება ფეხბურთელს შანსი 25-26 წლის ასაკში მისცე და მანამდე სულ პრაქტიკა ქონდეს???დაღუპეს ბევრი მოთამაშე და ბევრსაც დაღუპავენ ასეთი მიდგომით,სად ახალგაზრდა რომ გრძნობს ნდობას და სად 26 წლის კაცი სულ შიშში როა არიქა არ შევცდე და ისევ არ გამაგდონ სადმეო,ჩემი აზრით ეგ სჭირს ჯოვინკოს დღეს,მეტი არაფერი,შიში რომ რაღაც არასწორად არ გამოუვიდეს,თორე დასვამენ სკამზე,ან გაუშვებენ იჯარით ისევ და ამ დროს უარესად თამაშობს…

  3. კვალიარელა არის მოვლენა იტალიურ ფეხბურთში რომელსაც სათანადოდ ვერ აფასებს ვერც კონტე და ვერც ის ჩერჩეტი პრანდელი //
    ასეთი ქარიზმატული მოთამაშე იტალიაში დღე არარის (ვეტერან ტოტის გარდა და დე როსის კიდევ)

  4. ბოაკიე-გაბიადინი-იმობილე-ბერარდი
    მაზი-ლეალი-სორენსენი-ფაუსტოროსი-მარონე

    რა ხალხი გვყავს და ამ დროს გუნდში ტევესი-კვალიარელა-ვუჩინიჩი-პადოინი-პელუზო-დეჩელიე-ისლაა რაააა :blin: :blin: :blin:

  5. მაროტა და კონტე როდის უნდა დაახვიოთ გუნდიდან???
    ამ ბებრებს რომ ათამაშებთ აქ!!!
    იქეთ ბოაკიემ შეაგდო, აგერ იმობილემ. ბერარდიც ჩვენია და 2 ტურში გასვლებზე 4 ქულა მაგან აიღო მარტო. გაბიადინიც გვყავს!!!

    და ესენი სხვას დასდევენ რა!!! სანამ 28-29 წლის არ გახდებიან მანამ სხვებს ათამაშებენ აქ რა… ეხლა ჯილარდინოს ეჩალიჩება და იქეთ ვიღაც ლიონელ გომისს… ფუი რაააააააა :blin: :blin: :blin:

    1. ქასრა ვერ დაგეთანხმები პირველ აბზაცში. მაროტამ და კონტემ (მითუმეტეს კონტემ) ნამდვილად არ უნდა დაახვიონ ტურინიდან. ხალხო გაიგეთ, რომ იმობილე ჯერ არაა მზად იუვეში ითამაშოს, გაბიადინის მსგავსად მანაც პრაქტიკა უნდა მიიღოს, რათა მერე უფრო გამოადგეს გუნდს. აი ნახე, ზაფხულში იმობილეც ჩვენთან იქნება და გაბიადინიც. შეიძლება ზამთარშიც, მაგრამ ეგ ნაკლებად სავარაუდოა. ახლა იმობილე რომ იუვეში იყოს ითამაშებდა? დარწმუნებული ვარ კონკურენციას ვერ გაუძლებდა, ანალოგიურად ბერარდიც და გაბიადინიც.

    2. როგორ ვინატრო
      თორე დელნერის იუვეს უნდა უყურებდე
      შენ:D მარტო პირველი აბზაცი წავიკითხე :D აღარ გამიგრძელებია მეტი :D:D

  6. რომა და კიდევ ბევრი ისეთი გუნდია რო აკლიათ ერთი ორი ძირითადი ეგრევე ერხევათ. წარმოიდგინეთ რომაც რო ლიგაზე ყოფილიყო ჩემ ფეხებს გაქაჩავდნენ ამდენს.იუვეს და ნაპოლის ვერცერთი სხვა იტალიური გუნდი ვერ ჯობია.

  7. ბერრრარდიიიიიი… პა რამ პამ პამ პააამ :lool: :vashaa:
    ჯერ სად ხართ რომაა.. ტოტიშეს გარეშე კიდევ ბევრ ქულებს დაკარგავთ, ინტერი უფრო იბრძოლებს ლიგის ზონისთვის ვიდრე რომა

  8. დომენიკო ბერერდი სად შეუგდო რომა ბაროო სასუალო და ბერერდი ეს ბიჭი მინდა იუვეში მომავალ წელს 6გოლი შეაგდო უკვე

  9. ტევესმა რა თქვა რო მოვიდა? ბოკა ჩემი გუნდია და კარიერა იქ უნდა დავასრულოო? რომელი უფრო არაა იუვენტინო? კვალიმ თავის თამაშითაც და ქცევითად დაამტკიცა რო იუვენტინოა
    პეპემ და მაგან თქვეს რო იუვეში სკამის კაცებადაც დარჩებოდნენ

  10. კვალი სულით და გულით იუვენტინოა და მასზე ეგეტი რამეების ლაპარაკი არ მგონია გამართლებული ძმა როდესაც ის თამაშობს ყველაზე მეტად იხარჯება გუნდში იმ ზარმაც ვუჩინიჩს კიარ გავს

  11. კვალი სულ ამბობს რო ნეაპოლელია და ბავშვობიდან ამ კლუბს გულშემატკივრობს, მარკიზიო რო წავიდეს მანჩესტერში და არ თქვას იუვენტინო ვარო გაამართლებთ?
    დარწმუნებული ვარ თამაშში იუვესთვის ყველაფერს გააკეთებს ნაპოლის საწინააღმდეგოდ და კვალიმ არაერთხელ დაამტკიცა რო ნამდვილი იუვენტინოა

Leave a Reply to LASHAJUVENTINO Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.