ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ლიონმა” ტურინამდე ხასიათი “ვალენსიენთან” გამოიკეთა

ტურინის “იუვენტუსის” მეტოქემ ევროპის ლიგაზე, ფრანგულმა “ლიონმა” საფრანგეთის ლიგა 1 – ში მორიგი მატჩი ჩაატარა და ამჯერად ერთ-ერთი აუთსაიდერი, “ვალენსიენი” დაამარცხა გასვლაზე.ოლიმპიკელები 30 წუთზე ბაფეტიმბი გომისის გოლით დაწინაურდნენ, წონასწორობა კი მასპინძლებმა 66 წუთზე აღადგინეს.სამიოდე წუთში “ლიონის” ნახევარმცველმა, ჯორდან ფერიმ ულამაზესი გოლი გაიტანა და სტუმრებს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.რემი გარდეს შეგირდებს 51 ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციას იკავებენ, ოთხი ქულით ჩამორჩებიან მეოთხე ადგილოსან “სენტ ეტიენს”. შეგახსენებთ, რომ “ლიონი” “იუვენტუსს” ხუთშაბათს, 10 აპრილს ესტუმრება, პირველი მატჩი ტურინელთა გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

11 thoughts on ““ლიონმა” ტურინამდე ხასიათი “ვალენსიენთან” გამოიკეთა

  1. დღევანდელ თამაშზე რას ფიქრობთ? თუ ვერ მოვიგეთ დაგვენძრა ჩემპიონობაზე. 5 ქულაა სხვაობა.

  2. ივემ უეფა აუცილებლად უნდა მოიგოს უეფას მოგება დიდი წარმატება იქნება ივესთვის გუნდი გადამწვარია მაგრამ შეუძლებელი უნდა შეძლონ მე მჯერა კონტესი უეფა ტუ მოვიგეტ მერე რას იტყვიან კონტეზე მაინტერესებს რო აკრიტიკებენ ამ კაცს კონტეს დამსახურებაა ივერო მესამედ სკუდეტოს იგებს 93 96 წლები გამეორდება ჯერ უეფა მოიგეს მერე ლიგა ლიგის მოსაგებად ექსტრა კლასის ფეხბურტელები გვესაჭიროება ერტი ტოპ ფორვარდი ორი კლასნი გარემარბი ერტი ცენტრალური მცველი პრესპექტიული ბიჭები ნიჭიერები და ჩატვალე ლიგა ჩვენია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.