ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: “დღეს ჩვენ შეგვიძლია ლიგაზე წარმატების მიღწევა”

დღევანდელ “იუვენტუს” ძალუძს რვა საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის მოხვედრა და სათანადო დონეზე წარმოჩენა. როდესაც მწვრთნელი ტოვებს გუნდს, ყველასათვის ნათელია რომ კლუბი 0-იდან იწყებს ყველაფერს. ყველას უნდა დავუმტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ იტალიის ჩემპიონის ტიტულს. ზედიზედ მეოთხედ ჩემპიონობის მოპოვება ურთულესი მისია არის, მაგრამ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ მიზნის მისაღწევად. ალეგრი კარგად არის ტაქტიკურად მომზადებული და მშვენივრად ესმის ჩვენი ფსიქოლოგიის შესახებ. ის მცირედით უფრო ნაკლებად მანიაკურია დეტალებთან, მაგრამ ვთვლი რომ არანაკლებ ყურადღებიანი სპეციალისტია. რამდენიმე წლიანი სტრესული წნეხის შემდგომ, მიმაჩნია რომ ალეგრის მეთოდები უფრო ახლოს არის ჩვენთან და ამ ეტაპზე მეტად პროდუქტიულია. ის ითხოვს თამაშის ტემპის სრულ კონტროლს, რაც მოგვცემს საშუალებას ოდნავ ამოვისუნთქოთ მოედანზე. გასულ წლებში კი ჩვენი მთავარი მიზანი 90 წუთის მანძილზე იყო შეტევა და მეტი არაფერი. რაც შეეხება როსონერის, მათ საკმაოდ ენერგიული გუნდი ჰყავთ. ინძაგი ბრწყინვალე სპეციალისტია, რომელიც გუნდს აძლევს იმ ქარიზმატულობას რაც თავად გააჩნდა ფეხბურთელობის პერიოდში. დღეისათვის ისინი ასპარეზობენ შემტევ სტილში და მათ რიგებში საკმაო რაოდენობის გამოცდილი კადრი ირიცხება. ფერნანდო ტორესის გაფორმებამ კიდევ უფრო ძლიერი გახადა მილანი. ისევე როგორც ტორესი ასევე მისი ახალი კლუბი რეაბილიტირების სურვილით არიან სავსე”- განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა ჟურნალისტებთან საუბარში.

წყარო: Tuttosport

13 thoughts on “ბუფონი: “დღეს ჩვენ შეგვიძლია ლიგაზე წარმატების მიღწევა”

  1. aravisze naklebad ar miyvars fexburti,magram viyot chven yvelaze dzlieri ligazec da italiashic,ratom unda mixarodes gind milanis gind romas gadzliereba,ginda sxva evropuli gundebis gadzliereba.imedia male mova is dro iuve yvelaze dzlieri iqneba.rogorc iyo barsa,manu,baierni da sxvebic,imedia iuves epoqa daiwyeba

  2. არ მესმის თუ ფეხბურთი გიყვარს როგორ უნდა გიხაროდეს მილანის ჩაძირვა ან რომას წარმატება ლიგაზე როგორ არ უნდა გიხაროდეს. ჩემთვის იუვე პირველია და იქნება მუდამ. გახსოვთ იუვე და მილანი ლიგას რომ აზანზარებდნენ. დელპოს და ნედვედის უივე და შევჩენკოს და კაკას მილანი ყველას ეშინოდა მათი და იტალიაც ოთხი გუნდით გამოდიოდა ლიგაზე. ინტერიც სულ გადიოდა ჯგუფიდან.

  3. ალეგრის უფრო დიდი შედეგი რა იქნება ლიგა რო მოიგოს?
    კონტეს აწყობილი გუნდით ლიგის მოგებასა და 5 წლის ჩაძირული იუვესთვის ღირსების დაბრუნებას შორის სხვაობას ხედავთ?
    კონტე ულაპარაკოდ ყველაზე დიდი ტრეინერია იტალიაში და მის თაობაში ყველაზე ორი თავით მაღლა დგას

    1. იუვეს ფანები რომას და მილანს რაატო გულშემატკივრობენ?:D შენ თუ იმას ამბობ რო რომას მოგება ლიგაზე გამიხარდა ეს იმიტო რო იტალიური გუნდია და იტალიელებს ევროზონაზე ვგულშემატკივრობ რათქმაუნდა იუვეს შემდეგ რო გაიქაჩოს ცოტა სერია ა თორე გადავასწრო პორტუგალიამ და საფრანგეთმაც:D:X

  4. ესეც უნდა თქვას აპა რას იტყვის შანსი არ გვაქო სულ ესე ამბობენ და სწორიცაა.. და რაც შეეხება კონტეს ახლა მწვრთნეი ალეგრია და რას იტყვის ის ჯობდაოო? სწორადაც ბაზრობს… რასაც არ უნდა მიახწიოს ალეგრიმ ჩემთვის კონტე მეტი დიდი მწვრთნელი იქნება

Leave a Reply to Di Francesco # 1 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.