ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “გამარჯვება ნებისმიერ ფასად”

“კოპენჰაგენთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტე ჟურნალისტების წინაშე ვინოვოს ბაზის პრესსცენტრში წარსდგა : “ხვალ ძალიან რთული და ამასთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, უნდა მოვიგოთ, თუ გვსურს რომ კვლავ ვიბრძოლოთ შემდეგ ეტაპზე სათამაშოდ.თავს მშვიდად ვგრძნობ, ამის მიზეზი კი ჩემი ბიჭების თავდადებაა, რომლებიც ბოლო წამამდე თავდაუზოგავად იბრძვიან ნებისმიერ მატჩში.დანიელებთან 3 ქულა სიკვდილის ფასად რომ დაგვიჯდეს, მაინც უნდა ავიღოთ, “იუვემ” იცის, როგორ დაძლიოს დაბრკოლებები.”

“გულშემატკივრები ? – დამატებითი მოტივაცია გუნდისთვის, ჩვენი სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები არიან უშუალო მონაწილეები იმ გამარჯვებებში, რომლებსაც ამ წლების მანძილზე მივაღწიეთ.მეეჭვება, ხვალ ისინი გვერდით არ იდგნენ, ბიანკონერების თითოეული ფანატი საყვარელი გუნდის გვერდით მუდამ დგას.”

“ორ ფრონტზე ვიბრძვით, სერია A – ს პირველ ადგილზე დაბრუნება ბევრს არაფერს ნიშნავს.მთავარია საკუთარ თამაშზე კონცენტრირება, თუ თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებთ, შედეგი თავისთავად იქნება.”

“ლიორენტე ? – ბასკი ფორმაში შედის.როცა ნანდო ჯერ კიდევ ახალწვეულად ითვლებოდა, მოედანზე ნაკლები სათამაშო დრო დავუთმე, შემეშინდა, თავი უცხოდ არ ეგრძნო.ლიორენტე მსოფლიო ჩემპიონია, უმაღლესი კლასის ფორვარდი, რომელიც ეჩვევა იტალიურ დატვირთვებს.მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ თანამედროვე ფორვარდია, მოძრავი, შეუძლია საგოლე გადაცემაც კი გააკეთოს.განვითარება კიდევ სჭირდება, მეტად შედეგიანი უნდა გახდეს და მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსაც მიიღებს.”

“ტევესთან დუეტი ? – მშვენივრად გამოსდით.ფაქტია, მათ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურეს, თუმცა არც მათ ვივიწყებ, ვინც გასული ორი წლის მანძილზე ჩემპიონის სტატუსი მოგვიტანეს.”

წყარო : Football Italia

25 thoughts on “კონტე : “გამარჯვება ნებისმიერ ფასად”

    1. ხო რა მშვენიერი ფეხბურთელია ვირივით დარბის წინ და უკან ამ 3 5 2 ტაქტიკის ხელში.უიშვიათესია რაღაც შეცდომა დაუშვას.კარშიც ნორმალურად ურტყავს პასებსაც აკეთებს ხანდახან გოლიც გააქ.

      1. თავის საქმეს კარგად აკეთებს რონალდოს და მესის დრიბლინგი რო არ აქ ეგ ჩვენც ვიცით მარამ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მილანთან პენალტი შარშან ინტერთან საგოლე ცელსისთან საგოლე მთავარია დიდ გუნდებთან არ იბნევა, რეალტან მშვენივრად ითამაშა 200 მილიონის წინააღმდეგ :chuvak: :chuvak: :chuvak:

  1. მარკიზიოზე კიდე მიდის აქ საუბარი???
    ტიპი ლივონოსთან მატჩის დროს ნახეთ სად იყო კონტრშეტევის დროს? ბოფონი და ეგ იყო უკან… რას ლაპარაკობთ ხალხნო… კლაუდიო როცაა დალაგებულია ცენტრი. პირლოს სივრცეები აქვს და არტუროც მეტად პროდუქტიულია შეტევაში…

    არვიცი კონტემ რა უნდა ქნას. პოგბას დაჯენა სისულელეა
    და მარკიზიოს წინ თამაში ხო მთლად სისულელეა…

    1. კლაუდიოს გარეშეც თამაშობდა გუნდი ძმაო, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შექმნია. საერთო სურათს ეს ბიჭი არსებითად ვერ ცვლის. არის ერთი საშუალო დონის მუშა ფებხურთელი და მეტი არაფერი. იუვეს წარმატებული თამაში ყოველთვის ჯიჯი-პირლო-ვიდალის ტრიოზე იწყობოდა + დამატებული ტევესი და ლორენტე ამ სეზონიდან. პოგბას აწი ეგ ვერ ამოაგდებს. ;)

  2. ფეხბურთელების შეფასებები რომ იდება შეაჯამეთ და ნახავთ ასამოა არავისზე ნაკლებს არ თამაშობს, რა უნდა გააკეთოს ბობლობოლო რას ითხოვთ მისგან სეზონში 20 გოლი და 10 ასისტი უნდა ქონდეს?????? :forza:

  3. 1juve ასამოა არც მეხატება გულზე დიდად, მაგრამ დე ჩელიეს რომ ფეხებმოჭრილიც ჯობია ამას ვერსად გავექცევით. არც იმაში გეთანხმები თითქოს ყველაზე სუსტი რგოლი არის ძირითად თერთმეტეულში. ჩემი აზრით ასეთი მარკიზიოა. როცა შემადგენლობაშია კაპიკის ფასს ვერ აკეთებს ვერაფერს. ნახევარდაცვის ცენტრში რომ ამწესებენ კიდევ რაღაცას ფაფხურობს, მაგრამ როცა შეტევაში მარცხენა ვინგერად დგას აბსოლუტურად შეუმჩნეველია. ეხლა არ დამიწყო, შეტევებს შლის, ბევრს დარბის და მუშაობსო. მუშა ხალხში შახტაში ან ჭიათურის ფეროში ვიცი მე და არაა იუვეში.

  4. რა გაუტრაკეთ ამ ასამოას მშვენივრად ტამაშობს აკონტროლებს მთელ კრაის, ხომ ნახეთ გუშინ არმერო რა დღეში ჩAააგდეს ასამოას გაუკეთა ვინმემ ეგრე, თან უნივერსალია სადაც გინდა დააყენე იქ ითამაშებს, დე ჩელიე მეც მაგრად მევასება მაგრამ 1 რიგში იუვე ჩემთვის დამერე დანარჩენი, გადაავლეთ თამაშებს თვალი და ნახავთ სხვაზე ნაკლები თუ აქ გაკეთებული, გინდ მარკიზიო აიღეთ და გინდ კიელინი :forza: :forza:

  5. პეპე ძირითადი შემადგენლობის ერთერთი ლიდერი იყო გადამწყვეტი გოლები შეაგდო ლაციოსთან და ნაპოლისთან და მთელი წელი უკლასოს და სოფლელს უძახოდით ყველა და ჩემგან გიკვირთ მართლა სოფლელი ასამოას არ მოწონება? თქვენგან განსხვავებით მე არ ვლანძღავ ასამოას, უბრალოდ ვიძახი რო არ მომწონს და მის მაგივრად სხვას უნდა მიეცეს შანსი თუ ვერ გაამართლებს ის სხვა მერე დააბრუნონ ასამოა არაა პრობლემა

  6. Q a s r a
    ზუსტად მაგასია საქმე რო ასამოა მარტო პადოინებს და მოტებს ჯობია, 20 მილიონიანი კაცი რო ძირითად შემადგენლობაში გამოკვეთილი სუსტი რგოლი იქნება სირცხვილია ელემენტარულად

  7. Q a s r a
    ჯოვინკოს კონკურენტი ტევესი არის იუვეს ლიდერი(ყოველშემთხვევაში ასე შერაცხეს) დეჩლიეს კონკურენტი არის იუვეს ყველაზე სუსტი რგოლი(მითხარი ვინაა ასამოაზე სუსტი ფეხბურთელი იუვეში?) ხოდა ვიძახი რო ორ თამაშს რო ჩააგდებს ზედიზედ ასამოა შანსი უნდა მიცე დეჩელიეს ან პელუზოს მეტი არაფერი

    1. ვინ არის?????
      პადოინი
      მოტა
      ოგბონა
      ვუჩინიჩი
      პელუზო
      ისლა

      აი ვინები არიან ასამოაზე სუსტები…
      კასერესი-ასამოა 40-60 ზე…

      დეჩელიე შეადარე პელუზო-ისლა-პადოინს თორე კვადვო ძლიერია… უბრალოდ 20მლიანთან შედარებით სუსტია… სუსტი კიარა არასტაბილური, თორე სტაბილურობა რომ ჰქონდეეეს იმენა რაის კოლაროვი-ევა-კოენტრაო… გიჟია

  8. 1juve – თოკო კაი და გონიეი ბიჭი ჩანხარ და ეს ასამოა-დეჩელიეს შედარებით რა შეიკიტინე? :lool:
    მოკლედ იტალიელები გევასება და ეგაა რა… მეტი ლოგიკა არ აქვს შენს შედარებას…
    მე ჯოვინკო მევასება უძალიანმაგრესად, მაგრამ ობიექტური უნდა იყო უფრო, ვიდრე სუბიექტური…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.