ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინი, ახალი ფორვარდის ძიებაში

ტევესის გარშემო აურზაურია. თუმცა, თავად არგენტინელი ყველაფერს მშვიდად და წყნარად განმარტავს :“ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იუვესთან 3 წლიან კონტრაქტს ვაფორმებდი, ვთქვი რომ ეს იქნებოდა ბოლო ევროპული კონტრაქტი, რადგან სამშობლოში მსურდა დაბრუნება. მაშინ ამ თემაზე არავის არაფერი უთქვამს. საქმე იმაშია, რომ ადამიანები გარკვეულ ეტაპზე არ იმჩნევენ რეალობას, ხოლო როდესაც ახლოვდება კონკრეტული პერიოდი ამას მასმედიის მხრიდან შესაბამისი აურზაური მოსდევს თან”. ფაქტია, იგი წავა ხოლო გალილეო ფერარის ქუჩაზე მდებარე იუვეს მთავარი ოფისის ბინადრებს, მოუწევთ გადაწყვიტონ თუ რომელი თავდამსხმელით ჩაანაცვლებენ არგენტინელს. პაულო დიბალა, რადამელ ფალკაო, ედისონ კავანი და ეხლა კიდევ გონსალო იგუაინი..

გონსალო იგუაინის სახელი გუშინ ისევ დაუკავშირდა იუვეს. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს იყო იმის რეალური შესაძლებლობა, რომ პიპიტა კარიერას ტურინში განაგრძობდა. აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც მადრიდულ მხარესთან დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა, სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა და არგენტინელმა კარიერა ნეაპოლიტანურ კლუბში განაგრძო. როგორც ჩანს ის განიცდის ამ ნაბიჯს, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე და სერია ა-ში ვერაფერ ღირებულს ვერ მიაღწია ამჟამინდელ კლუბში. მაროტა და კომპანია კიდევ ერთხელ ეცდებიან ფორვარდის შეძენას, მაგრამ დე ლაურენტისთან საუბარი იოლი არავისთვის არის და მითუმეტეს ტურინელთათვის..

გუშინ ჩვენი საიტის მეშვეობით ძამპარინის კომენტარს გაეცნობოდით, სადაც იგი 40 მილიონ ევროზე, იუვეს მომგებიან სიტუაციაზე და დიბალას აპრილში გასხვისებაზე საუბრობდა. დღეს, მისი აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ჯერჯერობით იუვე ფავორიტია იტალიაში, მაგრამ ევროპის მაშტაბით არგენტინელით საკმაო ტოპ-კლუბია დაინტერესებული. პსჟ ჯერჯერობით ყველაზე აქტიურია არა იტალიური კლუბებიდან, მაგრამ აქ უკვე ფეხბურთელის სურვილიც ერთვება. აგენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საფეხბურთო პროგრესირების კუთხით მის კლიენტს კარიერის იტალიაში გაგრძელება სურს და თან ისეთ გუნდში, რომელიც სტაბილურად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და მხოლოდ უმაღლეს მიზნებს ისახავს მიზნად. ამ ინფორმაციის შემდეგ კი მაროტამ გადაწყვიტა 25 + 5 მილიონი გარდაექმნა ყოველგვარი ბონუსური სისტემის გარეშე პირდაპირ 32 მილიონ ევროდ. დაველოდოთ ძამპარინის რეაქციას, რომელიც ჯიუტად 40-ს არ უცვლის ფეხს. სავარაუდოდ იგი სხვა კლუბების რეაქციასაც ელოდება, მაგრამ მისთვის ასე ნანატრი აუქციონი ჯერჯერობით არანაირ სარგებელს არ აძლევს მას.

პარალელურად La Stampa იტყობინება, რომ კავანის თაობაზე ბიანკონერიმ მიაღწია შეთანხმებას ფრანგულ მხარესთან. ტრანსფერის საფასური 45 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც გუნდი სავარაუდოდ პოგბას გასხვისების შემდეგ გადაიხდის. თავად ფეხბურთელთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და წლიურად ურუგვაელი 5.5 მილიონი ევროთი გაისქელებს ჯიბეს. ჩვენ გვახსოვს ასეთი სახის ინფორმაციები. მაგალითად ვან პერსის შემთხვევაში, როცა ის უკვე ჟურნალისტებმა ლამის ვინოვოს ბაზაზე მიიყვანეს, მაგრამ მათ სამწუხაროდ იგი დღემდეგ ნისლიან ალბიონზე რჩება. კავანით ტურინი მართლა არის დაინტერესებული და თან სამხრეთ ამერიკელს აერია ურთიერთობა პარიზელებთან, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს სულ ცოტახანში გახდება ცნობილი.

ეს რაც შეეხებოდა არა იტალიელ თავდამსხმელებს, მაგრამ იუვეს გარკვეული სვლები წინა ხაზის გასაძლიერებლად შიდა ასპარეზზეც ძალუძს. მაროტა აპირებს სიმონე ძაძას კონტრაქტში არსებული პუნქტის ამუშავებას და 15 მილიონის სანაცვლოდ ახალგაზრდა ფორვარდის ვინოვოზე მოყვანას. მის გარდა, სამწვრთნელო შტაბი აქტიურად განიხილავს დომენიკო ბერარდის საკითხს, რომელიც თანამფლობელობაში ჰყავს ბიანკონერის სასუოლოსთან. მის მომავალს კლუბები საბოლოოდ გადაწყვიტავენ მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

მომსვლელთან ერთად, სახელდებიან სავარაუდო წამსვლელებიც. ახლგაზრდა კინგსლი კომანი ნამდვილად განიცდის სათამაშო პრაქტიკის უქონლობას და იმისთვის, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა გაიუმჯობესოს მახასიათებლები, ტურინი მზადაა მისი არენდით გასხვისებაზე. მსურველი არის სასულო და პალერმო.. სხვათაშორის ამ უკანასკნელებთან შეიძლება მოლაპარაკება და ფასის დაკლება დიბალაზე კომანის შეთავაზებით. მატრის ბედიც გაურკვეველია. თუ იგი არ გამოისყიდა იუვემ, მაშინ როსონერის დაუბრუნდება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალეგრი დიდი ხანია მატრისთან ერთად მუშაობს, არ არის გამორიცხული მწვრთნელმა სთხოვოს ხელმძღვანელობას და მან კარიერა ტურინში განაგრძოს. ასეთ შემთხვევაში კი ლორენტესთვის ტურინული თავგდასავალი დასასრულს მიუახლოვდება, რომლის ხილვაც საკუთარ რიგებში სურთ პრემიერ ლიგის და პრიმერა დივიზიონის ბინადრებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
snuff-juve
9 years ago

დიბალაში 32 მილიონის გადახდა სისულელეა

Vaxooo
9 years ago

ძამპარინი რა შუაშია ვერ გავიგე
დე ლაურენტისი ხო არ იგულიხმე?

vakhtang karchava
9 years ago

ბერარდი მოიყვანონ და მეორე ჩამოთვლილთაგან იგუაინი მირჩევნია,თუ არის ამის შანსი,მაგარი გულიანი თამაში იცის განსხვავებით კავანის და მითუმეტეს ფალკაოსაგან. დიბალაზე კი რა მოგახსენოთ,კი მომწონს,მაგრამ რისკი დიდია… :forza: :forza: :forza:

PIto
9 years ago

გენაცვალე

irakli28
9 years ago

იმობილე სულ დაივიწყეს მართლა, არადა ან ეგ ან კავანი კაი იქნებოდა +ბერარდი, დაახვიონ დიბალა-პიპიტამ

Di Francesco # 1
9 years ago

8 tamashshi 4 goli aq ligaze gatanili falkaos, imobiles kide 7 tamashshi 4 :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

Imobilem wels rac golebi gaitana ligaze dangreuli dortmundidan imdeni falkaos karierashi AR gautania, imobiles wlevandeli dortmundshi natamashebit afasebs? Sharshandeli weli dauviwyet? Ra icis iqneba da momaval wels sharshandelivit itamashos da ARA wlevandelivit, kontes mtavari imedia orrive, AR mgonia konteze uketesad icodet aq fexburti

soso_targamadze
9 years ago

კავანიიი! ყველაზე მეტად კავანის ხილვა მინდა იუვეს მაისურით :love:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ისე სხვისი არ ვიცი და ჩემი აზრით იუვეს ბენზემა დახატავდა ერთი ორად გაიხსნებოდა აქ კიდე ეგ მანახა იუვეში ერთი რა :forza: :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

იგუანი ნაპოლიში დარჩეს ცოტა კონკურენცია გვინდა ფალკაომ რაც ტრავმა მიიღო ვერ შევიდა ფორმაში კავანი თუ მოვა დახატავს იუვეს თუ არადა დიაბალა ვითრიოთ ძაძა მეორე იმობილეა ჩემი აზრით და არ გვინდა მაგის იმედზე ყოფნა

Di Francesco # 1
9 years ago

Iguani tavisi monacemebit am otxshi sauketesoa, tumca zogjer ise tamashobs mec nervebs mishlis, falkaos 2 wliani fexburteloba AR gaishvas arsad, diabalas naxevarwliani, kavani ki zlieria Mara erterti sauketesoa ver vityvit, iguaini yvelaze axlos iyo imastan ro msoflios sauketeso forvardi gamxxariyo, kide ithvis MIS sityvas, jer axalgazrdaa

giorgi nefaridz
9 years ago

Iguaini ar gvinda. MagRi mazilaa. Magas isev zaza berardi moiy anon jobia

Di Francesco # 1
9 years ago

Top forvardi aq Tu vinmea pirveli iguainia

Gio Darja
9 years ago

დიბალა მაგრად მინდა, კავანივით იქნება ეგ პალერმოდან რო ნაპოლიში გადავიდა და რამდენიმე წელი იფრინა მანდ, სერიოზულად გაგვაძლიერებს პაოლო, პლიუს ძაძა და ბერარდი უნდა დააბრუნონ, მორატა უფრო მოუმატებს, ლორენტეც გასაშვებია და ნუ მეხუთე ფორვარდად, კიდე მატრი ჯობია ))

giorgi nefaridz
9 years ago

Aranairad ar sheidzleba kavanis sanacvlod pogbas gayidva

giorgi nefaridz
9 years ago

Betardi tevesis shemcvlelad. Moratac moumatebs gaisad zaza da 1 fleimsiqdri da egaa ra

ცოტნე სამსონაშვილი

პირველ რიგში ძაან მაგრადაა დაწერილი სტატია საღოლ დათო მარა კავანის გარდა ეხა ამათგან ტოპს ვერცერთს ვერ ვუწოდებთ მარა კავანიც ვერ ბრწყინავს ბოლო დროს)) მე ვფიქრობ რო კავანი საუკეთესო ვარიანტია და ძაანაც მინდა კავანი მოვიდეს. გაუშვან პოგბა და მოიყვანონ ვერატი+კავანი, მერე ძაძა და გაუშვან ლორენტე, გაუშვან კინგსლი და მოიყვანონ ბერარდი და 10-10 წუთი ათამაშონ, ან გამოისყიდონ და არენდით დატოვონ თორე ძაან ტვინი წაიღო არსენალმა, ეს დიაბალა კიდე რა 40 მილიონი ღადაობთ? ან რა 32? ტევესი ვიყიდეთ 9ად კაცი გოლს გოლზე აგდებს მეორე სეზონია და ლაწირაკი დიაბალა 40? მერე რა რო ახალგაზრდაა ძამპარინის ჩორნი ხოდებია ყველაფერი… ძაძა, კავანი, ბერარდი, + ვერატი და… Read more »

giorgi nefaridz
9 years ago

Dibalas tu ar moiyvanen nando datovon nashin

giorgi nefaridz
9 years ago

Ar gvinda es kavani ra gaikrtos tavisi 45 mikioni da irbinos parizshi. Zaza berardi morata dibala mshvwnieri wina xazi gveyoleba

Doc Doc
9 years ago

:up:

Doc Doc
9 years ago

არა ძმაო რა ყველაზე შეიძლება დაფიქრდე, მარა კავანი როგორი მაგარი ფორვადიც არ უნდა იყოს ტიპს აშკარად ეტყობა, რომ იუვეში თამაში არ უნდა ! არაერთხელ უკბენია იუვესთვის ცუდად და მისი ახლანდელი კომენტარებიდანაც ჩანს, რომ მაკრად კიდია.. ისევ ჩვენებს მივხედოთ და დიბალაზე იმუშაონ ჯობია, თან კავანი ვერ ჩაანაცვლებს ტევესს იმიტომ ,რომ კავანი არ არის ტევესის კალიბრის მეორე ფორვარდი. ჩვენ გვინდა დიბალას მსგავსი მეორე ფორვარდის პოზიციაზე, რომ ითამაშოს.

jjj jjj
9 years ago

ტევესის წასვლა ცუდია. დიბალა მინდა და ბერარდი

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x