ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორიგი ჭორი თუ საჩუქარი?

ტურინის იუვენტუსი ჯერ კიდევ ბაიერნში გადასვლამდე ინტერესდებოდა მარიო მანჯუკიჩით. ბაიერნის ამჟამინდელი მეცხრე ნომერი დიდი ვარაუდით კლუბს ზამთარში დატოვებს, რადგან ლევანდოვსკი ცალი ფეხით ბაიერნშია, პლიუს ამას გვარდიოლამ ტომაშ მიულერი ცენტრფორვარდად აწია, რითაც მანჯუკიჩს კიდევ უფრო შეუმცირდა სათამაშო დრო, მიუხედავად იდეალური სეზონისა. ნაკრებშიც და კლუბშიც 2013/2014 წლების სეზონში მან უკვე 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, პლიუს ამას 2 საგოლე გადაცემაც. თუ მოცემულ წყაროს დავუჯერებთ მაროტა და კამპანია უკვე დაკავდა ამ საკითხით და მიუნჰენელებსაც დაუკავშირდა, იუვეს კი წინააღმდეგობას ზენიტი, რეალ მადრიდი და ტოტენჰემი გაუწევს.

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
10 years ago

ვაიმეეე ეს რა თამაშს ვუყურე ევერტონი ლევრპული რა იგრა იყო საოცრებაა ! უძლიერესი თამაში იყო :wow:

arseni
10 years ago

მაგარია პრემიერლიგა

valeri tokhadze
10 years ago

არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება მანჯუკიჩი ამის მოყვანა იქნება შეცდომა ამის ფასად ერთ კაი ფლანგელს ვიყიდით

d a v i d
10 years ago

ფორვარდების პრობლემა იუვეს ჯერ ჯერობით არ აქვს უფრო მეტად ნახევარდაცვაში გვჭირდება ხალხი და იყიდონ მენეზი-ვერატი :love: :love: ეს ორი ფეხბურთელი უფროო წაგვადგება ვიდრე ნანი მანჯუ ან ლევანა( ლევანას ვინ მოგვცემს) :chuvak:

Samtrediel90
10 years ago

მანძუ მაგარია მარა ზაფხულამდე ვაცადოთ ლორენტეს აბა… დაიწყო გატანა და ვნახოთ
ამას ზაფხულამდე არ გაუშვებენ,სისულელეა,ლევანდოვსკი რო მიიყვანონ ვთქვათ ეხლა და ეს გაუშვან მერე ლიგაზე რა უნდა ქნან? მარტო მიულერის იმედზე დარჩებიან? თავის ხელით ჭრიან იმ ტოტს რომელზეც ზიან? :givi:

arseni
10 years ago

იანვარში გადამწყვეტი საგაფაზხულო ბრძოლების წინ არც დორტმუნდი და არც ბავარია არ გაუშვებს ლევანდოვსკის და მანჯუკიჩს

lasha naxucrishvili
10 years ago
Reply to  arseni

100%

jibojuve
10 years ago

გაუმარჯოს ძმებო
რაგაც მინდა გკითხოთ იმდღეს წავიკითხე და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხო არ იცით?
მიუხენ გლადბახის მეკარის M. ter Stegen შეძენას აპირებს იუვე ჯიჯის შემცვლელადო და რამე ხო არ გაგიგიათ

Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  jibojuve

ჰარტზე გავიგე მე

valeri tokhadze
10 years ago

ჰარტი რომ იყიდოს იუვემ ფეხბურთის ყურებას თავს დავანებებ

neko_neko.
10 years ago

ჯოვინკოს არ გაუშვებენ ანუ გაუხმება ერთი ადგილი სკამის ხეხვით, ტევესს ზამენაზე არავინ დასვავს გაშვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია , ლორენტე იბრიდება მაშინ ან მაგას ყიდიან მაგრამ ვერ ვხვდები რატო უნდა გაყიდო ან დასვა როცა გოლების გატანა დაიწყო ჯერ კიდევ არ ვიცით რას იზავს, ვუჩინიჩი რომც გაყიდონ ლორენტეს სკამზე ჯდომა მოუწევს აბა ამას ზამენაზე ხო არ მოიყვანენ ამიტომ ვამბობ რო სისულელეა არ მოვა ეს

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x