ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : ” ფინალში ასპარეზობას ერთი გუნდი იმსახურებდა და ის ” ბენფიკა ” არ იყო ”

” სიმართლე გითხრათ , ჩემი დაბადების დღე სხვაგვარად მქონდა წარმოდგენილი . დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა , რომ ყოველთვის უძლიერესი ვერ გაიმარჯვებს . ” ბენფიკა ” ტურინში ჩამოსული იყო არა ფეხბურთის სათამაშოდ , არამედ მის მოსაკლავად რასაც მშვენივრად მოაბა თავი . ბუნებრივია ყველაფერი ასე კოშმარულად არ არის , რადგან სულ მალე ისტორიაში ზედიზედ მოპოვებული მესამე სკუდეტო დაიწერება . ასე რომ ევროპა ლიგას მაღლა აწეული თავით ვტოვებთ . პორტუგალიელებთან ვერ შევძელით იმდენივე სახიფათო შეტევის შექმნა , რასაც ჩვეულებრივად ვქმნით ხოლმე მეტოქის კართან , თუმცა სამი ოთხი რეალური ეპიზოდი მაინც იყო . გავიხსენოთ თუნდაც ლუიზაოს ეპიზოდი , როდესაც ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი . ბენფიკა თავს შვიდი ფეხბურთელით იცავდა . ლისაბონში თავის დროზე ის შეცდომები , რომ არ დაგვეშვა , ეხლა მწუხარების ნაცვლად ზეიმი გვექნებოდა ” – განაცხადა ბონუჩიმ .

წყარო : Football Italia

50 thoughts on “ბონუჩი : ” ფინალში ასპარეზობას ერთი გუნდი იმსახურებდა და ის ” ბენფიკა ” არ იყო ”

  1. arseni
    პაცოზე გეთანხმები, გოლის ალღო ყველაზე დიდი აქ პაცინის
    საჭარიმოში მაგაზე მაგარი არცერთი არაა, მარა აგერ ახალგაზრდები აჯობებენ იმობილედან დაწყებული

  2. შუია ხაზში არის ძალიან დიდი კონკურენცია : მონტი/ ვერატი / პირლო/ ტიაგო მოტა/ მარკიზიო / მერე შემტევები კანდრევა და აკვილანი .. და კიდევ არ მახსოვს ეხლა … ჩერჩი გარემარბი

  3. სამწუხაროდ ტრამვებმა არ მოასვენეს თორემ პაცინის დონის ცენტრფორვარდი იტალიას არ ჰყავს და ჯუზეპე როსი “პოდნაპადაიუში” ….

  4. კაროჩე ოღონდ ეგ ჯილარდინო არ წაიყვანოს და თუ უნდა სიმონე ძაძა წაიყვანოს .. როგორ იყო კონფედერაციის თასზე მოდელივით რომ დაინაზებოდა

  5. არა იმობილე ტევესზე ზევითაა ბომბარდირებში და ხუმრობით გითხარი იუვეს ფანები ტევესზე ზევით არ უყურებთ ბომბარდირების ცხრილსთქვა
    იმობილესაც დიდი მომავალი აქ და შენ ჩამოთვლილ ოთხ ფეხბურთელსაც

  6. იმობილე და ბალო უეჭველია, ჯილაც ალბათ უეჭველია, კასანო ჭირდება ნაკრებს და მეხუთე შეძლება ყველა იყოს ოსვალდოსაც ნუ გამორიცხავთ

  7. რა აკრგი მომენტები შეუქმნეს ინსინიეს და რა კარგად გაუტანა 2 გოლი … ყოჩაღ ინსინიე მუნდიალზე შენი იმედი მაქვს

  8. ვაბსჰემ ყველას დედაც რა აგენი გუნდი კიარა ფარჰაკები არიან გავკარი მაგ სკუდეტოს რა ბენფიკა რომ მოგახრჰობს გუნდი კიარა ნაგავი ხარ ბლიად რა

    1. ვერ იყიდის იუვე სუარესს ვერა … ისე იდეალური კი იქნებოდა / ვერც რეალი იყიდის მიუხედავად იმისა რომ 86 მილიონი გაამზადესო

  9. გვაჯობეს აბა რა ქნეს
    არაფერი გაუკეთებია ბენფიკასო რო იძახით რის გაკეთებას ითხოვდით ერთი მაინტერესებს,მათ ის გააკეთეს რაც აწყობდათ,ითამაშეს დაცვიდან ანგარიშის შენარჩუნებაზე,რაც 10-იანზე გამოუვიდათ…
    ან რატო უნდა შეეტიათ დებილები არიან? :lool: ეგაა პლეიოფის სფეციფიკა მეტი კი არაფერი… შესატევი სადაც იყო კი შეგვიტიეს და გაგვიტანეს 2 გოლი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.