ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლონდონი არ მოტყუვდა …

ბრიტანეთიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც იუვენტუსის საკუთრებაში მყოფ ჩილელ ფეხბურთელს მაურისიო ისლას ეხება. “ქპრ” აპირებს ვადაზე ადრე დააბრუნოს სამხრეთ ამერიკელი ნახევარმცველი იტალიაში. კონტრაქტის თანახმად მას მთელი სეზონი უნდა გაეტარებინა ლონდონში, თუმცა ჰარი რედნაპის გუნდში ვერაფრით ვერ მოახერხა ფეხის მოკიდება. Daily Mirror-ის მტკიცებით მაურისიო იანვარში დაბრუნდება ალეგრის განკარგულებაში და დაუყონებლივ დაიწყებს ახალი გუნდის ძიებას. ” სასუოლო ” კი უკვე ამ ეტაპზევე იჩენს მის მიმართ ინტერეს.

წყარო: Football-Italia

2 thoughts on “ლონდონი არ მოტყუვდა …

  1. რეალი უნდოდა კაცს და ახლა სასუელოში თუ მიიღეს მადლობელი უნდა იყოს :chuvak:
    იუვეში სკამზე ჯდომამ გააფუჭა, სკამზე უნდა იჯდეს პადოინის ნაირები და ამას თუ აქ პრეტენზია რო დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია მაშინ 2 სეზონი სკამზე არუნდა იყოს, მე თუ ვხედავდი აქედან რო ამას ლიხშტაინერთან შანსი არ ქონდა თვითონ ვერ მიხვდა?

    იუვეს ფანები უმეტესობას უხაროდა ისლას ნაირი დიდი ფეხბურთელი გვყავს სკამზეო, დიდ ფეხბურთელს აფუჭებს ზუსტად სკამი თუარა პადოინს რა უნდა უქნას? პადოინს არც მოტივაციას უკარგავს სკამზე ყოფნა და არც სათამაშო ხარისხს უფუჭებს

    1. ეს იდეაში არაა მარჯვენა ფლანგერლი, ეს ცენტრის მოთამაშე უფროა, მაგრამ ბოლოს კონტეს დამსახურებით შეეცვალა ამპლუა და ჩილეშიც ფლანგზე აღმოჩნდა…
      იუვეს ეს ცენტრში არ სჭირდებოდა, საკმარისად ბევრი ყავს უკეთესი… შესაბამისად ვერ მოერგო პოზიციას…
      ისე არაა ცუდი ფეხბურთელი

Leave a Reply to Di Francesco # 1 Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.