ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა გულშემატკივრებს გაესაუბრა

ალვარო მორატა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით გაესაუბრა: ” ფანტასტიური გრძნობაა აქ ასპარეზობა. სერია ა ურთულესი გათამაშებაა სადაც ჩემპიონობისთვის ერთბაშად რამდენიმე კლუბი იბრძვის. აქ გადმოსვლამდე ვიცოდი რომ აპენინებზე ყველაზე ტიტულოვანი კლუბი სწორედ “იუვენტუსი” იყო.  ეხლა კი ეს ყოველივე საკუთარი თვალით ვიხილე. არენა? იუვენტუს სტედიუმი ნამდვილად შედის გამორჩეულ სპორტულ ნაგებობათა რიცხვში სადაც ტიფოზერია ფანტასტიურ ატმოსფეროს ჰქმნის. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ კონდიციებს, ჯერჯერობით 80 %-ით ვარ მზად და ვიმედოვნებ უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად ფორმაში შესულ მორატას იხილავთ”…

” სათამაშო კონცეფციით იტალია და ესპანეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. იტალიაში დიდი დრო ტაქტიკურ მონახაზებს ეთმობა, როდესაც ესპანეთში მნიშვნელოვანია ტექნიკური არსენალი. ალეგრი ბრწყინვალე სპეციალისტია, რომელსაც უყვარს ფეხბურთელებთან ერთად  ყოფნა. მის ხმას წვრთნების დროს ყოველთვის გაიგებთ, მიუხედავად იმისა რომ ვარჯიშებს ძალზედ ინტენსიური ხასიათი აქვს “.

კითხვაზე თუ რომელი ფეხბურთელი ესიმპატიურება ყველაზე მეტად ვინც იუვენტუსში ასპარეზობდა ესპანელი შემდეგს პასუხობს : ” ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მისი ტექნიკური არსენალი და ფიზიკური კონდიციები ჩემზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ” .

” რატომღაც ბევრი მორიენტეს მამსგავსებს რაც ბუნებრივია სასიამოვნოა, რადგან ჩვენ გამორჩეულ ფორვარდზე ვსაუბრობთ, რომელსაც ბრწყინვალე საგოლე ალღო და მახასიათებლები გააჩნდა. ჩემი ყველა დროის კუმირი კი არის რაული ” .

” პერსონალური მიზანი და დავალება არ მაქვს , მთავარია რაც შეიძლება მეტი შეხვედრა მოვიგო გუნდთან ერთად “.

ალვარომ ასევე იმღერა ბიანკონერის ჰიმნი და აჩვენა ტიფოზებს თუ როგორ ასწავლის ტარებას ფერნანდო ლორენტე. მისი თქმით ყველაზე მეტად გუნდს გასახდელში ახალისებს :  ” კვადვო ასამოა, მას ამის შესანიშნავი ნიჭი აქვს ” .

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
iuve93
9 years ago

tkveni arvici magram me moratas imedi maqvs

nino gvimradze
9 years ago

ძალიან მინდა, რომ მორატამაც დაი მკვიდროს ადგილი გუნდში. :juvee:

Di Francesco # 1
9 years ago

რის ტარებას?
ჩემ რამოდენიმე ლეგიონერს მორატაც შეემატა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x