ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორიგი ჭორი თუ საჩუქარი?

ტურინის იუვენტუსი ჯერ კიდევ ბაიერნში გადასვლამდე ინტერესდებოდა მარიო მანჯუკიჩით. ბაიერნის ამჟამინდელი მეცხრე ნომერი დიდი ვარაუდით კლუბს ზამთარში დატოვებს, რადგან ლევანდოვსკი ცალი ფეხით ბაიერნშია, პლიუს ამას გვარდიოლამ ტომაშ მიულერი ცენტრფორვარდად აწია, რითაც მანჯუკიჩს კიდევ უფრო შეუმცირდა სათამაშო დრო, მიუხედავად იდეალური სეზონისა. ნაკრებშიც და კლუბშიც 2013/2014 წლების სეზონში მან უკვე 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, პლიუს ამას 2 საგოლე გადაცემაც. თუ მოცემულ წყაროს დავუჯერებთ მაროტა და კამპანია უკვე დაკავდა ამ საკითხით და მიუნჰენელებსაც დაუკავშირდა, იუვეს კი წინააღმდეგობას ზენიტი, რეალ მადრიდი და ტოტენჰემი გაუწევს.

წყარო : Tuttosport

13 thoughts on “მორიგი ჭორი თუ საჩუქარი?

  1. არავითარ შემთხვევაში არ გვჭირდება მანჯუკიჩი ამის მოყვანა იქნება შეცდომა ამის ფასად ერთ კაი ფლანგელს ვიყიდით

  2. ფორვარდების პრობლემა იუვეს ჯერ ჯერობით არ აქვს უფრო მეტად ნახევარდაცვაში გვჭირდება ხალხი და იყიდონ მენეზი-ვერატი :love: :love: ეს ორი ფეხბურთელი უფროო წაგვადგება ვიდრე ნანი მანჯუ ან ლევანა( ლევანას ვინ მოგვცემს) :chuvak:

  3. მანძუ მაგარია მარა ზაფხულამდე ვაცადოთ ლორენტეს აბა… დაიწყო გატანა და ვნახოთ
    ამას ზაფხულამდე არ გაუშვებენ,სისულელეა,ლევანდოვსკი რო მიიყვანონ ვთქვათ ეხლა და ეს გაუშვან მერე ლიგაზე რა უნდა ქნან? მარტო მიულერის იმედზე დარჩებიან? თავის ხელით ჭრიან იმ ტოტს რომელზეც ზიან? :givi:

  4. იანვარში გადამწყვეტი საგაფაზხულო ბრძოლების წინ არც დორტმუნდი და არც ბავარია არ გაუშვებს ლევანდოვსკის და მანჯუკიჩს

  5. გაუმარჯოს ძმებო
    რაგაც მინდა გკითხოთ იმდღეს წავიკითხე და რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხო არ იცით?
    მიუხენ გლადბახის მეკარის M. ter Stegen შეძენას აპირებს იუვე ჯიჯის შემცვლელადო და რამე ხო არ გაგიგიათ

  6. ჯოვინკოს არ გაუშვებენ ანუ გაუხმება ერთი ადგილი სკამის ხეხვით, ტევესს ზამენაზე არავინ დასვავს გაშვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია , ლორენტე იბრიდება მაშინ ან მაგას ყიდიან მაგრამ ვერ ვხვდები რატო უნდა გაყიდო ან დასვა როცა გოლების გატანა დაიწყო ჯერ კიდევ არ ვიცით რას იზავს, ვუჩინიჩი რომც გაყიდონ ლორენტეს სკამზე ჯდომა მოუწევს აბა ამას ზამენაზე ხო არ მოიყვანენ ამიტომ ვამბობ რო სისულელეა არ მოვა ეს

Leave a Reply to Samtrediel90 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.